Jump to content

Alienware-მა წარადგინა ახალი მექანიკური კლავიატურები, გეიმინგ ჰედსეტი და უსადენო მაუსი


Recommended Posts

კომპანია Dell-ის გეიმინგ ბრენდ Alienware-მა დააანონსა გეიმერებზე ორიენტირებული რამდენიმე ახალ პერიფერიული მოწყობილობა. კერძოდ, წარმოდგენილ იქნა მექანიკური კლავიატურის ორი მოდელი, ორი გეიმინგ ჰედსეტი, აგრეთვე უსადენო გეიმინგ მაუსი Alienware Wireless Gaming Mouse. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Alienware 

მექანიკურ კლავიატურა Alienware Tri-Mode Wireless Gaming Keyboard-ს აქვს კომპიუტერთან დაკავშირების სამი მეთოდი: 2.4 გჰც რადიოარხზე USB Type-C გადამცემის მეშვეობით, Bluetooth 5.1 პროტოკოლით ან სადენის გამოყენებით. კომპლექტში შედის USB Type-A-დან USB Type-C-ზე გადამყვანი სადენი. კლავიატურაში გამოყენებულია Cherry MX Red სვიჩები 100 მლნ დაჭერის რესურსით და აქვს პროგრამირებადი ღილაკები. აშშ-სა და ჩინეთში კლავიატურის გაყიდვა აპრილიდან დაიწყება, სხვა ქვეყნებში - 19 მაისიდან. მოწყობილობის ფასი 290 აშშ დოლარს შეადგენს.  

image.jpeg 

Alienware Tenkeyless Gaming Keyboard 

Alienware-მა ასევე წარადგინა უფრო კომპაქტური თხელი მექანიკური კლავიატურა Tenkeyless Gaming Keyboard. მასშიც გამოყენებულია Cherry MX Red გადამრთველები. კლავიატურის განსაკუთრებული მახასიათებელია სადენის დაკეცვის მოსახერხებელი სისტემა. მისი ამოღება შესაძლებელია მოწყობილობის ცენტრალური, მარჯვენა ან მარცხენა მხრიდან. თავად სადენის მოხსნა მთლიანად შეიძლება. Alienware Tenkeyless Gaming Keyboard-ის თითოეულ ღილაკს RGB-განათება აქვს. მოწყობილობა უკვე იყიდება 160 აშშ დოლარად. 

image.jpeg 

Alienware-მა აგრეთვე დააანონსა ჰედსეტი Dual-Mode Wireless Gaming Headset, რომელიც კომპიუტერს დაუკავშირდება უსადენო გზით USB Type-C გადამცემის მეშვეობით. ჰედსეტის საფუძვლად გამოყენებულია 40-მილიმეტრიანი დრაივერები Dolby Atmos. უსადენო რეჟიმში ჰედსეტი მუშაობს 30 საათამდე ერთი დამუხტვით. Alienware Dual-Mode Wireless Gaming Headset უკვე იყიდება 160 აშშ დოლარად.  

image.jpeg 

Alienware Wired Gaming Headset ყურსასმენზე მხარდაჭერილია მხოლოდ სადენიანი დაკავშირება USB-ს ან 3.5-მილიმეტრიანი სადენის მეშვეობით. სხვა მხრივ მისი მახასიათებლები უსადენო მოდელის იდენტურია. მხარდაჭერილია ტექნოლოგია Dolby Atmos, RGB-განათება, ქსოვილით დაფარული მოსახერხებელი ყურის ბალიშები მეხსიერების ფუნქციით, აგრეთვე დაკავშირებადი მიკროფონი ხმის ჩახშობის ფუნქციით. ყურსასმენის ფასი 100 აშშ დოლარია. აშშ-სა და ჩინეთში Alienware Wired Gaming Headset 14 აპრილიდან გაიყიდება, დანარჩენ ქვეყნებში - 19 მაისიდან.  

image.jpeg 

უსადენო გეიმინგ მაუსი Alienware Wireless Gaming Mouse განკუთვნილია მარჯვენა ხელით გამოყენებისთვის და აქვს ცერა თითის საყრდენი. მაუსის საფუძვლად გამოყენებულია 26 000 DPI გაფართოების სენსორი, მაქსიმალური 50G აჩქარების მხარდაჭერით. Alienware-ის განცხადებით მაუსი ბატარეაზე 140 საათამდე იმუშავებს. მითითებულია, რომ მხოლოდ 5 წუთში დამუხტული ბატარეა მაუსს უზრუნველყოფს 10 საათამდე ავტონომიური მუშაობის დროით. მაუსი ჩინეთში უკვე იყიდება, აშშ-სა და სხვა ქვეყნებში 31 მარტიდან გაიყიდება და მისი ფასი იქნება 100 აშშ დოლარი. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.