Jump to content

Jensen Huang: ხელოვნური ინტელექტის ბუმის მიუხედავად NVIDIA არ დაივიწყებს გეიმინგ ვიდეო ბარათებს


Recommended Posts

NVIDIA კვლავ ზრუნავს გეიმერებზე მიუხედავად იმისა, რომ მისი ძირითადი ბიზნესი გახდა ამაჩქარებლები, რომლებიც აქტიურად გამოიყენება ხელოვნური ინტელექტის სისტემებში. ყოველ შემთხვევაში, ასეთი შთაბეჭდილების გადმოცემა სცადა კომპანიის ხელმძღვანელმა Jensen Huang-მა Computex 2023-ზე ინტერვიუში, აცხადებს პორტალი PCWorld. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Gordon Mah Ung / PCWorld 

მას შემდეგ, რაც NVIDIA-ს კაპიტალიზაცია 1 ტრილიონ აშშ დოლარამდე გაიზარდა ხელოვნური ინტელექტის მონაცემთა ცენტრების აპარატურაზე მოთხოვნის ზრდის გამო, კომპანიის ბევრ გულშემატკივარს აინტერესებდა, NVIDIA მაინც დაინტერესებულითუ არა გეიმინგ გრაფიკული ბარათებით. 

მ კითხვაზე პასუხია - დიახ, არის. Huang-ის თქმით ეს კარგად ჩანს კომპანიის მიერ გამოშვებულ პროდუქტებში. PCWorld-ის ჟურნალისტების კითხვამ - „უნდა გრძნობდნენ თუ არა თავს გეიმერები ისე, როგორც უფროსი ბავშვი ეჭვიანობს ახალშობილ ხელოვნურ ინტელექტზე“ – Huang გაანაწყენა კიდეც. 

„პირველ რიგში, RTX ტექნოლოგია შეიქმნა გეიმერებისთვის. თავად RTX ტექნოლოგიისთვის ხელოვნური ინტელექტი ძალიან მნიშვნელოვანია. ხელოვნური ინტელექტის გარეშე ჩვენ ვერ შევძლებდით რეალურ დროში რეირეისინგს, ეს შეუძლებელი იქნებოდა. და ხელოვნურ ინტელექტზე ორიენტირებული პირველი პროექტი ჩვენს კომპანიაში იყო Deep Learning Super Sampling (DLSS). ღრმა სწავლება არის RTX-ის ხერხემალი. მეორე, ყურადღება გაამახვილეთ, რას ვაკეთებთ გენერაციულ ხელოვნურ ინტელექტთან მიმართებაში. ჩვენ წარმოვადგინეთ Avatar Cloud Engine (ACE) სერვისი. თქვენ გულს მტკენთ - იხუმრა Huang-მა. 

ახალი სერვისი ACE შექმნილია იმისთვის, რომ არამოთამაშ პერსონაჟები (NPC) უფრო ჭკვიანები გახდნენ. ეს საშუალებას მისცემს დეველოპერებს შექმნან საკუთარი ხელოვნური ინტელექტის მოდელები, რომლებიც გამოიმუშავებენ NPC-ებისთვის უფრო ბუნებრივ მეტყველებას, მათ შორის დიალოგსა და მიმიკებს. 

საუბარი შეეხო ვიდეო ბარათებში მეხსიერების მოცულობის საკითხსაც. კერძოდ, ჟურნალისტები დაინტერესდნენ ცოტა ხნის წინ წარდგენილ GeForce RTX 4060 Ti-ში ხელმისაწვდომი მხოლოდ 8 გბ მეხსიერებით, რასაც ბევრი პროფილური რესურსი მეტად არამეგობრულად შეხვდა. შეგახსენებთ, რომ NVIDIA მომდევნო თვეში გამოუშვებს 16 გბ-ის მქონე მოდიფიკაციას. 

„შეგახსენებთ, რომ კადრების ბუფერი (ვიდეომეხსიერება) - ეს არ არის კომპიუტერის მეხსიერება, ეს არის ქეშ-მეხსიერება. და იმას, თუ როგორ მართავთ ამ ქეშს, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა ქეშ-მეხსიერების შემთხვევაში. და კი - რაც მეტია, მით უკეთესი. თუმცა გიწევთ გარკვეულ კომპრომისზე წასვლა“ - განაცხადა Huang-მა. 

NVIDIA-ს ხელმძღვანელი ვითარებას ხსნის ბალანსის აუცილებლობით, რათა დააბალანსოს ვიდეო ბარათის ღირებულება, მისი შესაძლებლობები და წარმადობა. Huang-ის თქმით, GeForce RTX 4060 Ti-ს პირველი ვერსიისთვის 8 გბ მეხსიერების არჩევა სწორი გადაწყვეტილება იყო. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.