Jump to content

Google-მა გამოაცხადა თავისი პირველი დასაკეცი სმარტფონის ანონსი - Pixel Fold 10 მაისს იქნება წარმოდგენილი


Magdalena

Recommended Posts

ხმები გამართლდა: მომავალ კვირას Google წარადგენს თავის პირველ დასაკეც სმარტფონ Pixel Fold-ს. კომპანიამ ჯერჯერობით მხოლოდ ფოტოები წარადგინა, მახასიათებლები არ გაუზიარებია - სრულფასოვანი პრეზენტაცია 10 მაისს შედგება კონფერენცია Google I/O 2023-ის გახსნისას. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Google 

Google-ს არ გაუსაჯაროვებია მოწყობილობის არანაირი მახასიათებელი, თუმცა გამოაქვეყნა მოკლე თიზერი, რომელშიც ჩანს სმარტფონის საკმაოდ დიდი გარე დისპლეი. მოწყობილობა იხსნება Samsung Galaxy Z Fold-ის ანალოგიურად. კამერების ბლოკი უკანა პანელზე Pixel-ის სხვა მოწყობილობების ანალოგიურადაა გაფორმებული, თუმცა მათსავით ძალიან გამოწეული არ არის. 

პრილში გავრცელებული ცნობების თანახმად Pixel Fold-ს ექნება 5.8-დუიმიანი გარე ეკრანი, გახსნის შემთხვევაში კი დისპლეი 7.6-დუიმის ტოლია. ავტონომიური მუშაობის დროს რაც შეეხება, მიიჩნევა, რომ Pixel Fold-მა უნდა უზრუნველყოს 24 საათამდე მუშაობა რეგულარული გამოყენებისას და 72 საათამდე - ელემენტის დაზოგვის რეჟიმის ჩართვისას. ცნობილია, რომ სმარტფონში წარმოდგენილი იქნება პროცესორი Google Tensor G2, მოწყობილობის წონა იქნება 283 გრამი და ექნება „დასაკეც სმარტფონებს შორის ყველაზე გამძლე სახსარი“. სმარტფონის ფასი 1700 აშშ დოლარს შეადგენს. შედარებისთვის, Samsung Z Fold 4 გაყიდვების დაწყების დროს 1799 აშშ დოლარად იყო შეფასებული. 

Google-ის დასაკეცი სმარტფონის გამოსვლა გასულ წელს იყო მოსალოდნელი და ამ დრომდე არ შემწყდარა ხმები მასთან დაკავშირებით. შარშან გამოშვების ნაცვლად Google-მა გადაწყვიტა Android-ისთვის ესწავლებინა დასაკეცი ეკრანების მქონე მოწყობილობებთან მუშაობა, რაც შესაძლოა წარმოადგენდეს დასაკეც პლანშეტ Pixel-ის გამოშვების წინაპირობას. 

Google Store-ის გვერდი საშუალებას აძლევს დაინტერესებულ მომხმარებლებს დარეგისტრირდნენ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად მას შემდეგ, რაც 10 მაისს სმარტფონის ოფიციალური პრეზენტაცია შედგება. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.