Jump to content

დაიწყო დამატებითი 3D-ქეშის მქონე Ryzen 9 7950X3D-ისა და Ryzen 9 7900X3D-ის გლობალური გაყიდვები


Recommended Posts

კომპანია AMD-მ დაიწყო Raphael სერიის Ryzen 9 7950X3D და Ryzen 9 7900X3D დესკტოპ პროცესორების ოფიციალური გაყიდვები. პროცესორები დამყარებულია Zen 4 არქიტექტურაზე, აქვთ 3D V-Cache მეხსიერება, რომელიც განთავსებულია ერთ-ერთი CCD ჩიპლეტის თავზე. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: TechPowerUp 

დამატებითი 3D V-Cache-ის მქონე Ryzen 9 7950X3D და Ryzen 9 7900X3D პროცესორებს შეუძლია წარმადობის ავტომატური ოპტიმიზაცია მიმდინარე დატვირთვის შესაბამისად. ამ ფუნქციის მხარდაჭერისთვის AMD გამოუშვებს ახალ დრაივერს X670/670E და B650/650E დედა დაფების ჩიპსეტებისთვის, აგრეთვე BIOS-ის ახალ ვერსიას. 

Ryzen 9 7950X3D არის 16-ბირთვიანი პროცესორი ჯამში 144 მბ (L2 + L3) ქეშ-მეხსიერებით. ამ პროცესორის ერთ-ერთ CCD ჩიპლეტს არ აქვს დამატებითი 3D V-Cache მეხსიერება და შეუძლია 5.7 გჰც-მდე ავტომატური აჩქარება. TDP-ის მაჩვენებელი 120 ვატს შეადგენს. პროცესორი მიმომხილველებში დიდ მოწონებას იმსახურებს, აღინიშნება მისი მაღალი გეიმინგ წარადობა და ენერგოეფექტურობა. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Tom's Hardware 

AMD-მ Ryzen 9 7950X3D შეაფასა 699 აშშ დოლარად, რაც 3D V-Cache-ის არმქონე ჩვეულებრივი Ryzen 9 7950X-ის ღირებულების ტოლია. როგორც პორტალი VideoCardz წერს, ახალი პროცესორი უკვე იყიდება Newegg-სა და Amazon-ზე სარეკომენდაციო ფასად. პროცესორი ასევე იყიდება რამდენიმე ევროპულ მაღაზიაში 799 ევროდ. 

Ryzen 9 7950X3D-თან ერთად გაყიდვაში გამოვიდა 12-ბირთვიანი Ryzen 9 7900X3D. ჩიპი მუშაობს 5.6 გჰც-მდე სიხშირეზე და აქვს 140 მბ ქეში მეხსიერება (L2 + L3). სამწუხაროდ, AMD-მ არ მიაწოდა მითითებული პროცესორი სპეციალიზებულ მედიასა და ბლოგერებს განსახილველად, ამიტომ მისი რეალური წარმადობა ჯერ უცნობი რჩება. კომპანიამ ეს ჩიპი 599 აშშ დოლარად შეაფასა, რაც 50 აშშ დოლარით მეტია დამატებითი ქეშის არმქონე Ryzen 9 7900X მოდელის ფასთან შედარებით. Ryzen 9 7900X3D ასევე ხელმისაწვდომია მსხვილ დასავლურ საცალო მაღაზიებში, როგორებიცაა Newegg და Amazon. ევროპაში კი ამ პროცესორის ფასი 679 ევროს შეადგენს. 

პრილში AMD გამოუშვებს რვაბირთვიან მოდელ Ryzen 7 7800X3D-ს. ამ პროცესორის შემადგენლობაში შევა მხოლოდ ერთი CCD ჩიპლეტი და მას ექნება 3D V-Cache მეხსიერება. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.