Jump to content

AMD გამოუშვებს "მსოფლიოში ყველაზე სწრაფ მობილურ პროცესორს" – 16-ბირთვიან Ryzen 9 7945HX-ს


Recommended Posts

წლის დასაწყისში AMD-მ წარადგინა Dragon Range სერიის პროცესორები Ryzen 7045HX მაღალი წარმადობის გეიმინგ ლეპტოპებისა და მობილური სამუშაო სადგურებისთვის. „მსოფლიოში ყველაზე მაღალი წარმადობის მობილური პროცესორი Ryzen 9 7945HX ამჟამად შეძენისთვის ხელმისაწვდომია, განაცხადა AMD-ს წარმომადგენელმა Jason Banta-მ. Dragon Range სერიაში შედის ოთხი მოდელი, რომელთაგან Ryzen 9 7945HX ყველაზე მაღალი წარმადობისაა: აქვს 16 ბირთვი 5.4 გჰც ტაქტის სიხშირით. სხვა მოდელებს შორისაა 12-, 8- და 6-ბირთვიანი ვარიანტები - ყველა მათგანის მაქსიმალური ტაქტის სიხშირე აღემატება 5.0 გჰც-ს ან მისი ტოლია. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Guru3D და AMD, YouTube 

ზოგიერთ სავაჭრო პლატფორმაზე უკვე გამოჩნდა AMD Ryzen 9 7945HX-ზე დამყარებული, ASUS-ის პირველი ლეპტოპები, რომლებიც წარმოდგენილია სხვადასხვა კონფიგურაციის სახით საფირმო ხაზ ROG-ში, ასეთი მოდელებია Zephyrus Duo 16, Strix SCAR და Strix G17. ფასები 5 ათას აშშ დოლარამდე აღწევს (მობილური NVIDIA GeForce RTX 4090 ბარათის მქონე მოდელი) და ეს არ არის ზღვარი. 

AMD-ის მონაცემებით თამაშებში Ryzen 9 7945HX საშუალოდ 10%-ით სწრაფია 24-ბირთვიან და 32-ნაკადიან Intel Core i9-13950HX-თან შედარებით, ამასთან, მაქსიმალური უპირატესობა, რაც შეიძლება ოფიციალურ გრაფიკზე ვიხილოთ, შეადგენს 45%-ს Rainbow Six Siege-ში, ხოლო Cyberpunk 2077-ში - 32%-ია. AMD-ის მობილური ფლაგმანი აღინიშნა PassMark-ში და AMD რეიტინგში პირველ ადგილზე დააბრუნა, წერს Notebookcheck. Ryzen 9 7945HX-ის Core i9-13980HX-ზე უპირატესობამ მრავალნაკადიან დატვირთვებში 26.6% შეადგინა - 61985 ქულა კონკურენტი ფლაგმანის 48954 ქულის წინააღმდეგ. ერთნაკადიან დატვირთვებში დასაშვებია ფრეს გამოცხადება - AMD-ის პროცესორის ოდნავ მეტი ქულის უპირატესობით. 

image.png 

წყარო: PassMark 

ლეპტოპ ASUS Zephyrus Duo 16-ის (GX650) მიმოხილვა გამოჩნდა YouTube-არხ 普普通通Tony大叔-ზე, რომლის ავტორმა Cinebench R23-ზე მოიპოვა 33446 ქულა მრავალნაკადიან და 1942 ქულა - ერთნაკადიან რეჟიმებში. CG Director-ის მონაცემებით დესკტოპ Ryzen 9 7950X ამ ტესტში აგროვებს დაახლოებით 38165 და 2059 ქულას, შესაბამისად. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.