Jump to content

Intel კონფერენცია Vision 2023-ს ხელმძღვანელთან ერთად 9 მაისს გამართავს


Recommended Posts

9 მაისს ღონისძიება Intel Vision აშშ-ში, ორლანდოში გაიმართება. იგი ტრადიციულად დაეთმობა კომპიუტერული ინფრასტრუქტურის თანამედროვე შესაძლებლობებს, ქლაუდ გამოთვლებს, ასევე კომერციულ კომპიუტერულ სისტემებს. Intel გეგმავს საზოგადოებას გაუზიაროს თავისი ხედვა ინდუსტრიის მომავლის შესახებ და გააცნოს უახლესი და მომავალი ტექნოლოგიები. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Intel 

სხვა დაგეგმილ ღონისძიებებთან ერთად 9 მაისს Intel-ის აღმასრულებელი დირექტორი Pat Gelsinger შესავალი სიტყვით გამოვა. ამჟამად გაურკვეველია, მოხდება თუ არა ამ გამოსვლის ტრანსლირება პირდაპირ ეთერში საზოგადოებისთვის, მაგრამ დიდი ალბათობით, კომპანია ჩანაწერს მაინც გააზიარებს. ამ ღონისძიებებზე კომპანიის აღმასრულებლების პრეზენტაციები ხშირად შეიცავს ახალი პროდუქტების ანონსებს, მაგრამ, როგორც წესი, ისინი არ უკავშირდება სამომხმარებლო ბაზარ. 

გასულ წელს Intel Vision 2022-ზე წარდგენილ იქნა კომპანიის გეგმების მიმოხილვა სტრატეგია IDM 2.0-თან (Integrated Device Manufacturing) დაკავშირებით. შედგა მონაცემთა დამუშავების ცენტრებისთვის განკუთვნილი Arctic Sound-M გრაფიკული ამაჩქარებლების ანონსი და წარდგენილ იქნა კომპანიის განახლებული პოლიტიკა პროგრამულ უზრუნველყოფასა და უსაფრთხოების მიმართულებით. 

image.jpeg 

შემდეგი Intel Vision კონფერენციები ტაივანში, შანხაისა და ევროპაში ამ წლის ბოლოს გაიმართება. თუმცა მაისში დაგეგმილი ღონისძიება განსაკუთრებულ ყურადღებას მიიპყრობს. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.