Jump to content

ილონ მასკის სტარტაპ Neuralink-ს ტვინის ინტერფეისების ადამიანებზე გამოცდის ნება დართეს


Recommended Posts

Neuralink ილონ მასკის ერთ-ერთი კომპანიაა, რომელიც ინარჩუნებს სტარტაპის სტატუსს და მისი განვითარების მთავარი ეტაპი უნდა ყოფილიყო ადამიანის თავის ქალაში იმპლანტირებული სენსორების კლინიკური კვლევები. ამ შესაძლებლობის მიწევის არაერთი მცდელობის შემდეგ Neuralink-მა საბოლოოდ შეძლო აშშ-ის მარეგულირებლებისგან ადამიანებზე კლინიკური ცდების ჩატარების ნებართვის მიღება.  

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Neuralink 

როგორც CNBC აღნიშნავს, სიახლე ცნობილი გახდა Neuralink-ის წარმომადგენლების განცხადებებიდან, თუმცა კომპანიას ჯერ არ დაუწყია მოხალისეების ძებნა, რომლებიც შეძლებენ მონაწილეობის მიღებას .წ. "ტვინის ინტერფეისის" კლინიკურ კვლევებში. Neuralink-მა მოახერხა აშშ-ს სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციის (FDA) თანხმობის მიღება ადამიანებზე კლინიკური კვლევების ჩასატარებლად. 

შეგახსენებთ, უკვე მოხდა იმპლანტების გამოცდა ღორებში - იმპლანტი ჩაყენებული იყო თავის ქალაში უშუალოდ თავის ტვინის ქერქის სიახლოვეს. ამ იმპლანტებმა თეორიულად პარალიზებულ ადამიანებს უნდა მისცენ კომპიუტერის კურსორის მართვის საშუალება პირდაპირი მნიშვნელობით „აზრების ძალით“. შესაძლებელი გახდება შეიქმნას სპეციალიზებული ბიონიკური პროთეზები და ის დამიანებ, რომლებმაც დაკარგეს კონტროლი მეტყველების აპარატსა და მოტორიკულ ფუნქციებზე, დაიბრუნებენ გარშემომყოფებთან კომუნიკაციის უნარ. თავის ქალაში ხვრელის გაბურღის გარდა Neuralink-ის სენსორის დაყენება გულისხმობს თხელი ელექტროდების ჩანერგვას პაციენტის ცერებრალური ქერქის უბნებში. 

ილონ მასკის პერსპექტიულ სტარტაპს ამ დრომდე მარეგულირებელებთან ურთიერთობის საკმაოდ რთული ისტორია ჰქონდა. აქტივისტების საჩივრებს ცხოველების მიმართ სავარაუდო არაადამიანური მოპყრობის შესახებ დაემატა ბიოლოგიური ნარჩენების ტრანსპორტირების წესების დარღვევის ბრალდება. მარტში FDA-მ უარყო Neuralink-ის განაცხადი ადამიანებზე კლინიკურ კვლევების ჩატარების შესახებ და კომპანიას ათობით პრეტენზიის აღმოფხვრისკენ მოუწოდა. გასული წლის ბოლოს ლონ მასკმა გამოთქვა მზადყოფნა, თავად ჩაეყენებინა Neuralink-ის იმპლანტი, რითაც ხაზი გაუსვა ამ ტექნოლოგიის პერსპექტიულობასა და უსაფრთხოებას. 

 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.