Jump to content

Intel გამოუშვებს 144-ბირთვიან Xeon Sierra Forest პროცესორებს 2024 წელს


Recommended Posts

უახლესი ვებინარის დასასრულს, რომელიც მონაცემთა ცენტრებისა და ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიებს ეძღვნებოდა, კომპანია Intel-მა გააზიარა Xeon პროცესორების განვითარების უახლოესი გეგმები. 2025 წლამდე კომპანია აპირებს გამოუშვას სასერვერო დონის პროცესორების რამდენიმე ახალი სერია. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Intel 

მიმდინარე წლის მეოთხე კვარტალში კომპანია გამოუშვებს მე-5 თაობის Xeon Scalable პროცესორებს, კოდური სახელწოდებით Emerald Rapids. ისინი გახდება Sapphire Rapids პროცესორების სერიის პირდაპირი მემკვიდრეები. ღონისძიების ფარგლებში Intel-მა წარადგინა Emerald Rapids პროცესორის მოდელი სახელის გარეშე. იგი შედგება ორი ძირითადი და ერთი დამხმარე ჩიპლეტისგან. 

image.jpeg 

ქლაუდ გამოთვლებისთვის განკუთვნილი, Zen 4c არქიტექტურაზე დამყარებული სამომავლო AMD EPYC Bergamo პროცესორთან კონკურენციისთვის კომპანია Intel 2024 წლის პირველ ნახევარში გამოუშვებს Xeon ჩიპებს კოდური დასახელებით Sierra Forest. AMD EPYC Bergamo-ში წარმოდგენილი იქნება 128-მდე გამომთვლელი ბირთვი. 

image.jpeg 

Xeon Sierra Forest-ში მოცემული იქნება 144-მდე გამომთვლელი ბირთვი. ამასთან, Xeon სერიის ამ ჩიპებში პირველად იქნება გამოყენებული ენერგოეფექტური E-ბირთვები. კომპანიამ განაცხადა, რომ Sierra Forest-ზე მუშაობა დაგეგმილი გრაფიკის მიხედვით მიმდინარეობს. ამ პროცესორების წარმოებისას გამოყენებული იქნება ტექნოპროცესი Intel 3. 

image.jpeg 

Sierra Forest და Granite Rapids პროცესორებში გამოყენებული იქნება ერთი და იგივე პლატფორმა კოდური დასახელებით Birch Stream. Granite Rapids ჩიპები Sierra Forest-ის გამოსვლიდან მალევე უნდა გამოვდეს. ისინი მიკუთვნებული იქნება Xeon Scalable პროცესორების მეექვსე თაობას. 

image.jpeg 

image.jpeg 

Intel-მა განაცხადა, რომ პლატფორმა Granite Rapids უზრუნველყოფს DDR5 ოპერატიული მეხსიერების 1.5 ტბ/სთ სიჩქარეს, რაც 80%-ით მეტია ამჟამინდელ სასერვერო გადაწყვეტილებასთან შედარებით. კომპანიამ ასევე დაადასტურა, რომ Granite Rapids-ზე მხარდაჭერილი იქნება DDR5-8800 ოპერატიული მეხსიერება MCR (Multiplexer Combined Ranks) რეჟიმში. ტექნოლოგია MCR გულისხმობს დამატებითი „ფენის“ გამოყენებას RAM-სა და პროცესორს შორის მონაცემთა ბუფერის სახით. 

image.jpeg 

2025 წელს Intel გამოუშვებს Clearwater Forest სერიის პროცესორებს. ისინი იქნება Sierra Forest სერიის პირდაპირი მემკვიდრეები და მათშიც გამოყენებული იქნება ენერგოეფექტური ბირთვები. Clearwater Forest ჩიპების წარმოება მოხდება Intel 18A ტექნოპროცესით. ეს იქნება პირველი Xeon პროცესორები, რომლებიც ხსენებული ტექნოლოგიური პროცესის მიხედვით იქნება გამოშვებული. 

 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.