Jump to content

Samsung დანერგავს 4-ნანომეტრიან SFX4 ტექნოპროცესს მაღალი წარმადობის CPU-ებისა და GPU-ებისთვის - +10% წარმადობა და -23% ენერგომოხმარება


Recommended Posts

სიმპოზიუმ 2023 Symposium on VLSI Technology and Circuits-ზე კომპანია Samsung ისაუბრებს ახალ ტექნოპროცეს SF4X-ზე, რომელიც განკუთვნილია მაღალი წარმადობის გამოთვლების (HPC) CPU-ისა და GPU-ებისთვის. ტექნოლოგია, ადრე ცნობილი, როგორც 4HPC (4-ნანომეტრიანი მაღალი წარმადობის გამოთვლებისთვის), შექმნილია არა მხოლოდ ტაქტის სიხშირისა და ჩიპების ენერგოეფექტურობის გაზრდისთვის, არამედ ექნება დამატებითი აჩქარების პოტენციალი. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Samsung 

ხალი ტექნოპროცესი Samsung SF4X გვპირდება წარმადობის 10%-ით გაზრდას და ენერგომოხმარების 23%-ით ნაკლებ დონეს, თუმცა კომპანიას არ დაუკონკრეტება, რომელ ტექნოპროცესთან მოიყვანა შედარება. სავარაუდოდ საუბარია სტანდარტულ 4-ნანომეტრიან SF4 ტექნოლოგიაზე (4LPP). წარმადობისა და ენერგოეფექტურობის გაუმჯობესება შესაძლებელი გახდა ტრანზისტორების შედინება-გადინების გადაპროექტებით, აგრეთვე ტრანზისტორების კონსტრუქციის ოპტიმიზაციით შუალედური სქემის (MOL) გადაპროექტებით. 

ხალი MOL-ის წყალობით SF4X ტექნოპროცესს ახასიათებს CPU-ის დაასტურებული მინიმალური ძაბვა (Vmin)  60 მვ, გამორთული მდგომარეობისას ძაბვის რყევის 10%-იანი შემცირება, მუშაობის გარანტია 1 ვოლტზე მაღალ ძაბვაზე (Vdd) წარმადობის დეგრადაციის გარეშე და უფრო ეფექტური მუშაობა SRAM-თან. 

მოსალოდნელია, რომ SF4X ტექნოპროცესი კონკურენციას გაუწევს TSMC-ის N4P-სა და N4X-ს, რომელთა გამოშვება იგეგმება 2024-2025 წლებში. საბოლოო ჯამში რომელი ტექნოლოგია უზრუნველყოფს წარმადობის, სიმძლავრის, ტრანზისტორების სიმკვრივის, ეფექტურობისა და ღირებულების საუკეთესო კომბინაციას - წინასწარ თქმა შეუძლებელია. 

image.png 

მაღალი წარმადობისთვის განკუთვნილი კომპონენტები (მონაცემთა ცენტრების CPU და GPU) საჭიროებს ენერგიის მნიშვნელოვან მოცულობას, ისინი გათვლილია დიდი დატვირთვით რეგულარულ მუშაობაზე და შეუძლიათ ტაქტის სიხშირის მნიშვნელოვნად გაზრდა, თუკი გაიზრდება უფრო მაღალი წარმადობის მოთხოვნა. ამ კომპონენტების წარმოებაში გამოყენებული ახალი ტექნოპროცესების ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა არა მხოლოდ წარმადობის გაზრდა, არამედ ენერგოეფექტურობის გაუმჯობესება. ამიტომ SF4X-ის ენერგომოხმარების 23%-ით შემცირება მის წინამორბედ ტექნოპროცესთან შედარებით, ქმნის მონაცემთა ცენტრის მფლობელებისთვის მნიშვნელოვანი ხარჯების დაზოგვის პოტენციალს და ამავდროულად ამცირებს ამ სისტემების უარყოფით ზემოქმედებას გარემოზე. 

აღსანიშნავია, რომ SF4X - ეს გახლავთ Samsung-ის პირველი მოწინავე ტექნოპროცესი, რომელიც შემუშავებულია სპეციალურად HPC სფეროში გამოყენებისთვის. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ მაღალი წარმადობის გამოთვლები, კერძოდ, ხელოვნური ინტელექტი, ამჟამად დიდი მოთხოვნით სარგებლობს როგორც ნახევრადგამტარი კომპონენტების ბაზრის ლიდერებში (AMD, IBM, Intel და NVIDIA), ისე - ახალბედების მხრიდანაც, როგორებიცაა Ampere და Graphcore - Samsung Foundry-ს ყველა საფუძველი აქვს ელოდოს, რომ მისი ტექნოლოგია ათვისებული იქნება მისი 150-ზე მეტი მომხმარებლის მიერ. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.