Jump to content

Intel-მა დაასრულა 1.8- და 2-ნანომეტრიანი ტექნოპროცესების განვითარება ყველაზე მოწინავე ჩიპების წარმოებისთვის - ისინი 2024 წელს დაინერგება


Recommended Posts

კომპანია Intel-მა დაასრულა Intel 18A (1.8-ნმ) და Intel 20A (2-ნმ) ტექნოპროცესების შემუშავება, რომლებიც გამოყენებული იქნება მისი სამომავლო პროდუქტების წარმოებაში, ასევე გარე დამკვეთების ჩიპებში, რომლებიც გამოვა საკონტრაქტო პროგრამა Intel Foundry Services-ის (IFS) ფარგლებში. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Intel 

კომპანიის უფროსმა ვიცე-პრეზიდენტმა და Intel-ის ჩინური ქვეგანყოფილების ხელმძღვანელმა Rui Wang-მა გამოაცხადა ჩიპების წარმოების ორი მოწინავე ტექნოპროცესის შემუშავების დასრულება. განვითარების დასრულება არ ნიშნავს იმას, რომ კომპანია უკვე მზად არის აწარმოოს ჩიპები Intel 18A და Intel 20A სტანდარტების მიხედვით. დიდი ალბათობით, ეს მიუთითებს იმაზე, რომ მწარმოებელმა განსაზღვრა მითითებული ტექნპროცესების ყველა მახასიათებელი, მასალები, ტექნიკური მოთხოვნები და ორივე ტექნოლოგიის მოსალოდნელი წარმადობის ინდიკატორები. 

image.jpeg 

Intel 20A ტექნოლოგიის ფარგლებში გამოყენებული იქნება ტრანზისტორების ახალი სტრუქტურა RibbonFET წრიული ჩამკეტით Gate-All-Around (GAA), აგრეთვე კვების ახალი სქემა Back Side Power Delivery (BSPD). მცირე ზომის ტრანზისტორების, ტრანზისტორების ახალი არქიტექტურისა და კვების ახალი მიკროსქემის ერთდროულად დანერგვა Intel-ისთვის სარისკო ნაბიჯია, მაგრამ კომპანია მოელის, რომ Intel 20A ტექნოპროცესი საშუალებას მისცემს გაუსწროს კონკურენტებს, როგორიცაა TSMC და Samsung. Intel ამ ტექნოპროცესის გამოყენებას 2024 წლის პირველ ნახევარში გეგმავს. 

image.jpeg 

მომდევნო ტექნოპროცესი Intel 18A, როგორც მიიჩნევა, დაინერგება იმავე წლის ბოლომდე და ნახევრადგამტარ კომპონენტების ეფექტურობას კიდევ 10%-ით გაზრდის. თავდაპირველად კომპანია 1.8-ნანომეტრიანი ნახევრადგამტარების წარმოებაში აპირებდა ნიდერლანდური კომპანია ASML-ის Twinscan EXE სკანერების გამოყენებას, რომლებიც აღჭურვილია 0.55 NA ოპტიკით. მაგრამ ვინაიდან მან ტექნოპროცესის ბაზარზე ადრე გამოტანა გადაწყვიტა, მოუწევს დაეყრდნოს ამჟამინდელ ნაკლებად მოწინავე 0.33 NA Twinscan NXE სკანერებს. Intel თვლის, რომ მისი 1.8-ნანომეტრიანი საწარმოო ტექნოპროცესი იქნება ბაზარზე ყველაზე მოწინავე. 

ორივე ტექნოპროცესი გამოყენებული იქნება არა მხოლოდ Intel-ის საკუთარი ჩიპების წარმოებისთვის, არამედ Intel Foundry Services (IFS) კონტრაქტული საწარმოო პროგრამის ფარგლებში. კომპანია აცხადებს, რომ ამ ტექნოლოგიური ნოუდებისთვის უკვე ჰყავს 43 პოტენციური დამკვეთი. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.