Jump to content

Sony-მ წარადგინა პორტატული სათამაშო კონსოლი Project Q, რომელიც არ იმუშავებს PlayStation 5-ის გარეშე


Recommended Posts

კომპანია Sony-მ ოფიციალურად დაადასტურა ხმები, რომ მუშაობს პორტატულ კონსოლზე, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას მისცემს ითამაშონ PlayStation 5-სთვის განკუთვნილი თამაშები გეიმინგ პროცესის სტრიმინგით. კონსოლი დაანონსდა ღონისძიება PlayStation Showcase-ზე - მისი სახელწოდებაა Project Q. ამასთან, Sony პირდაპირ უწოდებს მას PS5-ის აქსესუარს. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Sony 

„შეხედეთ დღევანდელ Showcase-ზე წარმოდგენილ ახალ აქსესუარებს - ესენია მოწყობილობა Project Q თამაშებისთვის, რომლებიც დაყენებულია PS5-ზე და მათი ტრანსლირება ხდება Wi-Fi-ს მეშვეობით, და პირველი ოფიციალური უსადენო ყურსასმენი, რომელიც უზრუნველყოფს ხმას ხარისხის დაკარგვის გარეშე PS5-სა და პერსონალურ კომპიუტერზე. მეტი დეტალი უახლოეს თვეებში გახდება ცნობილი“ - აცხადებს Twitter-ის მეშვეობით Sony-ს სპეც-სამსახური. 

Sony აღნიშნავს, რომ Project Q უზრუნველყოფს კონსოლ PlayStation 5-დან პორტატულ გაჯეტზე ვიდეოთამაშების სტრიმინგ გადაცემას ინტერნეტით, ფუნქცია PS Remote Play-ს მეშვეობით. მოწყობილობას ექნება მართვის ყველა ელემენტი, რომლებიც უსადენო კონტროლერ DualSense-ა წარმოდგენილი. გაჯეტს ასევე ექნება 8-დუიმიანი LCD დისპლეი  1080p-მდე გაფართოებისა და 60 ჰერცი კადრის განახლების სიხშირის მხარდაჭერით. კლასიკური კონტროლერების ანალოგიურად ახალ მოწყობილობას ექნება დინამიური ადაპტაციური ტრიგერები და უზრუნველყოფს ტაქტილურ უკუკავშირს. კონსოლის წარდგენა უნდა მოხდეს მიმდინარე წელს მოგვიანებით, თუმცა დაზუსტები უცნობია - როდის და რა იქნება მისი ფასი. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Sony 

რსებული მონაცემებით, იმედი, რომ კონსოლის მფლობელები მის გამოყენებას პირდაპირ Sony-ს ქლაუდ სერვისთან შეძლებენ, ჯერჯერობით არ გამართლებულა. პორტატული კონსოლით თამაშისთვის იგი დაყენებული უნდა იყოს PlayStation 5-ზე - Project Q წარმოადგენს მხოლოდ აქსესუარს, ფაქტობრივად დისპლეის მქონე უსადენო კონტროლერის ვარიანტს და ფუნქციურად მნიშვნელოვნად ჩამორჩება SteamDeck-სა და სმარტფონებსაც კი. 

სეა თუ ისე, Sony დღესდღეობით ერთ-ერთი იმ მცირერიცხოვან კომპანიათაგანია, რომელსაც საკუთარი ქლაუდ სერვისი გააჩნია. ამჟამად მიმდინარეობს მისი რეორგანიზაცია ინტერნეტში გამოქვეყნებულის მრავალრიცხოვანი ვაკანსიებით თუ ვიმსჯელებთ. ზოგი ექსპერტი არ გამორიცხავს, რომ ქლაუდ გეიმინგი შესაძლოა Project Q-ს მოგვიანებით დაემატოს. ჯერჯერობით უცნობია, შესაძლებელი იქნება თუ არა Project Q-ს გამოყენება სახლს გარეთ. ცნობილია ის, რომ Remote Play-ს აქვს მობილური კავშირით დაკავშირების მხარდაჭერა, თუმცა Sony საუბრობს მხოლოდ Wi-Fi-ზე. 

ხალი კონსოლის შესახებ ხმები პირველად მიმდინარე წლის დასაწყისში გავრცელდა რესურს Insider Gaming-ის მიერ, რომელმაც აღწერა მოდელის მახასიათებლები და განაცხადა, რომ საუბარი ეხებოდა ვარიანტს, სახელწოდებით Q Lite. 

Project Q-ს წარდგენით კომპანია გამოეხმაურა პორტატულ კონსოლებზე მზარდ მოთხოვნას. ერთ დროს აბსოლუტური ჰიტი გახდა და დღემდე რჩება Nintendo Switch, თუმცა ბაზარზე Steam Deck-ისა (Valve) და ROG Ally-ს (ASUS) გამოსვლის შედეგად კონკურნცია უფრო გამწვავდება თანაც იმის გათვალისწინებით, რომ ახალ გაჯეტებზე მხარდაჭერილია უფრო დიდი რესურსის თამაშები მოძველებულ Switch-თან შედარებით. 

Project Q ეს არის ვარიანტი, რომელიც მომხმარებელს საშუალებას მისცემს გამოიყენოს კონსოლის სიმძლავრე. მოკლედ, ფუნქცია Remote Play-ს გამოყენებისთვის არ არის საჭირო Project Q-ს პრემიერის ლოდინი - თითქმის ნებისმიერი iPhone, Android სმარტფონი, Windows კომპიუტერი და Mac და თუნდაც Linux შესაძლებელია გამოყენებულ იქნას ოფიციალური აპლიკაციის ნაცვლად. უფრო მეტიც, ხელმისაწვდომია Steam Deck-ისთვის სპეციალური აპლიკაციაც - Chiaki. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.