Magdalena Posted June 1, 2023 Share Posted June 1, 2023 კომპანია Cooler Master-მა გამოფენა Computex 2023-ზე წარადგინა კომპაქტური კომპიუტერის კორპუსი NCore 100 Max, რომელშიც მოთავსდება ფლაგმანური ვიდეო ბარათი GeForce RTX 4090. ფოტოს წყარო: Tom's Hardware Cooler Master NCore 100 Max-ის სისქე 155-დან 172-მდე მილიმეტრია, სიმაღლე - 481 მმ, სიგანე - 212 მმ. კორპუსში საკმარისი ადგილია, რათა განთავსდეს 357 მმ სიგრძის GeForce RTX 4090. დაშვებულია სამ- ან ოთხსლოტიანი ვიდეო ბარათის დაყენება. კორპუსი განკუთვნილია Mini-ITX ფორმატის სისტემების აწყობისთვის. მოცემული არ არის გამჭვირვალე ჩანართები და RGB განათება, სამაგიეროდ წარმოდგენილია პერფორირებული ალუმინის კედლები მტვრის ფილტრებით, კვების ბლოკი V SFX Gold ATX 3.0 სიმძლავრით 850 ვატი და ერთი სლოტი 2.5-დუიმიანი SSD-სთვის. NCore 100 Max-ში ასევე დაყენებულია ერთი 120-მილიმეტრიანი ქულერი Silencio და ერთი 120-მმ PWM-ქულერი Sickleflow. ასევე გათვალისწინებულია 120 მმ სიგრძის და 38 მ სიგანის თხევადი გაგრილების სისტემის რადიატორი. კორპუსში მხარდაჭერილია 47 მმ-მდე სიმაღლის პროცესორის ქულერის დამონტაჟების შესაძლებლობა. კორპუსის აწყობა-დაშლისთვის ინსტრუმენტები არ არის საჭირო. ხელმისაწვდომია მოწყობილობის ბრინჯაოსფერი და მწვანე ვარიანტები. კომპანიის თქმით Intel Core i9-13900K პროცესორი 250 ვატი TPD-ით შემოწმდა სტანდარტული გამაგრილებლის რადიატორით და 240 rpm სიჩქარის მქონე Silencio ქულერით. ჩიპმა throttling არ დააფიქსირა. კორპუს NCore 100 Max-ის ფასი და გაყიდვაში გამოსვლის დრო კომპანიას არ გამოუცხადებია. https://tinyurl.com/27kxw93t Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.