Magdalena Posted March 30, 2023 Share Posted March 30, 2023 Apple-მა ცოტა ხნის წინ გამოუშვა რელიზისწინა iOS 16.4 ვერსია, რომელშიც მითითებულია ახალი უსადენო ყურსასმენი AirPods კოდური დასახელებით A3048 და მისი ახალი ქეისი (მოდელი A2968). როგორც TF Securities-ის ცნობილმა ანალიტიკოსმა Ming-Chi Kuo-მ განაცხადა, საუბარი შესაძლოა ეხებოდეს ყურსასმენ AirPods Pro 2 ვერსიას, რომლის ქეისი USB-C პორტით იქნება წარმოდგენილი - აქტუალურ მოდელს, რომლის დებიუტი გასულ წელს შედგა, საფირმო Lightning კონექტორი აქვს. ახალი ყურსასმენის მასობრივი მიწოდების დაწყება მოსალოდნელია 2023 წლის მეორე ან მესამე კვარტლიდან. ფოტოს წყარო: GSMArena.com USB-C-ს მქონე AirPods Pro 2 ვერსიის სხვა დეტალები ანალიტიკოსს არ გაუზიარებია, ამიტომ ჯერ გაურკვეველია არის თუ არა ეს იგივე AirPods Pro 2, რომელსაც მოყვება USB-C დამტენი ქეისი, თუ არის სრულიად ახალი მოდელი აპარატულ ნაწილში დამატებითი გაუმჯობესებებით. ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ მიმდინარე წელს Apple-მა უნდა გამოუშვას iPhone 15 სერიის სმარტფონები, რომლებშიც საბოლოოდ იტყვის უარს Lightning კონექტორზე და გამოიყენებს USB-C პორტს. Kuo-ს თქმით, Apple ამჟამად არ გეგმავს AirPods 2-ისა და AirPods 3-ის გამოშვებას USB-C პორტით, ამიტომ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ AirPods Pro 2 შესაძლოა იყოს Apple-ის პირველი TWS ყურსასმენი, რომელსაც Lightning-ის ნაცვლად USB-C კონექტორი ექნება. https://tinyurl.com/yc4rhz9r Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.