Jump to content

Tesla-ს გერმანული ქარხანა ელექტრომობილების წარმოების საპროექტო მოცულობაზე გავიდა - 5 ათასი ავტომობილი კვირაში


Recommended Posts

2021 წლის ბოლოს ბერლინის მიმდებარედ არსებულმა Tesla-ს ქარხანამ დაიწყო Model Y მოდელის აწყობა, მაგრამ მომხმარებლებმა ადგილობრივი წარმოების მანქანების მიღება მხოლოდ 2022 წლის აპრილიდან დაიწყეს. ამჟამად, თითქმის ერთი წლის შემდეგ, Tesla-ს გერმანული საწარმო ყოველკვირეულად 5 ათას ელექტრომობილს უშვებს, რაც წლიური 250 ათასი ერთეულის წარმოების შესაძლებლობას იძლევა.  

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Tesla, Twitter 

მ მნიშვნელოვანი ეტაპის მიღწევის შესახებ კომპანიამ გასულ კვირას განაცხადა Twitter-ის მეშვეობით. თავდაპირველად იგეგმებოდა, რომ ამ მოცულობაზე Tesla 2022 წლის ბოლოსთვის გავიდოდა, მაგრამ კომპონენტების მიწოდების ხარვეზებმა მითითებულ ვადაში მიღწევას ხელი შეუშალა. კომპანიას გერმანიაში ყოველწლიურად 500 ათასი ელექტრომობილის წარმოების ნებართვა გააჩნია, ამიტომ Tesla-ს შეუძლია ამ პლატფორმაზე გაზარდოს Model Y-ის წარმოების მოცულობა, ან ასორტიმენტში დაამატოს კიდევ ერთი მოდელი. უახლოეს დროში ეს შეიძლება იყოს Tesla Model 3 თუ გავითვალისწინებთ Tesla-ს განზრახვას - დაიწყოს ელექტრომობილების აწყობა ახალ, უფრო იაფ პლატფორმაზე მექსიკაში მშენებარე საწარმოში. არ არის გამორიცხული, რომ მოხდეს მოდელების ასორტიმენტის უნიფიკაცია ჩრდილოამერიკულ პლატფორმასთან. 

მიღწეულ შედეგზე Tesla არ შეჩერდება, რადგან ცოტა ხნის წინ მან განაცხადი შეიტანა გერმანიაში წარმოებული ელექტრომობილების წელიწადში 1 მილიონ ერთეულამდე გაზრდის ნებართვასთან დაკავშირებით. ამისთვის მას მოუწევს ქარხნების მიერ დასაკავებელი ტერიტორიების გაფართოება და დამატებით ყველა სამშენებლო პროექტის შეთანხმება ადგილობრივ ხელისუფლებას და გარემოსდაცვით ორგანიზაციებთან. როგორც მშენებლობის პირველი ეტაპების პრაქტიკამ აჩვენა, გერმანიაში ეს პროცესები დიდი სირთულეებით მიმდინარეობს. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.