Jump to content

Samsung-მა ფლაგმანების მსგავსად შეწყვიტა დაბალბიუჯეტური სმარტფონების დამტენებით დაკომპლექტება


Recommended Posts

როდესაც Apple-მა შვიდი წლის წინ iPhone-ში აუდიოკონექტორი გააუქმა, სმარტფონების ბევრმა მწარმოებელმა ეს გადაწყვეტილება სასაცილოდ მიიჩნია, მაგრამ მალე 3.5-მილიმეტრიანი აუდიოკონექტორი მათი გაჯეტებიდანაც გაქრა. იგივე ხდება კომპლექტში შემავალ დამტენ მოწყობილობებთან დაკავშირებითაც - Apple-ის მსგავსად ბევრმა ვენდორმა ამოიღო დამტენები თავიანთი ფლაგმანების შეფუთვებიდან. კომპანია Samsung-მა, როგორც ჩანს, მსგავსი პრაქტიკა დაბალბიუჯეტურ მოდელებზეც გაავრცელა. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: twitter.com/AhmedQwaider888 

ინტერნეტ ინფორმატორ Ahmed Qwaider-ის მონაცემებით, რომელმაც Twitter-ზე გამოაქვეყნა Samsung Galaxy A14-ის შეფუთვის ფოტოები, დაბალბიუჯეტური მოდელი წარმოდგენილია დამტენი მოწყობილობის გარეშე - არც ისე საუკეთესო მახასიათებლით, რომელიც ფლაგმანებთან მიმართებაში გამოიყენებოდა. ყუთის ზომიდან გამომდინარე მასში სმარტფონისა და დოკუმენტაციის გარდა მხოლოდ USB Type-C სადენისთვის თუ იქნება ადგილი დარჩენილი - სხვა ნივთისთვის სივრცე ფიზიკურად არ არი. აღსანიშნავია, რომ ჩინური ბრენდები ამდრომდე აკომპლექტებენ დამტენებით დაბალ და საშალობიუჯეტურ სმარტფონებს, ზოგიერთი კომპანია კი - ფლაგმანებსაც. 

ვენდორები აცხადებენ, რომ სმარტფონების დამტენის გარეშე მიწოდების გადაწყვეტილება აიხსნება ნარჩენების შემცირების მიზნით, მაგრამ მათი უმეტესობა დამტენებს ცალკე შეფუთვებში ყიდის, რაც ირიბად ხელს უწყობს გარემოს დაბინძურებას. ამავე დროს კომპანიები მოგებას ნახულობენ იმის ხარჯზეც, რომ სმარტფონები მოცემულია უფრო კომპაქტურ ყუთებში - შესაბამისად, სატრანსპორტო კონტეინერებში მეტი ერთეული ეტევა, რისი წყალობით თვალშისაცემად მცირდება მიწოდების ღირებულება. ამავდროულად, კომპანიები ცალკე შემოსავალს იღებენ დამტენების გაყიდვით. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: twitter.com/AhmedQwaider888 

Galaxy A14 4G-ს პრემიერა გასულ თვეში შედგა. გარკვეულ ბაზრებზე დასტურდება ინფორმაცია, რომ სმარტფონს მოყვება მხოლოდ ინსტრუქცია და დამტენი სადენი დამტენი მოწყობილობის გარეშე. თუმცა არ არის გამორიცხული, რომ გამოდიოდეს კომპლექტაციის ორი ვარიანტი - ზოგ პლატფორმაზე წარმოდგენილია მოდელები, რომელთა აღწერაში შედის დამტენი მოწყობილობაც. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.