Magdalena Posted March 16, 2023 Share Posted March 16, 2023 AMD-ის ოფიციალური სლაიდების მიხედვით, რომლებიც Tom's Hardware-ის ხელში აღმოჩნდა, 3D V-Cache მეხსიერების მქონე Ryzen 7 7800X3D-ის გეიმინგ წარმადობა 13-24%-ით მეტია Intel Core i9-13900K-სთან შედარებით. ფოტოს წყარო: AMD შეგახსენებთ, რომ Ryzen 7 7800X3D - ეს არის რვაბირთვიანი და 16-ნაკადიანი პროცესორი 5 გჰც-მდე სიხშირით, რაც 400 მჰც-ით ნაკლებია 3D V-Cache მეხსიერების არმქონე რვაბირთვიან Ryzen 7 7700X მოდელთან შედარებით. Ryzen 7 7800X3D-ის ქეშ-მეხსიერების ჯამური მოცულობა 104 მბ-ს შეადგენს (96 მბ L3). პროცესორის TDP-ის მაჩვენებელი 120 ვატია, რაც 15 ვატით აღემატება Ryzen 7 7700X-ის მაჩვენებელს. თავის მხრივ, Core i9-13900K - ეს არის რიგით მეორე ყველაზე მაღალი წარმადობის Intel Raptor Lake პროცესორი Core i9-13900KS-ის შემდეგ. მას აქვს 24 ბირთვი 32 ვირტუალური ნაკადის მხარდაჭერით და მუშაობს 5.8 გჰც-მდე სიხშირეზე. Intel-ის ჩიპის მაქსიმალური TDP-ის დონე 253 ვატს შეადგენს. AMD-მ Ryzen 7 7800X3D და Core i9-13900K გატესტა DDR5-6000 ოპერატიული მეხსიერების მქონე სისტემებში. გეიმინგ ტესტები ჩატარდა 1080p გაფართოებაზე. მათში მონაწილეობდა ისეთი გეიმინგ პროექტები, როგორებიცაა Rainbow Six Siege, Total War: Three Kingdoms, Red Dead Redemption 2 და Horizon Zero Dawn. Ryzen 7 7800X3D-ის სასარგებლოდ სიჩქარეში სხვაობამ ამა თუ იმ თამაშის მიხედვით შეადგინა 13-დან 24%-მდე. საშუალოდ AMD-ის პროცესორი აღმოჩნდა 19.5%-თ უფრო სწრაფი Intel-ის ჩიპთან შედარებით. თუმცა გასათვალისწინებელია თამაშების მცირე არჩევანი, აგრეთვე ის ფაქტიც, რომ ტესტები ჩაატარა თავად AMD-მ და არა დამოუკიდებელმა მიმომხილველებმა. Tom's Hardware-ის მიხედვით Ryzen 7 7800X3D Horizon Zero Dawn-და და Rainbow Six Siege-ში დაახლოებით 3%-ით ნელია Ryzen 9 7950X3D-სთან შედარებით, რომელსაც აქვს ორი CCD ჩიპსეტი, რომელთაგან ერთი აღჭურვილია 3D V-Cache-ით. გასაკვირი არ იქნება, თუ რეალური სხვაობა გეიმინგ წარმადობაში Ryzen 7 7800X3D-სა და Ryzen 9 7950X3D-ს შორის დამოუკიდებელი შედარების მიმოხილვების მიხედვით არაუმეტეს 5% აღმოჩნდება. ამასთან, უნდა გვახსოვდეს, რომ Ryzen 7 7800X3D 250 აშშ დოლარით იაფია ძველ მოდელზე და 130 დოლარით იაფი - Intel-ის პროცესორთან შედარებით. AMD-ის იმავე ტესტების თანახმად Zen 4 არქიტექტურაზე დამყარებული ახალი Ryzen 7 7800X3D 21-დან 30%-მდე სწრაფია თამაშებში Zen 3 არქიტექტურის მქონე Ryzen 7 5800X3D-სთან შედარებით. პროცესორების შედარება მოხდა ისეთ თამაშებში, როგორიცაა Warhammer Dawn of War II, CS: GO და Dota 2. https://tinyurl.com/5c6925d6 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.