Jump to content

MSI-მ წარადგინა Creator სერიის მობილური სამუშაო სადგურები Intel Raptor Lake ჩიპებით და პროფესიონალური NVIDIA RTX ვიდეო ბარათებით


Recommended Posts

კომპანია MSI-მ წარადგინა ლეპტოპები CreatorPro M16, CreatorPro Z17 HX Studio, CreatorPro Z16 HX Studio და CreatorPro X17 HX. ყველა მათგანში მოცემულია Intel Raptor Lake-H/HX სერიის პროცესორები, აგრეთვე Ada Lovelace არქიტექტურაზე აგებული NVIDIA RTX სერიის პროფესიონალური დისკრეტული ვიდეო ბარათების უახლესი მოდელები.  

image.jpeg 

ფოტოს წყარო: MSI 

ლეპტოპ CreatorPro M16-ში მოცემულია პროცესორები 14-ბირთვიანი, 5 გჰც Intel Core i7-13700H-ის ჩათვლით. CreatorPro Z17 HX Studio და CreatorPro Z16 HX Studio მოდელებში მოცემული იქნება 24-ბირთვიანი Core i9-13950HX სიხშირით 5.5 გჰც, უფროს მოდელ CreatorPro X17 HX-ს კი ექნება 24-ბირთვიანი Core i9-13980HX პროცესორი 5.6 გჰც სიხშირით - ეს გახლავთ Intel-ის ყველაზე მძლავრი მობილური პროცესორი ამჟამად. 

image.jpeg 

CreatorPro X17 HX-ში მოცემულია 128 გბ DDR5 ოპერატიული მეხსიერება, აგრეთვე არჩევანის საშუალება ერთ PCIe 5.0 NVMe SSD-სა და ორ PCIe 4.0-ს შორის, დანარჩენ ლეპტოპებს ექნება 64 გბ-მდე ამავე სტანდარტის ოპერატიული მეხსიერება. CreatorPro M16 მოდელს აქვს PCIe 4.0 სტანდარტის ორი SSD, CreatorPro Z17 HX Studio-სა და CreatorPro Z16 HX Studio-ს კი - თითო PCIe 5.0 კონექტორი SSD-ისთვის. 

image.jpeg 

გრაფიკული ქვესისტემის სახით CreatorPro M16 ხელმისაწვდომია პროფესიონალური ვიდეო ბარათი NVIDIA RTX 3000 ან NVIDIA RTX 2000 8 გბ მეხსიერებით, ან NVIDIA RTX A1000 6 გბ. CreatorPro Z17 HX Studio და CreatorPro Z16 HX Studio მოდელებში მოცემულია გრაფიკული ამაჩქარებლები NVIDIA RTX 3000 ან NVIDIA RTX 2000, ხოლო მოდელ CreatorPro X17 HX-ში წარმოდგენილი იქნება პროფესიონალური ვიდე ბარათი NVIDIA RTX 3500 12 გბ მეხსიერებით. 

image.jpeg 

სხვა მოდელების ფონზე უფროსი CreatorPro X17 HX გამოირჩევა 17.3-დუიმიანი დისპლეით, რომლის გაფართოებაა 3840 × 2160 პიქსელი, აქვს Mini-LED განათება, 144 ჰერცი კადრის განახლების სიხშირე, 100%-იანი DCI-P3 ფერთა გამა და VESA DisplayHDR1000 სერტიფიკაცია. მოდელ CreatorPro Z17 HX Studio-ს აქვს 17-დუიმიანი სენსორული ეკრანი გაფართოებით 2560 × 1600 პიქსელი, 165 ჰერცი კადრის განახლების სიხშირე, 100%-იანი DCI-P3 და MSI Pen2 ელექტრონული ფანქრის მხარდაჭერა. CreatorPro Z16 HX Studio-ს აქვს 16-დუიმიანი ეკრანი გაფართოებით 2560 × 1600 პიქსელი, კადრის განახლების სიხშირე 120 ჰერცი, 100%-იანი DCI-P3 ფერთა გამა, ხოლო CreatorPro M16 მოდელის შემთხვევაში ხელმისაწვდომია ორი ვარიანტი: 16-დუიმიანი ეკრანის მქონე მოდელი 2560 × 1600 ან 1920 × 1080 პიქსელი გაფართოებით. მეორე მათგანის შემთხვევაში მითითებულია 144 ჰერცი კადრის განახლების სიხშირე. 

MSI CreatorPro M16, CreatorPro Z17 HX Studio, CreatorPro Z16 HX Studio და CreatorPro X17 HX ლეპტოპების დეტალური მახასიათებლები: 

image.pngimage.pngimage.pngimage.png 

CreatorPro Z17 HX Studio, CreatorPro Z16 HX Studio და CreatorPro X17 HX მოდელების შემთხვევაში მითითებულია რამდენიმე Thunderbolt 4 (USB Type-C პორტი DisplayPort-ის ალტერნატიული დამუხტვის ფუნქციებით) ინტერფეისის არსებობა. CreatorPro M16 მოდელს აქვს კლავიატურა კლავიშების ერთფერიანი განათებით, დანარჩენ ლეპტოპებში კი წარმოდგენილია SteelSeries კლავიატურა თითოეული კლავიშის ინდივიდუალური RGB განათებით. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.