Jump to content

ილონ მასკმა დაარეგისტრირა კომპანია X.AI, რომელიც ხელოვნურ ინტელექტზე იქნება ორიენტირებული


Recommended Posts

კომპანია OpenAI-ის ბიზნესის ფორმირებაში მონაწილეობამ, რომელმაც გასულ წელს დაუდო საფუძველი გენერაციული ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიების ბუმ, არ შეუშალა ხელი ლონ მასკს საკუთარი სპეციალიზებული სტარტაპის შექმნაზე ეზრუნა. ოფიციალური დოკუმენტების მიხედვით მილიარდერმა ნევადაში დაარეგისტრირა X.AI Corp., რომლის სახელწოდება მომავალი საქმიანობის პროფილზე მიუთითებს. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Marlena Sloss, Bloomberg News 

მასკის კუთვნილმა კომპანია Twitter-მა ცოტა ხნის წინ დასახელება X Corp.-ად შეიცვალა და ასევე ნევადას იურისდიქციაში გადავიდა. სამართლებრივი სფეროს სპეციალისტების აზრით ამ შტატის კანონები ბინესის ხელმძღვანელებსა და მფლობელებს  უკეთესი დაცვით უზრუნველყოფს დელავერის შტატთან შედარებით, სადაც ამ დრომდე იყო Twitter რეგისტრირებული. X Corp.-ის მშობელი კომპანიის დასახელებაა X Holdings Corp., და ჯერჯერობით რთულია განსჯა, რა კავშირშია მათთან ახლახანს დარეგისტრირებული X.AI Corp. 

ილონ მასკი X.AI-ის ერთადერთი დირექტორია, ხოლო მისი ოჯახის საქმეთა მმართველი Jared Birchall კომპანიის ნომინალური ხელმძღვანელია. იგი ასევე ხელმძღვანელობს კომპანია Neuralink-ს - მასკის მიერ დაარსებულ სტრატაპს, რომლის მიზანია იმპლანტების შექმნა ადამიანის ტვინსა და კომპიუტერს შორის ინტერფეისის რეალიზაციისთვის. 

2018 წელს მასკმა OpenAI დატოვა კომპანიის იმდროინდელ ხელმძღვანელ Sam Altman-თან კონფლიქტის ფონზე. მილიარდერმა გააკრიტიკა OpenAI-ს მიერ შექმნილი ChatGPT ბოტი, რადგან მიიჩნევს, რომ ხელოვნური ინტელექტის მოდელი, რომელსაც კომპანია იყენებს, პოლიტიკურად ანგაჟირებულია. თავად მასკი ემხრობა უფრო ჭეშმარიტებაზე ორიენტირებული მოდელის შექმნის იდეას, თუმცა ამ საკითხზე დამატებით განმარტებას არ იძლევა. 

ცოტა ხნის წინ მასკმა დაიქირავა იგორ ბაბუშკინი - ხელოვნური ინტელექტის სპეციალისტი, რომელიც მუშაობდა Alphabet-ის (Google-ის) DeepMind Lab-ში. მან ასევე სცადა OpenAI-ის რამდენიმე თანამშრომლის გადაბირება, ასე რომ ძნელია უარვყოთ მასკის დაინტერესება საკუთარი ხელოვნური ინტელექტის სისტემის შექმნის თემით. ერთი მხრივ იგი საჭირო იქნება ელექტრომობილებისა და ადამიანისმაგვარი რობოტების დიდი რაოდენობის სამართავად, რომელაც Tesla მალე გამოუშვებს. მეორე მხრივ, მასკი შესაძლოა დაინტერესდეს მსგავსი ტექნოლოგიის გამოყენების სხვა სფეროებითაც - მაგალითად, Twitter-ის განვითარებისთვის. ახლახან მან თანამოაზრეებთან ერთად წამოაყენა პეტიცია გენერაციული ხელოვნური ინტელექტის ახალი მოდელების ტესტირების ექვსი თვით შეჩერების მოთხოვნით, რათა ამ დროის განმავლობაში შემუშავდეს გარკვეული სტანდარტებისა და უსაფრთხოების წესები კაცობრიობისთვის ახალ სფეროში. შესაძლოა, ეს მოწოდება მიზნად ისახავს მასკის სურვილს, ხსენებულ დროში საკუთარი ხელოვნური ინტელექტი შექმნას, რომელიც ChatGPT-ს გაუწევს კონკრენციას. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.