Jump to content

აშშ-ის ხელისუფლება ამზადებს ახალ მოთხოვნებს, რაც 2032 წლისთვის უზრუნველყოფს ელექტრომობილების 67%-იან წილს პირველად ბაზარზე


Recommended Posts

ბაიდენის ადმინისტრაციის ამჟამინდელი გეგმები ითვალისწინებს, რომ 2030 წლისთვის აშშ-ში გაყიდული ახალი მსუბუქი ავტომობილების ნახევარი მხოლოდ ელექტროენერგიაზე უნდა მუშაობდეს. ზოგიერთი ცნობით, მოთხოვნების ახალი ვერსია დაისახავს უფრო აგრესიულ მიზანს, რომ ეს წილი 67%-მდე გაზარდოს 2032 წლისთვის. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Doug Mills, The New York Times 

მის შესახებ წყაროებზე დაყრდნობით გვაცნობებს The New York Times. გასულ წელს აშშ-ის ტერიტორიაზე გაყიდული სატრანსპორტო საშუალებების მხოლოდ 5.8%-ს შეადგენდა ელექტრომობილები, ასე რომ მომდევნო ცხრა წლის განმავლობაში ქვეყნის პირველად ავტობაზარზე საჭირო იქნება ელექტრომობილების თერთმეტჯერზე მეტად გაზრდა. ეს მეტად ამბიციური ამოცანაა, რომელიც მოითხოვს როგორც ბაზრის მონაწილეების, ისე სახელმწიფოს ძალისხმევის მობილიზებას. 

შეგახსენებთ, ევროპაში შიდაწვის ძრავზე მომუშავე ახალი მანქანების გაყიდვა 2035 წლიდან აიკრძალება, ასე რომ აშშ ცდილობს არ ჩამორჩეს ტრანსპორტის „დეკარბონიზაციის“ ლიდერებს. აშშ-ს გარემოს დაცვის სააგენტო EPA-ს ხელმძღვანელობა მომავალ ოთხშაბათს გამოსვლისას ამ სფეროში ახალ მიზნებს დასახავს. ფაქტობრივად, 2030 წლისთვის დასახული მიზნები კი უფრო აგრესიული გახდება, იმ დროისთვის აშშ-შ გაყიდული მსუბუქი მანქანების 54-60% ელექტრო წევას უნდა ეყრდნობოდეს, 2032 წლისთვის კი მაჩვენებელი 64-67%-მდე უნდა გაიზარდოს. 

შემოთავაზებულმა მოთხოვნებმა საჯარო განხილვის ფაზა უნდა გაიაროს და მხოლოდ ამის შემდეგ დაამტკიცებენ კანონმდებლებ. მოახლოებული 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნების გათვალისწინებით ასეთმა კანონპროექტმა შესაძლოა დროული დამტკიცება ვერ მოიპოვოს. ფაქტობრივად, ახალი მოთხოვნების პროექტში პირობები დადგენილია არა ახალი მანქანების გაყიდვების სტრუქტურაში ელექტრომობილების რაოდენობრივი პროპორციის, არამედ მთლიანად ნახშირბადის ემისიების დონის საფუძველზე. სამიზნე მაჩვენებელი იმდენად მკაცრი იქნება, რომ 2032 წლისთვის ბაზრის მონაწილეებს მოუწევთ ელექტრომობილების წილის გაზრდა გაყიდვების სტრუქტურაში დაახლოებით 67%-მდე. თეორიულად, ახალი მოთხოვნები თანხვედრაშია კალიფორნიის შტატის ფედერალურ კანონებთან, რომელიც ცდილობს 2035 წლიდან აკრძალოს შიდაწვის ძრავის მქონე ავტომობილების გაყიდვა. 

ამ მიმართულებით აშშ-ის ხელისუფლებას მოუწევს მრავალი ინფრასტრუქტურული პრობლემის გადაჭრა, დამტენი სადგურების ქსელის გაფართოებიდან დაწყებული - შრომის ბაზრის ტრანსფორმაციით დამთავრებული, რომელზეც საჭირო რაოდენობის ელექტრომობილების წარმოებისთვის საჭირო იქნება დაახლოებით ორჯერ ნაკლები მუშახელი, ვიდრე ამჟამად. ავტომწარმოებლებს ასევე მოუწევთ სერიოზულად გადააკეთონ თავიანთი ბიზნესი და მიწოდების ჯაჭვები, ასევე განახორციელონ პარტნიორებთან თანამშრომლობით საჭირო რაოდენობის ბატარეების წარმოების ლოკალიზება. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.