Jump to content

Meta მოლაპარაკებებს აწარმოებს AR სტარტაპ Magic Leap-თან ტექნოლოგიის ლიცენზირებისა და ჰედსეტის წარმოებისთვის


Recommended Posts

კომპანია Meta და Magic Leap-ი აწარმოებენ მოლაპარაკებებს ინტელექტუალური საკუთრების ლიცენზირებისა და წარმოების მრავალწლიანი ხელშეკრულების გასაფორმებლად, აცხადებს Financial Times. მოლაპარაკებების დეტალები მწირია, მაგრამ ცნობილია, რომ პოტენციური პარტნიორობა არ გულისხმობს ჰედსეტის ერთობლივად შემუშავებას. ამის ნაცვლად Magic Leap-მა შესაძლოა Meta-ს წვდომა მისცეს გარკვეულ ოპტიკურ ტექნოლოგიებზე. კომპანიები ერთად შეძლებენ უკეთ დაუპირისპირდნენ კონკურენტებს, რომელთა შორის მალე Apple გამოჩნდება. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Magic Leap 

ფლორიდაში დაფუძნებული სტარტაპი Magic Leap ქმნის ტექნოლოგიებსა და კომპონენტებს VR- და AR ჰედსტებისთვის, მათ შორისაა მოწინავე ტექნოლოგიის ლინზები, აგრეთვე სპეციალიზებული პროგრამული უზრუნველყოფა, რაც მეტასამყაროსთვის უმნიშვნელოვანესი ტექნოლოგიაა. Magic Leap ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული AR-სტარტაპია, რომელშიც 3.5 მლრდ აშშ დოლარის ინვესტიციები აქვთ ჩადებული ისეთ კომპანიებს, როგორებიცაა Google და Alibaba. კომპანია Magic Leap-ს საწარმო აქვს მექსიკაში, სადაც შესაძლებელია წელიწადში ათეულ ათასობით ჰედსეტის წარმოება. პარტნიორობის ფარგლებში Magic Leap-ს ასევე შეუძლია ხელი შეუწყოს Meta-ს მოწყობილობების წარმოებას, რაც ტექნოლოგიურ გიგანტს საშუალებას მისცემს აწარმოოს მეტი VR ჰედსეტი ჩრდილოეთ ამერიკაში, რაც ეხმაურება ამერიკული კომპანიების სწრაფვას - შეამცირონ ჩინეთზე დამოკიდებულება. 

Meta-ში აღნიშნულ საკითხზე კომენტარი არ გაუკეთებიათ, არც Magic Leap-ს დაუდასტურებია მსგავსი მოლაპარაკებების წარმოების მიმდინარეობა. თუმცა Magic Leap-მა განაცხადა, რომ პარტნიორობა ხდება "მნიშვნელოვანი ბიზნესი და მზარდი შესაძლებლობა Magic Leap-ისთვის". გასული წლის ბოლოს კომპანიის გენერალურმა დირექტორმა Peggy Johnson-მა განაცხადა, რომ კომპანიამ „დაუჯერებელი ინტერესი მიიღო მთელი ინდუსტრიისგან მათი ინტელექტუალური საკუთრების ლიცენზირებისა და დაპატენტებული საწარმოო პროცესის მიმართ სხვა კომპანიების ოპტიკის წარმოებისთვის, რომელთაც სურთ შერეული რეალობის საკუთარი ტექნოლოგიების გამოშვება“.  

მ დროისთვის Meta იმყოფება ინვესტორების მხრიდან ზეწოლის ქვეშ, რომლებიც მისგან ითხოვენ წარადგინო რაიმე მაინც იმ თანხად, რაც მან მეტასამყაროს რეალიზაციისთვის დახარჯა. კომპანია არ ელის მოგების მიღებას მეტასამყაროსთან დაკავშირებულო ყველა პროექტიდან კიდევ რამდენიმე წლის განმავლობაში, ხოლო ყოველწლიურად ხარჯავს დაახლოებით 10 მლრდ აშშ დოლარს თავის Reality Labs VR განყოფილებაზე. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.