Jump to content

ანალიტიკოსებმა გაზარდეს Intel-ის აქციების რეიტინგი, რადგან იგი აღარ უთმობს პოზიციებს AMD-ს


Recommended Posts

Intel-ის ხელმძღვანელობა ამტკიცებს, რომ გასულ წელს კომპანიამ შეძლო პოზიციების გამყარება ბაზრის სამომხმარებლო სეგმენტში და არსებული და სამომავლო პროცესორების ასორტიმენტი მიმდინარე წელს მინიმუმ წარმატების გამყარების მოლოდინს იძლევა. Susquehanna-ს ექსპერტებიც ფიქრობენ, რომ სამომხმარებლო სეგმენტში Intel-მა შეწყვიტა ადგილის დათმობა AMD-სთვის. ამ ფონზე Intel-ის აქციების რეიტინგი უარყოფითიდან ნეიტრალურამდე გაიზარდა. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Adobe Stock 

Intel-ის ამჟამინდელი პროდუქტების ხაზი პერსონალური კომპიუტერების სეგმენტში, ანალიტიკური ჩანაწერის ავტორების აზრით, საუკეთესოდ ახდენს კომპანიის პოზიციონირებას ბაზარზე. გარდა ამისა, Intel ინარჩუნებს კარგი წარმადობის დისციპლინას ახალი კომპონენტების გამოშვების სიხშირის სფეროში. პანდემიით გამოწვეული პროცესორების ჭარბი წარმოების შედეგებზე საუბრისას Susquehanna-ს წარმომადგენლები ფიქრობენ, რომ Intel-ისთვის კრიზისის ყველაზე უარესი ეტაპი უკვე გავლილია. 

Mercury Research-ის მონაცემებით გასული წლის მეოთხე კვარტალში პერსონალური კომპიუტერებისთვის განკუთვნილი პროცესორების მიწოდების მოცულობა შემცირდა როგორც Intel-ის, ისე AMD-ის შემთხვევაში, თუმცა წლიური შედარების კუთხით AMD-მ მოახერხა წილის 4.7%-ით გაზრდა 18.6%-მდე - Intel-ის წილი სამომხმარებლო სეგმენტში 81.4%-ს შეადგეს. ლეპტოპებისთვის განკუთვნილი პროცესორების სეგმენტში AMD-ის წილი წლიურ ჭრილში 5.1%-ით 16.4%-მდე შემცირდა.  

თუმცა, მოკლევადიან პერსპექტივაში Intel-ისთვის გარკვეული რისკები რჩება მონაცემთა ცენტრის სეგმენტში, განსაკუთრებით აზიის ბაზარზე, მაგრამ ბიზნესმა დასტაბილურება დაიწყო კომპიუტერების სეგმენტში. ამგვარმა კომენტარებმა, როგორც ჩანს, ხელი შეუწყო კომპანიის აქციების ამჟამინდელ 6.23%-ით გამყარებას. საერთო ჯამში წლის დასაწყისიდან აქციების ფასი 13%-ით გაიზარდა, თუმცა 12 თვის რეტროსპექტივაში 35%-ზე მეტად დაიკლო ღირებულებამ. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.