Jump to content

Glassnode: ამერიკული ბანკების კოლაფსმა მოთხოვნა დააბრუნა Bitcoin-ზე


Recommended Posts

image.jpeg 

ბანკების, Silvergate, SVB და SBNY, საქმიანობის შეწყვეტამ გამოიწვია დროებითი ტურბულენტობა Stablecoin-ებში და დაადასტურა სატოში ნაკამოტოს გადაწყვეტილების მნიშვნელობა Bitcoin-ის შექმნის შესახებ - წერს Glassnode. 

Stablecoin-ების სეგმენტში ზემოაღნიშნული ფინანსური ინსტიტუტებისთვის საფრთხის შესახებ სიახლემდე 11-12 მარტის პერიოდში მნიშვნელოვანი გადახრა მოხდა USDC, DAI, FRAX, USDP, USDD და GUSD კოინების კურსებში აშშ დოლართან პარიტეტისგან. 

Circle, Coinbase-თან ერთად, არის კონსორციუმ Centre-ის ნაწილი, რომელიც USDC-ის ემიტენტია. 11 მარტს კომპანიამ განაცხადა, რომ ფლობს აქტივის სარეზერვო უზრუნველყოფის ნაწილს (3.3 მლრდ აშშ დოლარი) SVB-ში. 

Depeg”-ი პირველად დაფიქსირდა 2022 წელს UST-ის კოლაფსის შემდეგ. USDC-ისა და DAI-ს კოტირებები შემცირდა 0.88 და 0.89 აშშ დოლარამდე, ხოლო BUSD-მა და USDT-მ კი შექმნეს პარიტეტული პრემია 1% და 3% მოცულობით, შესაბამისად. 

image.png 

წყარო: Glassnode. 

ანალიტიკოსებმა აღნიშნეს, რომ 2022 წლის ოქტომბრიდან USDC-მ შეინარჩუნა ბაზრის წილი 30-33%-ის ფარგლებში. 13 მარტიდან Stablecoin-ის ფიატად კონვერტირების შესაძლებლობის განახლება საშუალებას მოგვცემს შევაფასოთ ამ მაჩვენებლის სტაბილურობა. 

სპეციალისტებმა ასევე აღნიშნეს BUSD-ის წილის შემცირება 16.6%-დან ამჟამინდელ 6.8%-მდე, Binance-ის პარტნიორ Paxos-ზე მარეგულირებლების ზეწოლის ფონზე. USDT გაიზარდა 57.8%-მდე. 

„ირონიაა ის, რომ Tether უსაფრთხო თავშესაფრის აქტივად აღიქმება Stablecoin-ებს შორის გავრცელებული საფრთხის შიშის გამო. ეს უკანასკნელი მოდის აშშ-ის მკაცრად რეგულირებული საბანკო სექტორიდან“, - აცხადებენ ანალიტიკოსები. 

image.png 

წყარო: Glassnode. 

SVB-ის კრახის ფონზე Bitcoin-სა და Ethereum-ზე მოთხოვნა გაიზარდა. ამას თან ახლდა მონეტების გატანა ცენტრალიზებული პლატფორმებიდან, რამაც გაიმეორა  FTX-ის კოლაფსის დროს არსებული ინვესტორების ქცევის ნიმუში. 

ბოლო დღეებში კაპიტალიზაციით პირველი და მეორე უმსხვილესი კრიპტოვალუტის ბალანსები მათი ხელმისაწვდომი მიწოდების შესაბამისად 0.144% და 0.325%-ით შემცირდა. გადინების მთლიანმა მაჩვენებელმა ყოველთვიურად 5.9 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა. 

Bottom of Form 

 

image.png 

წყარო: Glassnode. 

ღირებულების თვალსაზრისით ინვესტორებმა გაიტანეს 1.8 მლრდ აშშ დოლარის Bitcoin და Ethereum. წინა მსგავს ეპიზოდებთან შედარებით ღირებულება გაცილებით მცირე აღმოჩნდა, რაც ბაზრის მონაწილეთა ნდობის ერთგვარი ნიშანია, ხაზგასმით აღნიშნეს ექსპერტებმა. 

image.png 

წყარო: Glassnode. 

ანალიტიკოსებმა ასევე დააფიქსირეს USDT-ისა და USDC-ის შემოდინება ბირჟებში ყოველთვიური ტემპით 1.5 მილიარდიდან 2.3 მლრდ აშშ დოლარამდე, რაც ნაკლებია BUSD-ის გადინების მაჩვენებელზე (~ 6.8 მლრდ აშშ დოლარი), რაც მიუთითებს „Stablecoin-ებზე გადასვლაზე“. 

„ბაზარმა, როგორც ჩანს, რეაგირება მოახდინა Stablecoin-ების შემოდინებაზე და ბირჟებიდან Bitcoin-ისა და Ethereum-ის გატანაზე. ეს ასახავს ინვესტორების მხრიდან უფრო მაღალ შეფასებას სანდო კრიპტოვალუტების არაკასტოდიალურ შენახვის მიმართ“ - დაასკვნეს სპეციალისტებმა.  

image.png 

წყარო: Glassnode. 

შეგახსენებთ, რომ 13 მარტის ღამეს Bitcoin-ის ფასმა 24 000 აშშ დოლარს გადააჭარბა. 

მანამდე CoinShares-ის ანალიტიკოსებმა დააფიქსირეს თანხების რეკორდული გადინება კრიპტოფონდებიდან. 

Link to comment
Share on other sites

ეხლა ესეთი სიტუაციაა კრიპტობაზარზე: 3 ბანკის გაბანკროტებამ პანიკ სეილი გამოიწვია ბიტკოინის, რის შემდეგაც 24000$-ან საკმაოთ მალე 19500$-მდე დაეცა კურსი, მაგის შემდეგ ბაიდენი გამოვიდა და ინვესტორებს დაპირდა რომ არავინ არ დაზარალდებოდა ბანკის კლიენტებიდან, მაგან გამოიწვია დიდი თანხების სწრაფათ დაბრუნება კრიპტოში, მოკლეთ სულ რაღაც რამდენიმე დღეში კურსი 19500$-ან ავარდა ფაქტიურათ 28000$ რაზეც 2022 წლის 12 ივნისის შემდეგ აღარც ყოფილა არცერთხელ ასული, ეხლაც ძალზე გაძლიერებულია თუმცა ჩამოცდა დღეს 27000$ კურსი, აი აქციებს არაფერი არ შველის, დოუ ჯონსი იყო უკვე 31500 ჩამოსული და შეიძლება კიდე უფრო დაეცეს, ხო პარარელურათ ძალიან მაღლა ავიდა ოქროს კურსიც, მაგანაც ხელი შეუწყო მაგხელაზე რომ გაეზარდათ ბიტკოინი, ოქროა ეხლა 1990$ ატმეტკაზე გაჩერებული და ვატყობ შემდეგ კვირას გაცდება 2000$ ალბათ უკვე, მაგრამ ოქრომ თუ სწრაფათ დაიწყო დაცემა ბიტკოინიც დაეცემა ეგეთივე პროპორციებით, მაგალითათ 1810$ უკვე უჭირდა ბიტკოინს მაგ ბანკების გაბანკროტებამდეც და 23000$ ზევით ვეღარც აჩერებდენ, ანუ 1850$ ოქროს კურსზე ისევ შეიძლება 25000$ ჩამოცდეს ბიტკოინიც

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.