Jump to content

Samsung-მა შესაძლოა სამი კვირით დააჩქაროს Galaxy Z Fold 5-სა და Galaxy Z Flip 5-ის პრემიერა


Recommended Posts

კომპანია Samsung განიხილავს ახალი დასაკეცი სმარტფონები დაგეგმილზე სამი კვირით ადრე წარადგინოს. როგორც სამხრეთკორეული გამომცემლობა The Elec გვაცნობებს, Galaxy Z Fold 5-ისა და Galaxy Z Flip 5-ის დებიუტი ივლისში შედგება. 

image.jpeg 

Galaxy Z Fold 4. ფოტოს წყარო: Samsung 

ტრადიციულად Samsung დასაკეცი სმარტფონების პრეზენტაცია Galaxy Unpacked-ს აგვისტოს პირველ ნახევარში ატარებს. თუმცა კომპანია შეშფოთებულია მეორე კვარტლის მაჩვენებლებით - ამ პერიოდში სმარტფონების გაყიდვების მოცულობა ტრადიციულად მცირეა. როგორც The Elec-ის წყაროები გვაცნობებენ, პირველ კვარტალში ფლაგმანური Galaxy S23 გაიყიდა მოსალოდნელზე ოდნავ უკეთ, პარალელურად კომპანია ცდილობდა გაეზარდა საშუალო და დაბალბიუჯეტური სეგმენტის სმარტფონების გაყიდვები. 

მრიგად, დასაკეცი სმარტფონების პრემიერის ივლისში ჩატარება Samsung-ს მესამე კვარტის შედეგების გაუმჯობესების საშუალებას მისცემს, რაც ნაწილობრვ დააკომპენსირებს ზედიზედ ორი წინა სუსტი კვარტლის მაჩვენებლებს - წლის პირველ მეოთხედში Samsung-მა დააფიქსირა 14 წლის განმავლობაში ყველაზე დაბალი საოპერაციო მოგება. ამასთან, კომპანიას მოუწევს მოძებნოს გამოსავალი მეოთხე კვარტლისთვის, როდესაც Fold 5-ისა და Flip 5-ის გაყიდვები შენელდება. ნებისმიერ შემთხვევაში, გამომცემლობა თვლის, რომ ძლიერ მესამე კვარტალს Samsung კომპანიის მობილური ბიზნესისთვის უფრო მნიშვნელოვნად მიიჩნევს. 

Samsung-ს დასჭირდება სულ რაღაც ერთი თვე Fold 5-ისა და Flip 5-ის სტაბილურობის უზრუნველსაყოფად, რათა ისინი ივლისში წარადგინოს. ცნობილია, რომ კომპონენტების წარმოების ზოგიერთი გეგმა უკვე გადაიხედა - გამოშვება დაიწყება სამი კვირით ადრე, თუმცა ზოგიერთი კომპონენტის გრაფიკი ჯერ არ შეცვლილა. 

Samsung გეგმავს Fold 5-ის წონა 254 გრამამდე შეამციროს, რაც 8 გრამით ნაკლებია Fold 4-თან შედარებით, სისქე კი 15.8-დან 14 მილიმეტრამდე შემცირდება. რაც შეეხება Flip 5-ს, კომპანიის გეგმით ახალი მოდელის გარე დისპლეი წინამორბედთან შედარებით დიდი უნდა იყოს - მისი ზომა 1.9 დუიმით, 3.38 დუიმამდე გაიზრდება. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.