Jump to content

NVIDIA-მ, TSMC-მ, MediaTek-მა და ნახევრადგამტარი კომპონენტების სხვა მწარმოებლებმა მუშაობა დააჩქარეს ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით


Recommended Posts

ვინაიდან მიკროსქემების დაპროექტება სულ უფრო ძვირი და შრომატევადი ხდება, ჩიპების დიზაინერები და მწარმოებლები მიმართავენ ხელოვნურ ინტელექტს, რათა მოახდინონ ხარჯების ოპტიმიზაცია და დააჩქარონ პროდუქციის ბაზარზე გამოშვების დრო. ჯერჯერობით მიკროსქემების 200-ზე მეტი დიზაინი შემუშავდა პროგრამულ უზრუნველყოფა Synopsys DSO.ai Electronic Design Automation-ის (EDA) გამოყენებით და მათი რიცხვი სწრაფად იზრდება. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Amedac 

„წლის ბოლომდე ნახევრადგამტარების ათიდან ცხრა უმსხვილესი მომწოდებელი სწრაფად გააგრძელებს წინსვლას და გამოუშვებს 100 კომერციულ პროექტს ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით“ - განაცხადა Synopsys-ის აღმასრულებელმა დირექტორმა Aart J. de Geus-მა აქციონერების კრებაზე. – „დღეს მათი რიცხვი ორასს აღემატება და კვლავ იზრდება მეტად სწრაფი ტემპით, რადგან ინდუსტრია ფართოდ იყენებს ხელოვნურ ინტელექტს პროექტირებისთვის“. 

ჩიპების სირთულის ზრდა დეველოპერებისგან მოითხოვს უახლეს ტექნოლოგიებს, რათა შეიქმნას კონკურენტუნარიანი კომპონენტები, ამიტომ შემუშავებისა და წარმოების ღირებულება ძალიან სწრაფად იზრდება. 7-ნანომეტრიანი ტექნოპროცესით დამზადებული, საშუალო სირთულის ჩიპის შექმნისთვის აუცილებელია დაახლოებით 300 მლნ აშშ დოლარი, ამასთან ამ ღირებულების თითქმის 40% მოდის პროგრამულ უზრუნველყოფაზე. International Business Strategies-ის (IBS) მიხედვით, მოწინავე 5-ნანომეტრიანი ჩიპის შემუშავების ღირებულება აღემატება 540 მლნ აშშ დოლარს პროგრამული უზრუნველყოფის ხარჯების ჩათვლით, ხოლო მსგავსი სირთულის 3-ნანომეტრიანი GPU-ს ფასი იქნება დაახლოებით 1.5 მლრდ აშშ დოლარი, სადაც პროგრამულ უზრუნველყოფაზე გამოყოფილი იქნება კვლავ დაახლოებით 40%. 

მიმდინარე წლის დასაწყისში Synopsys-მა დააანონსა ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით დაპროექტების ინსტრუმენტების სრული ნაკრების გამოშვება. „ჩვენ წარმოვადგინეთ ინდუსტრიის ხელოვნურ ინტელექტზე ორიენტირებული EDA კომპლექტის პირველი სრული სტეკი, sydnopsys.ai. გარდა ამისა, ჩვენ ვავრცელებთ ხელოვნურ ინტელექტს მთელ პროექტირებაზე, მათ შორის ანალოგური მოწყობილობების დაპროექტებასა და წარმოებაზე“, - განაცხადა de Geus-მა. ჩიპების თითქმის ყველა მსხვილი მწარმოებელი ახლა იყენებს ხელოვნური ინტელექტით მხარდაჭერილ EDA ინსტრუმენტებს, თუმცა ყველას არ სურს ამის დადასტურება. 

„განცხადების პარტნიორები არიან NVIDIA, TSMC, MediaTek, Renesas და IBM Research. ყველა მათგანმა მოგვაწოდა Synopsys.ai-ის გამოყენების გასაოცარი მაგალითები რევოლუციური შედეგების მისაღწევად“, - აღნიშნა de Geus-მა. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.