Jump to content

Apple-მა თითქმის დაასრულა ახალ iMac-ზე მუშაობა, აგრეთვე ამზადებს Mac Pro-ს საფირმო ჩიპზე და ახალ MacBook Air-ს


Magdalena

Recommended Posts

Bloomberg-ის ჟურნალისტი Mark Gurman აგრძელებს ინფორმაციის გაზიარებას Apple-ის გეგმებისა და მიმდინარე საქმიანობის შესახებ. ამჯერად მან ისაუბრა მონობლოკ iMac-ების გამოსვლის მოახლოებაზე, რომლებიც ამჟამად ტესტირების ეტაპს გადიანინსაიდერმა ისაუბრა iOS-ის და iPadOS-ის შემდგომ განახლებაზე, აგრეთვე სხვა სიახლეებზე, რომლებზეც ამჟამად მუშაობს კომპანია. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Apple 

შეტყობინებაში ნათქვამია, რომ ამჟამად ახალი თაობის iMac კომპიუტერი ინჟინრული საკონტროლო გამოცდის ეტაპზეა (engineering validation testing, EVT). მოწყობილობას ექნება კვლავ 24-დუიმიანი დისპლეი ამჟამინდელი თაობის მსგავსად, რომელიც 2021 წლის აპრილში გამოვიდა. აგრეთვე ცნობილია, რომ ახალი iMac-ები წარმოდგენილი იქნება იმავე ფერთა პალიტრაში - გამოვა ლურჯი, ვერცხლისფერი, ვარდისფერი და ნარინჯისფერი კორპუსის მქონე კომპიუტერები. 

ხალი iMac-ები წინამორბედთან შედარებით უფრო მძლავრი იქნება, მათ საფუძვლად დაედება ახალი საფირმო პროცესორი, რომელიც ჩაანაცვლებს ამჟამინდელ თაობაში წარმოდგენილ M1 ჩიპს. შეიცვლება ზოგიერთი შიდა კომპონენტის განლაგება. J433 და J434 კოდური დასახელების მქონე ახალი iMac-ების შემუშავება უკვე გვიან სტადიაზე, თუმცა მოსალოდნელია, რომ მათი სერიული წარმოება სამი თვის ვადაზე ადრე არ დაიწყება, რაც იმას ნიშნავს, რომ ახალი iMac-ების გაყიდვა წის მეორე ნახევრამდე მოსალოდნელი არ არის. 

Gurman-ის ინფორმაციით Apple გეგმავს სამი ახალი Mac კომპიუტერის გამოშვებას გაზაფხული-ზაფხულის პერიოდში. დიდი ალბათობით, ესენი იქნება პირველი 15-დუიმიანი ლეპტოპი MacBook Air (J515), პირველი Mac Pro Apple M-სერიის საფირმო პროცესორით, ასევე 13-დუიმიანი MacBook Air (J513). მიიჩნევა, რომ Mac Pro-ში გამოყენებული იქნება მაღალი წარმადობის პროცესორი M2 Ultra 24 გამომთვლელი და 76 გრაფიკული ბირთვით, ასევე 192 გბ ოპერატიული მეხსიერებით.  

image.jpeg 

ცნობილია, რომ Apple მომავალ iMac-ს შეიმუშავებს იმავე ვადაში, რამდენშიც M3 პროცესორს. არ არის გამორიცხული, რომ სწორედ iMac-ში გამოჩნდება ახალი პროცესორი. ლეპტოპებთან დაკავშირებით ნაკლები რამ არის ცნობილი. თუ რამდენიმე თვეში ბაზარზე გამოვა M2 ჩიპის მქონე MacBook Air მოდელები, ისინ მალე მოძველდება. ასეთ შემთხვევაში 15-დუიმიანმა ვერსიამ შესაძლოა დააინტერესოს მომხმარებლები, თუმცა ახალი 13-დუიმიანი MacBook Air, სავარაუდოდ, ნაკლებად მიმზიდველი იქნება. ამიტომ დასაშვებია ვარაუდი, რომ 13-დუიმიან MacBook Air-ში შესაძლოა წარმოდგენილი იყოს M3, რომელიც ასახავს Apple-ის გადასვლას 3-ნანომეტრიან ჩიპებზე. ამ გადასვლის შედეგად მნიშვნელოვნად გაიზრდება წარმადობა და ენერგოეფექტურობა 

გასულ წელს Apple-მა წარადგინა პროცესორი M2 ყოველწლიურ კონფერენცია WWDC-ზე ივნისში. თუ კომპანია ამ გრაფიკს შეინარჩუნებს, M3 პროცესორისა და განახლებული MacBook Air-ის წარდგენა WWDC 2023-ზე სავსებით ლოგიკური იქნება. შემდეგ, სავარაუდოდ, Apple წარადგენს ახალ iMac-ს M3 ჩიპით 2023 წლის ბოლოს, აგრეთვე MacBook Pro-ს 2024 წელს. M3 ჩიპი ასევე გამოჩნდება OLED-დისპლეის მქონე განახლებულ iPad Pro-ში, რომელიც, როგორც მიიჩნევა, 2024 წლის პირველ ნახევარში უნდა გამოვიდეს. ასევე, გამორიცხული არ არის, რომ 2025 წელს Apple-მა გამოუშვას პირველ MacBook OLED-დისპლეითა და სენსორული მართვის მხარდაჭერით.  

image.jpeg 

მასთან, Apple ატარებს მოწყობილობებისთვის განკუთვნილი ოპერაციული სისტემების ახალი ვერსიების ბეტა-ტესტირებას. დეველოპერებისთვის უკვე ხელმისაწვდომია მეორე ბეტა-ვერსია iOS 16.4 და iPadOS 16.4, რომლებშიც ახალი ფუნქციებია რეალიზებული. მიიჩნევა, რომ ამ განახლებების სტაბილური ვერსიები აპრილში გამოვა. ასევე გრძელდება  WatchOS-ის, TVOS-ისა და MacOS-ის შესაბამისი განახლებების ტესტირება. 

Apple-ის აქციონერთა ყოველწლიური შეხვედრა გაიმართება 10 მარტს. გენერალური დირექტორი ტიმ კუკი და მისი მოადგილეები უპასუხებენ აქციონერების კითხვებს და ისაუბრებენ კომპანიის სიახლეებზე. ასეთ ღონისძიებებში, როგორც წესი, არ ანონსდება ახალი პროდუქტები. ასეთი შეხვედრების ფარგლებში ხშირად საჯაროვდება კომპანიის დირექტორთა საბჭოსთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი ინფორმაცია, მენეჯერების ანაზღაურება, შრომითი ურთიერთობები და ა.შ. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.