Jump to content

OpenAI-მა ChatGPT-ს დაამატა კონფიგურირების ახალი შესაძლებლობები და განაცხადა ბოტის ბიზნეს-ვერსიის მალე გამოშვების შესახებ


Recommended Posts

OpenAI-მა დაამატა ახალი პარამეტრები ChatGPT ჩატ-ბოტის ინტერფეისს, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას მისცემს წაშალონ ჩატის ისტორია და ისარგებლონ მონაცემთა ექსპორტის უფრო მოსახერხებელი მეთოდი. სტარტაპმა ასევე გამოაცხადა სერვისის ბიზნეს ვერსია ChatGPT Business-ის გამოშვების გეგმების შესახებ, რომელიც უახლოეს თვეებში იქნება წარმოდგენილი. 

image.jpeg 

Silicon Angle-ის თანახმად ბოტი დღეს მუშაობს დიდ ენის მოდელ GPT-4-ის საფუძველზე, რომელიც ცოტა ხნის წინ დაინერგა. არსებული მონაცემებით სერვისის აუდიტორიამ 100 მილიონ მომხმარებელს გადააჭარბა. 

ChatGPT default-ად ინახავს როგორც მომხმარებლების რეპლიკებს, ისე ხელოვნური ინტელექტის პასუხებს. ახალი პარამეტრების წყალობით ჩატის ისტორიის წაშლა 30 დღის შემდეგ იქნება შესაძლებელი. ამასთან, OpenAI მონაცემებს არ გამოიყენებს ენობრივი მოდელის სწავლებისთვის. კომპანიის ინფორმაციით მართვის ახალი ელემენტები ყველა მომხმარებლისთვის იქნება ხელმისაწვდომი და ეტაპობრივი დანერგვა უკვე დაწყებულია. OpenAI აცხადებს, რომ პარამეტრების შეცვლა ნებისმიერ დროს იქნება შესაძლებელი. თუკი ისტორიის შენახვის ფუნქცია გამორთულია, ხელოვნურ ინტელექტთან საუბარი 30 დღის განმავლობაში შეინახება და წაშლის წინ დაინსპექტირდება მონაცემების ბოროტად გამოყენების მონიტორინგის აუცილებლობის შემთხვევაში. მართვის ახალი ელემენტის პარალელურად გამოჩნდა კონტენტის ექსპორტის გამარტივებული შესაძლებლობა. OpenAI-ის თანახმად ინსტრუმენტი მომხმარებლებს საშუალებას აძლევს ატვირთონ ხელოვნურ ინტელექტთან განხორციელებული ჩატები და მასთან დაკავშირებული ინფორმაციის ასლები. ადრეც შესაძლებელი იყო მონაცემების ასეთი ექსპორტი, თუმცა ცოტა მეტი ძალისხმევა და დრო სჭირდებოდა. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: OpenAI 

ამავე დროს OpenAI-მ დააანონსა ChatGPT-ის ბიზნეს ვერსიის გამოშვება. სტარტაპს არ დაუკონკრეტებია სამომხმარებლო მოდელებთან შედარებით რა დამატებით ფუნქციებს მიიღებს ჩატ-ბოტის ასეთი ვარიანტი, მაგრამ აღნიშნა, რომ მომხმარებლის მონაცემები  ასევე არ იქნება გამოყენებული ენობრივი მოდელების სწავლებისთვის. 

OpenAI-ის თანახმად ბიზნეს-ვერსია განკუთვნილია „პროფესიონალებისთვის, რომლებსაც მეტი კონტროლი სჭირდებათ თავიანთ მონაცემებზე და კომპანიებისთვის, რომლებიც ცდილობენ მართონ საბოლოო მომხმარებლის გამოცდილება“. დასაშვებია ვივარაუდოთ, რომ სერვისს ექნება დამატებითი ფუნქციები, რომლებიც დაეხმარება ადმინისტრატორებს შეასრულონ სხვადასხვა დავალება, მაგალითად, შექმნან კორპორატიული ანგარიშები თანამშრომლებისთვის. 

OpenAI თებერვლიდან მომხმარებლებს უკვე სთავაზობს ChatGPT-ის ფასიან ვერსიას - ChatGPT Plus უზრუნველყოფს უფრო სწრაფ პასუხებს და პრიორიტეტულ წვდომას თვეში 20 აშშ დოლარად. აგრეთვე OpenAI-მ გამოუშვა API კომპანიების მიერ ბოტის საკუთარ პროგრამულ უზრუნველყოფაში ინტეგრირებისთვის. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.