Jump to content

Ricoh-მ წარადგინა უსადენო სენსორული დისპლეი სმარტფონებისთვის


Recommended Posts

ელექტრონიკის იაპონურმა მწარმოებელმა Ricoh-მ წარადგინა უჩვეულო მეთოდი სმარტფონების ფუნქციონალის გაფართოებისთვის. კომპანიამ გამოუშვა პლანშეტის ზომის უსადენო მონიტორი, რომელსაც შეუძლია დაკავშირებული სმარტფონის ეკრანის გამოსახულების დუბლირება. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Norio Matsumoto/Nikkei 

მოდელ Ricoh Portable Monitor 150BW-ს აქვს 15.6-დუიმიანი დისპლეი და იწონის 715 გრამს. ტექნოლოგია Smart Streaming Engine (SSE) მომხმარებელს საშუალებას აძლევს სმარტფონი შეინახოს ჯიბეში ან ჩანთაში და გამოიყენოს იგი დაკავშირებული სენსორული დისპლეის მეშვეობით. SSE ტექნოლოგია შეიმუშავა სტარტაპმა Team S, რომელიც დაარსებულია Sharp-ის ყოფილი თანამშრომლის მიერ. 

დეველოპერებმა შეძლეს სიგნალის შეყოვნების 100 მილიწამდე ნაკლები დროის უზრუნველყოფა, რაც საკმარისია გამოყენების უმეტესობა სცენარისთვის. ცნობილია, რომ მონიტორის წარმოების ღირებულება ანალოგიური ზომის პლანშეტების წარმოებაზე მნიშვნელოვნად ნაკლებია, რადგანაც არ საჭიროებს ძვირადღირებული აპარატურული კომპონენტების გამოყენებას და დამატებითი აპლიკაციების დაყენებას. გარდა ამისა, გამორთვის შემდეგ მოწყობილობა არ ინახავს არანაირ მონაცემს, რაც ამცირებს კონფიდენციალური ინფორმაციის გაჟონვის რისკს. 

image.jpeg 

Portable Monitor 150BW. ფოტოს წყარო: Ricoh/Amazon 

როგორც Nikkei Asian Review აცხადებს, მაღალსიჩქარიანი 5G ქსელებთან დაკავშირებული ტექნოლოგიების განვითარება პერსპექტივაში ხელს შეუწყობს სმარტფონების არსებითად ანაცვლებას - მსგავსი უსადენო დისპლეები შესაძლებელია დაუკავშირდეს „ვირტუალურ სმარტფონებსქლაუდზე. შესაბამისი პროტოტიპის შექმნას Team S-ის გუნდი მიმდინარე წელს აპირებს. 

თუმცა, რაზეც არ უნდ საუბრობდნენ დეველოპერები, მოწყობილობა არც ისე დაბალბიუჯეტურია - ფასით იგი ბევრ პლანშეტს აღემატება მიუხედავად იმისა, რომ არ აქვს შესაბამისი აპარატურა. უსადენო მონიტორის ფასი 610-დან 690-მდე აშშ დოლარს შეადგენს. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.