Jump to content

ელექტრომობილების გლობალური გაყიდვები 55%-ით გაიზარდა და 10 მილიონს გადააჭარბა 2022 წელს - მიმდინარე წელს მოსალოდნელია 35%-იანი ზრდა


Recommended Posts

საერთაშორისო ენერგეტიკის სააგენტოს ახალ ანგარიშში მოცემულია, რომ ელექტრომობილების გლობალური გაყიდვები 2023 წელს მესამედზე მეტით, 14 მილიონ ერთეულამდე გაიზრდება, რის შედეგად ელექტრომობილები წლის ბოლოსთვის დაიკავებს ახალი ავტომობილების ბაზრის თითქმის მეხუთედ ნაწილს.  ამასთან აღინიშნა, რომ გასულ წელს ელექტრომობილების გაყიდვები 55%-მდე გაიზარდა და 10 მილიონ ერთეულს გადააჭარბა.  

image.jpeg 

ფოტოს წყარო: freepik 

შეფასების თანახმად წლის ბოლომდე ელექტრომობილები მთელი საავტომობილო ბაზრის 18%-ს დაიკავებს, რაც 2022 წლის 14%-ზე ბევრად მეტია, ხოლო 2020 წელს ეს მაჩვენებელი მხოლოდ 4%-ს შეადგენდა. 

ელექტრომობილების გაყიდვები კონცენტრირებულია სამ მსხვილ ბაზარზე - ჩინეთში, ევროპასა და აშშ-ში. 2022 წელს ჩინეთზე მოდიოდა ელექტრომობილების მსოფლიო გაყიდვების 60%, დღესდღეობით კი - 50%. ევროპასა და აშშ-ში ელექტრომობილების გაყიდვები 2022 წელს 15% და 55%-ით გაიზარდა, შესაბამისად. ამ ბაზრებზე ელექტრომობილების გაყიდვები სამომავლოდაც გაიზრდება ევროკავშირის კლიმატურ პროგრამა Fit for 55-ის და აშშ-ის „ინფლაციის შემცირების კანონის“ წყალობით. 2030 ლისთვის ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს შეფასებით ელექტრომობილების საშუალო წილი მთლიან გაყიდვებში ჩინეთში, ევროკავშირსა და აშშ-ში დაახლოებით 60%-მდე გაიზრდება. 

image.jpeg 

კუმულატორების წარმოებას რაც შეეხება, ენერგეტიკის მსოფლიო სააგენტოს ანგარიშში აღნიშნულია, რომ ბატარეების წარმოების მიმდინარე, დამტკიცებული და დაგეგმილი პროექტები დააკმაყოფილებს ელექტრომობილებზე მოთხოვნას 2030 წლამდე. ამჟამად მსოფლიო ლიდერი ბატარეების და მათი კომპონენტების წარმოებაში ჩინეთია და მისი წილი ელექტრომობილების ექსპორტში 35%-მდე გაიზარდა. თუმცა კანონ Net Zero Industry Act-ის შესაბამისად ევროპაში ბატარეებზე წლიური მოთხოვნის 90%-ს შიდა მწარმოებლები დააკმაყოფილებენ. 

არაკომერციული ორგანიზაცია Green Alliance აცხადებს, რომ ავტომობილების მოხმარების ზრდის ამჟამინდელი ტემპით შიდაწვის ძრავზე მომუშავე მანქანები 2050 წლისთვის კვლავ შეინარჩუნებენ დიდ ბრიტანეთში დაბინძურების მთავარი წყაროს ტიტულს. წევრები ამტკიცებენ, რომ გარბენის გადასახადები, გზის სიჩქარის შემცირება, ავტობუსების ტარიფების 15%-ით შემცირება, სარკინიგზო ტარიფის 5%-ით და ველოსიპედი მგზავრობის 20%-ით ზრდა ხელ შეუწყონახშირორჟანგის ემისიის 25%-ით შემცირებას. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.