Jump to content

OPPO Find X6 Pro გახდა მსოფლიოში საუკეთესო კამერაფონი


Recommended Posts

OPPO Find X6 Pro-მა სმარტფონების კამერების ინდუსტრიაში შთაბეჭდილება მოახდინა DxOMark-ის გამოსახულების მაჩვენებლის 153 ქულით, რამაც მას პირველი ადგილი შეუნარჩუნა DxOMark-ის უმაღლესი რეიტინგის მქონე სმარტფონებს შორის. სმარტფონმა უკან მოიტოვა Honor Magic5 Pro და Huawei Mate 50 Pro, რომლებიც ამ დრომდე ლიდერობის მთავარი პრეტენდენტები იყვნენ. 

image.png 

DxOMark-ის ექსპერტებმა OPPO Find X6 Pro-ს მაღალი შეფასება მიანიჭეს დაბალანსებული და განსაკუთრებული წარმადობისთვის ფოტოგრაფირების ყველა ასპექტში, როგორებიცაა ვიდეო, ზუმი და ბოკე. კამერის ზუსტი ექსპოზიცია, ხმაურის შესანიშნავი ბალანსი გამოცხადდა, როგორც გარღვევა მობილურ ფოტოგრაფიაში. 

უფრო მეტიც, DxOMark-მა აღნიშნა, რომ OPPO Find X6 Pro არაჩვეულებრივად მუშაობდა სუსტი განათების პირობებში და აგროვებდა ყველაზე მაღალ ქულებს ნებისმიერ სმარტფონთან შედარებით. სმარტფონის დიდი სენსორული კამერის მოდული ხელს უწყობს სცენის დეტალების შენარჩუნებას ყველანაირი განათების პირობებში, აკონტროლებს ხმაურს და აწვდის გამოსახულების კარგ ხარისხს როგორც დღისით, ასევე ღამით. 

image.png 

OPPO Find X6 Pro-ს გამორჩეული მახასიათეელია სამკამერიანი სისტემა, რომელშიც შედის 1/1.56-დუიმიანი სუპერმგრძნობიარე პერსკოპული ტელეობიექტივი, 1-დუიმიანი დიდი ფართოკუთხიანი ობიექტივი და სუპერფართოკუთხიანი სენსორი. სამივე ობიექტივს გააჩნია ამ დროისთვის ყველაზე მაღალი სინათლის მგრძნობელობა, რაც შთამბეჭდავ ფოტოგადაღებას უზრუნველყოფს. 

გარდა ამისა, OPPO Find X6 Pro-ში გამოყენებულია ფოტონური მატრიცის ახალი ტექნოლოგია, რომელიც რვაჯერ აუმჯობესებს ღია და მუქი ტონების დინამიურ დიაპაზონს ჩვეულებრივ ტექნოლოგიასთან შედარებით, რომელიც ბუნებრივ განათებას და მუქ ტონებს უზრუნველყოფს. 

შთამბეჭდავი მიღწევების მიუხედავად DxOMark-მა აღნიშნა, რომ სმარტფონის ექსპოზიცია ფოტოებსა და ვიდეოებში ზოგჯერ არასტაბილურია, რაც ზოგჯერ იწვევს კანის ფერის არაბუნებრივ გამოსახულებას. ასეა თუ ისე, OPPO Find X6 Pro შესანიშნავი არჩევანია მათთვის, ვინც ბაზარზე არსებული საუკეთესო კამერის მქონე სმარტფონს ეძებს. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.