Jump to content

Apple-მა გასულ კვარტალში Samsung-ს გაუსწრო და გახდა სმარტფონების უდიდესი მომწოდებელი მსოფლიოში


Magdalena

Recommended Posts

ნალიტიკურმა სააგენტო Counterpoint Research-მა შეაჯამა გასული წლის მეოთხე კვარტალი სმარტფონების ბაზარზე. აღმოჩნდა, რომ უპირობო ლიდერი ამჟამად კომპანია Apple-ია, რომელმაც ამ პოზიციაზე მთავარი კონკურენტი - სამხრეთკორეული Samsung ჩაანაცვლა. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: lukgehr/unsplash.com 

2022 წლის მეორე და მესამე კვარტალში Apple-ის გლობალური წილი მხოლოდ 16%-ს შეადგენდა, თუმცა მეოთხე კვარტალში 23%-მდე გაიზარდა, ცხადია, iPhone 14 სერიის საშემოდგმო პრემიერის ხარჯზე. ცნობილია, რომ ლიდერების ხუთეულში კვარტალური ზრდა დააფიქსირეს მხოლოდ Apple-მა და Oppo-მ, რომელთა მიწოდების მოცულობა 42% და 4%-ით გაიზარდა, შესაბამისად. 

პარალელურად, Samsung-ის სმარტფონების მიწოდების მოცულობა ხსენებულ კვარტალში მნიშვნელოვნად შემცირდა და წილმა შეადგინა ბაზრის 15% - წილი შემცირდა 16%-ით წლის ჭრილში და 9%-ით - კვარტალური გამოთვლით 58.3 მილიონ ერთეულამდე. აღსანიშნავია, რომ სტატისტიკა მნიშვნელოვნად განსხვავდება რეგიონების მიხედვით. ჩრდილოეთ ამერიკაში Apple უდავო პირველ ადგილს იკავებს 57%-ით, ევროპაში Samsung ლიდერობს 31%-ით, ახლო აღმოსავლეთსა და აფრიკაში Apple ხუთეულშიც კი არ შედის, ხოლო ლათინურ ამერიკაში კომპანია მეოთხე ადგილს იკავებს. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Counterpoint Research 

მთლიანობაში 2022 წელი სმარტფონების ბაზრისთვის წარუმატებელი აღმოჩნდა, რადგან ჯამური მიწოდების მოცულობა 12%-ით, 1.2 მილიარდ ერთეულამდე შემცირდა - ეს გახლავთ ყველაზე დაბალი მაჩვენებელი 2013 წლის შემდეგ. ამასთან, ყველაზე დიდი ვარდნა დაფიქსირდა მეოთხე კვარტალში - მიწოდების მოცულობა შემცირდა 19%-ით 302.6 მილიონ გაჯეტამდე. 

ღსანიშნავია, რომ Apple-ის წილი სმარტფონების საერთო რიცხვში Android-თან შედარებით ჯერ კიდევ მცირეა, თუმცა პრემიუმ-სეგმენტში კომპანია აბსოლუტური ლიდერია. მთელი 2022 წლის შეჯამებით იგი იკავებს ბაზრის 75%-ს და უსწრებს Samsung-ს - თუმცა კომპანია 2021 წელს ამ ნიშაში 70%-ზე მეტს ფლობდა. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.