Jump to content

Intel-მა ევროპული ბაზარი Arc სერიის ვიდეო ბარათებით შეავსო და შეამცირა მათი ფასი


Recommended Posts

ევროპელმა საცალო მოვაჭრეებმა Intel Arc A7 გრაფიკულ ბარათებზე ფასები შეამცირეს, წერს Techspot. ასევე მითითებულია, რომ Intel-ის ვიდეო ბარათები ამჟამად მარტივად შეგიძლიათ შეიძინოთ ევროპული კომპიუტერული ტექნიკის ბევრ მაღაზიაში. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: VideoCardz 

Intel-მა Arc A750 და Arc A770 ვიდეო ბარათები გასული წლის ოქტომბერში გამოუშვა, მათი 8 გბ მოდელების ფასები იყო 290 და 330 აშშ დოლარი შესაბამისად, ხოლო 16 გბ ვიდეომეხსიერების მქონე Arc A770-ის ვერსია შეფასდა 350 აშშ დოლარად. თუმცა რამდენიმე კვირის წინ კომპანიამ Arc A750-ის ფასი 30 აშშ დოლარით შეამცირა. ფასების ცვლილებამ ახლა უკვე ევროპამდე მიაღწია, სადაც ეს ვიდეო ბარათები ამ დრომდე მცირე რაოდენობით იყო ხელმისაწვდომი. 

Eurogamer-ის ცნობით თუ ჯერ კიდევ გასული წლის ნოემბერში Arc A750-ის ღირებულება ევროპაში დაახლოებით 350-380 ევრო იყო, ახლა ვიდეო ბარათის შეძენა 300 ევროზე ნაკლებ ფასად შეიძლება. Arc A770, რომელიც ადრე შემოთავაზებული იყო საშუალოდ 450 ევროდ, ახლა იყიდება 400 ევროდ (დღგ-ს ჩათვლით). 

image.png 

ფოტოს წყარო: PC21.fr 

გერმანულმა რითეილერ Notebooks Billiger-მა Arc A750-ის ფასი 70 ევროთი შეამცირა და 280 ევროდ ყიდის. მის მაგალითს მიყვა ფრანგული PC21 და ამაჩქარებელს იმავე ფასად გვთავაზობს. ამასთან მაღაზიამ პუბლიკაციის დროს აღნიშნა, რომ მარაგში აქვს ათასზე მეტი ერთეული. ფრანგულმა LDLC-მ და Cybertek-მა Arc A750-ზე ფასი 50 ევროთი შეამცირეს და ყიდიან 310 ევროდ. 

დიდ ბრიტანეთში Arc A750 70 ბრიტანული ფუნტით გაიაფდა რითეილერ Ebuyer-თან და 260 ფუნტად იყიდება. გარდა ამისა, მაღაზიამ Arc A770 მოდელზე ფასი შეამცირა 410-დან 360 ბრიტანულ ფუნტამდე. Overclockers UK ასევე 360 ფუნდა ყიდის Arc A770-ს, ადრე ვიდეო ბარათი 450 ბრიტანულ ფუნტად იყიდებოდა. პორტალ VideoCardz-ის მონაცემებით Overclockers UK Arc A750-ს ყიდის ბრიტანეთში მინიმალურ ფასად - 250 ფუნტად. შედარებისთვის, NVIDIA-ს ნაკლებად მძლავრი GeForce RTX 3050 იმავე მაღაზიაში 299 ბრიტანულ ფუნტად იყიდება. ამავე დროს Arc A750 კონკურენციას უწევს არა GeForce RTX 3050-ს, არამედ უფრო ძვირადღირებულ  RTX 3060-ს. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Overclockers UK 

რესურსი Techspot-ის აღნიშნავს, რომ უფროსი Arc A770 მოდელი უმცროსთან შედარებით ნაკლებად პოპულარული აღმოჩნდა და მისი გაყიდვები დაბალია GeForce RTX 3060-ის, GeForce RTX 3060 Ti-ს და ასევე RX 6800-სა და Radeon RX 6800 XT-ის მაღალი კონკურენციის ფონზე. ბოლო თვეებში ბევრად უფრო აქტიურად იყიდებოდა უმცროსი Arc A750, რომელიც, როგორც რესურსი ვარაუდობს, Arc A770-ს აჭარბებს გაყიდვებით ხუთი ერთთან შეფარდებით ან კიდევ უფრო მეტად. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.