Jump to content

Nothing-მა დაადასტურა ფლაგმან Phone 2-ის გამოსვლა ზაფხულში


Recommended Posts

კომპანია Nothing-მა დაადასტურა მიმდინარე წლის ზაფხულში ახალი ფლაგმანური სმარტფონის გამოშვება. როგორც მოსალოდნელი იყო, Nothing-ის მომდევნო სმარტფონი იქნება Phone (2), რომელსაც კომპანია წარმოგვიდგენს ფლაგმანად წინამორბედ საშუალო დონის სმარტფონისგან განსხვავებით. Nothing-მა განაცხადა, რომ Phone 2-ს წარადგენს 2023 წლის ზაფხულში, 21 ივნისიდან 23 სექტემბრამდე პერიოდში. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Nothing 

რადგანაც Android 14 სტაბილურ სტატუსს აგვისტომდე ვერ მოიპოვებს, ნაკლებად მოსალოდნელია, რომ Nothing-ის ფლაგმანში ხსენებული ოპერაციული სისტემა იყოს დაყენებული, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რა დრო დასჭირდა Android 13-Phone (1)-ში გამოჩენისთვის - ეს მოდელი Android 12-ით გამოვიდა. აღვნიშნავთ, რომ ანონსი ჩატარდა Phone 1-ში Android 14-ის ბეტა ვერსიის მოახლოებული გამოშვების გამოცხადებიდან რადენიმე დღეში. 

Nothing-მა მინიშნება გააკეთა, რომ Phone 2 აგებული იქნება Snapdragon 8 სერიის უახლეს ჩიპსეტზე და არა Snapdragon 7 Plus Gen 2-ზე. ჩიპსეტის შესახებ ინფორმაცია ამ დრომდე საიდუმლოდ რჩებოდა, თუმცა მარტში Qualcomm-ის ხელმძღვანელი Cristiano Amon ამტკიცებდა, რომ Phone 2-ში გამოყენებული იქნება Snapdragon 8 Plus Gen 1, რაც სერიოზულ განახლებას წარმოადგენს Nothing Phone 1-ში მოცემულ SoC Snapdragon 778G Plus-თან შედარებით. თუმცა უახლოესი გადაწყვეტილება Snapdragon 8 Gen 2-ია. 

Nothing Phone 2-ის სხვა მახასიათებლები ჯერჯერობით უცნობია, არსებობს მხოლოდ მინინება სამომავლო გაჯეტის საფირმო განათების შესახებ, რომელსაც ციმციმა წითელი ზოლი ექნება. მოსალოდნელია, რომ Nothing მეტ დეტალს უახლოეს დროში გააზიარებს. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.