Jump to content

Intel Xeon W9-3495X-მა მსოფლიო რეკორდი დააფიქსირა - 4.2 გჰც-მდე 1000 ვატზე მეტი ენერგომოხმარების პირობებში


Recommended Posts

უახლესმა პროცესორმა Intel Xeon W9-3495X "Sapphire Rapids" აჩქარების მხრივ მსოფლიო რეკორდი დაამყარა: 56-ბირთვიანი ჩიპი აჩქარება მოხერხდა 4.2 გჰც-მდე. ტესტირება ჩაატარა ცნობილმა ენთუზიასტმა მეტსახელად Der8auer, რომელიც ექსპერიმენტში იყენებდა სასერვერო დედა დაფას LGA 4677 სოკეტით, 192 გბ RDIMM (ECC) DDR5-5600 მეხსიერებას და 360-მილიმეტრიან AIO-ს Cooler Master-ისგან გაგრილების სახით. ტესტირებისთვის შერჩეული იყო დედა დაფა RVP (Reference Validation Platform) ჩიპსეტით W790. 

image.png 

პროცესორის აჩქარების ტესტის დროს დაკავშირებული იყო Intel XTU utility. ჩიპის ენერგომოხმარება თავისუფალ რეჟიმში შეადგენდა დაახლოებით 300-350 ვატს, მაქსიმალურ დატვირთვაზე ბენჩმარკზე კი დაფიქსირდა 1000 ვატზე მეტი. Geekbench 5 ტესტის შედეგად ჩიპმა დააგროვა შთამბეჭდავი 53817 ქულა, რის შედეგად 12%-ით უკან მოიტოვა AMD Threadripper Pro 5995WX-ის ამჟამინდელი მსოფლიო რეკორდი. ტესტირება ჩატარდა კონტროლირებად პირობებში Intel-ის აშშ-ის სათაო ოფისში ოვერქლოქერების გუნდთან ერთად. 

რეალურად საინტერესო კი ის არის, რომ Xeon W9-3495X-ს შეუძლია უზრუნველყოს კიდევ უფრო უკეთესი წარმადობა სათანადო გაგრილების პირობებში, რადგან ახალი Golden Cove ბირთვები არ მუშაობს სრული სიმძლავრით. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.