Jump to content

Vivo X Fold 2 უნდა გახდეს პირველი დასაკეცი სმარტფონი Snapdragon 8 Gen 2 ჩიპით


Recommended Posts

გასული წლის აპრილში წარადგინეს სმარტფონი დრეკადი დისპლეით Vivo X Fold, რომელსაც აპარატულ საფუძვლად ედო მიკროპროცესორი Qualcomm Snapdragon 8 Gen 1. ამჟამად ცნობილი გახდა, რომ მომდევნო თაობის მოდელი Vivo X Fold 2 იქნება მსოფლიოში პირველი დასაკეცი სმარტფონი Snapdragon 8 Gen 2 ჩიპით. 

image.jpeg 

Vivo X Fold.ფოტოს წყარო: Vivo 

შეგახსენებთ, მაღალი წარმადობის ერთკრისტალიანი პლატფორმა Snapdragon 8 Gen 2 დამზადებულია 4-ნანომეტრიანი ტექნოპროცესით და აქვს რვა ბირთვი (ერთი ბირთვი Cortex-X3 სიხშირით 3.2 გჰც-მდე, ორი ბირთვი Cortex-A715 სიხშირით 2.8 გჰც-მდე, ორი ბირთვი Cortex-A710 სიხშირით 2.8 გჰც-მდე და სამი ბირთვი Cortex-A510 სიხშირით 2.0 გჰც-მდე). გრაფიკის დამუშავებაზე პასუხისმგებელია ამაჩქარებელი Adreno 740. მხარდაჭერილია ოპერატიული მეხსიერება LPDDR5X და მეხუთე თაობის ქსელი (5G). 

რაც შეეხება Vivo X Fold 2-ს, წყაროს ინფორმაციით, მოწყობილობას ექნება 4800 მა/სთ მოცულობის ბატარეა, რაც 200 და 70 მა/სთ-ით მეტია X Fold-სა და X Fold Plus-თან შედარებით. ასევე ცნობილია, რომ ბატარეას ექნება 120 ვატამდე სწრაფი დამუხტვის მხარდაჭერა.  გასული წლის X Fold-სა და X Fold Plus-ში მხარდაჭერილია 66- და 80-ვატიანი სწრაფი დამუხტვა. 

სავარაუდოდ, Vivo X Fold 2 დასაკეცი სმარტფონი ხელმისაწვდომი იქნება სხვადასხვა მოცულობის ოპერატიული და შიდა მეხსიერებით. ზუსტად როდის გეგმავს მწარმოებელი ახალი პროდუქტის ოფიციალურად წარდგენას, ჯერჯერობით უცნობია. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.