Magdalena Posted March 17, 2023 Share Posted March 17, 2023 კომპანია Vivo-მ წარადგინა სმარტფონი iQOO Z7i, რომელიც გახდა პირველი მოდელი MediaTek-ის ერთკრისტალიანი პლატფორმა Dimensity 6020-ით. 7-ნანომეტრიანი ჩიპი განკუთვნილია ახალი თაობის საწყისი დონის 5G სმარტფონებისთვის. ფოტოს წყარო: iQOO მობილურ პლატფორმა Dimensity 6020-ს აქვს რვაბირთვიანი CPU ორი Cortex-A76 ბირთვით (2.2 გჰც სიხშირე) და ექვსი Cortex-A55 ბირთვით (2 გჰც), აგრეთვე გრაფიკული ამაჩქარებელი Mali-G57. ახალ ჩიპსეტს აქვს LPDDR4X ოპერატიული და UFS 2.2 ფლეშ-მეხსიერების მხარდაჭერა, აგრეთვე გააჩნია ISP-პროცესორი, რომელსაც შეუძლია 64 მეგაპიქსელამდე გაფართოების კამერებთან მუშაობა. გარდა ამისა, პლატფორმაზე მხარდაჭერილია 120 ჰერცი კადრის განახლების სიხშირის მქონე ეკრანებთან ფუნქციონირება. რაც შეეხება უშუალოდ iQOO Z7i-ს, სმარტფონს აქვს 6.51-დუიმიანი LCD-დისპლეი 720p გაფართოებით, 128 გბ მუდმივი მეხსიერება (შესაძლებელია გაფართოება ბარათით), აგრეთვე 4, 6 ან 8 გბ ოპერატიული მეხსიერება ვერსიის შესაბამისად. სმარტფონის უკანა პანელზე განთავსებულია ორი კამერა - ერთი 13-მეგაპიქსელიანი სენსორი f/2.2 დიაფრაგმით და 2-მეგაპიქსელიანი მაკრო-მოდული (f/2.4). სელფი-კამერა 5-მეგაპიქსელიანია. სმარტფონი მუშაობს ოპერაციულ სისტემა Android 13-ზე პროგრამულ უზრუნველყოფა OriginOS Ocean-თან ერთად. ბატარეის მოცულობა შეადგენს 5000 მა/სთ-ს და აქვს 15-ვატიანი სწრაფი დამუხტვის მხარდაჭერა. ფოტოს წყარო: iQOO სმარტფონები ხელმისაწვდომია შავ და ლურჯ ფერებში - Moon Shadow Black და Ice Lake Blue, შესაბამისად. 4/128 გბ ვარიანტი ღირს 137 აშშ დოლარი, 6/128 გბ ვარიანტი - 145$, ხოლო 8/128 გბ მოდელი - 160$. https://tinyurl.com/2p85tawu Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.