Jump to content

OpenAI-ის ხელმძღვანელმა აღიარა, რომ ხელოვნურ ინტელექტს რეგულირება სჭირდება, რათა გაუთვალისწინებელი რამ არ მოხდეს


Recommended Posts

OpenAI-ის ხელმძღვანელი Sam Altman გამოიძახეს აშშ-ის სენატში ჩვენების მისაცემად, სადაც იგი კანონმდებლებს დაეთანხმა, რომ აუცილებელია ხელოვნური ინტელექტის ისეთი მძლავრი პლატფორმების რეგულირება, როგორებიც შექმნა მისმა კომპანიამ და Google-ისა და Microsoft-ის მასშტაბის ტექნოგიგანტებმა 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Gerd Altmann / pixabay.com 

„ვფიქრობ, თუ ტექნოლოგიაში რამე არასწორად წარიმართება, ყველაფერი სხვანაირად იქნება. და გვსურს ამის შესახებ განვაცხადოთ. ჩვენ გვსურს ხელისუფლებასთან თანამშრომლობა ასეთი ალბათობის აღკვეთის მიზნით“ - განაცხადა ალტმანმა. აღსანიშნავია, რომ ბოლო წლებში კონგრესში ტექნოლოგიური კომპანიების ხელმძღვანელების გამოსვლები უფრო კონფრონტაციული იყო, ამჯერად კი ალტმანი დაეთანხმა კანონმდებლების არგუმენტებს. მან აღნიშნა, რომ მისი კომპანიის მიერ შემუშავებულმა ტექნოლოგიებმა შეიძლება უამრავი ადამიანი დატოვოს უმუშევარი, მაგრამ ასევე შეიქმნება ახალი სამუშაო ადგილები და საჭირო იქნება ხელისუფლების მონაწილეობა ამ ეფექტის შესამცირებლად. 

მისი შემოთავაზებაა შეიქმნას სახელმწიფო სააგენტო, რომელიც გამოსცემს ლიცენიებს მსხვილმასშტაბიანი ხელოვნური ინტელექტის მოდელების შემუშავებისთვის. ეს სააგენტო განსაზღვრავს უსაფრთხოების ნორმებსა და ტესტებს, რომლებიც ხელოვნური ინტელექტის მოდელმა უნდა გაიაროს მანამ, სანამ იგი ღია წვდომისთვის გახდება ხელმისაწვდომი. OpenAI-ის ხელოვნური ინტელექტის სარგებელი, ალტმანის თქმით, ბევრად აღემატება რისკებს, მაგრამ მუშაობის გასაგრძელებლად უნდა იქნას მიღებული ზომები ხელოვნური ინტელექტის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. 

საპასუხოდ კანონმდებლებმა წარადგინეს შემოთავაზება - შეიქმნას დამოუკიდებელი სააგენტო ხელოვნური ინტელექტის მეთვალყურეობისთვის; ნორმატიულ-უფლებრივი ბაზა, რომლის საფუძველზე დეველოპერებს მოეთხოვებათ გაამჟღავნონ მოდელების მექანიზმები, მათ სწავლებაში გამოყენებული მონაცემთა ნაკრები; და ანტიმონოპოლიური საფუძვლები, რომლებიც ისეთ გიგანტებს, როგორებიცაა Microsoft და Google არ მისცემს ინდუსტრიაში დომინირების საშუალებას. ამავე დროს სენატორებმა აღნიშნეს, რომ ინდუსტრია ასევე არ უნდა იყოს მეტისმეტად დათრგუნული - მას აქვს მნიშვნელოვანი ეკონომიკური პერსპექტივები და ინტენსიური კონკურენცია ვითარდება პოტენციურ მოწინააღმდეგეებთან - პირველ რიგში ჩინეთთან. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.