Jump to content

Philips-მა წარადგინა 42- და 34-დუიმიანი გეიმინგ OLED-მონიტორები Evnia 8000 - Ambiglow განათებით


Recommended Posts

კომპანია Philips-მა წარადგინა ორი მაღალი დონის გეიმინგ მონიტორი Evnia 8000 სერიაში - 42-დუიმიანი მოდელი Evnia 42M2N8900 და 34-დუიმიანი Evnia 34M2C8600. ორივე მათგანში გამოყენებულია OLED მატრიცები და საფირმო დინამიური განათება Ambiglow უკანა მხარეს. უფროს მოდელში იგი სამმხრიანია, უმცროსში - ოთხმხრიანი. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Philips 

უფროს მოდელ Evnia 42M2N8900-ს აქვს ბრტყელი 10-ბიტიანი OLED მატრიცა 3840 × 2160 პიქსელი გაფართოებით, 0.1 ილიწამი (GtG) რეაგირების დროით და 138 ჰერცი კადრის განახლების სიხშირით. დისპლეის მაქსიმალური სიკაშკაშეა 450 კდ/2, მხარდაჭერილია 98.5%-იანი DCI-P3, 110.3%-იანი NTSC, 131.3%-იანი sRGB და 93.6%-იანი Adobe RGB ფერთა გამები. 

image.jpeg 

მონიტორს აქვს ორი 10-10-ვატიანი ჩაშენებული დინამიკი DTS ტექნოლოგიის მხარდაჭერით. Evnia 42M2N8900 მოდელში ასევე ხელმისაწვდომია KVM-გადამრთველი, რომელიც საშუალებას იძლევა მომხმარებელმა გამოიყენოს მონიტორის, მაუსის და კლავიატურის ერთი ნაკრები ორ სხვადასხვა კომპიუტერზე. 

image.jpeg 

მონიტორზე მოცემულია ორი HDMI 2.1, ერთი DisplayPort 1.4, ერთი USB Type-C ალტერნატიული 90-ვატიანი დამუხტვის მხარდაჭერით, აგრეთვე USB Type-B და ოთხი USB Type-A (ორ მათგანი სწრაფი დამუხტვის მხარდაჭერით). გარდა ამისა, Evnia 42M2N8900-ს ერგონომიული სადგამი აქვს, რომელიც საშუალებას იძლევა დარეგულირდეს დისპლეის სიმაღლე მაგიდიდან, ასევე დახრის კუთხე და ბრუნვადობა. 

მონიტორის ეს მოდელი გაყიდვაში უკვე გამოვიდა და შეფასებულია 1499 ბრიტანულ ფუნტად (დაახლოებით 1812.25 აშშ დოლარი). 

image.jpeg 

მოდელ Evnia 34M2C8600-ს აქვს 34-დუიმიანი რკალისებრი 10-ბიტიანი OLED მატრიცა. დისპლეის სიმრუდის რადიუსი მითითებული არ არის. მხარდაჭერილია 3440 × 1440 პიქსელი გაფართოება, 175 ჰერცი კადრის განახლების სიხშირე, 0.1 მწ (GtG) რეაგირების დრო, 450 კდ/2სიკაშკაშე HDR რეჟიმში, 99.3%-იანი DCI-P3, 121.3%-იანი NTSC. 148.8%-იანი sRGB და 97.8%-იანი Adobe RGB ფერთა გამები. დისპლეის აქვს DisplayHDR True Black 400 სერტიფიკაცია. 

image.jpeg 

image.jpeg 

ამ მოდელსაც აქვს KVM გადამრთველი, ორი HDMI 2.0 პორტი, ერთი DisplayPort 1.4, ერთი Type-C ალტერნატიული 90-ვატიანი დამუხტვით, ერთი USB Type-B და ოთხი USB Type-A (ერთ-ერთი სწრაფი დამუხტვის მხარდაჭერით). 

image.jpeg 

image.jpeg 

მონიტორ Evnia 34M2C8600-ს აქვს ორი 5-5-ვატიანი დინამიკი DTS ტექნოლოგიის მხარდაჭერით, ასევე ერგონომიული სადგამი სიმაღლის, დახრის კუთხის და ეკრანის მობრუნების რეგულირების შესაძლებლობით. 

მითითებული მოდელი მწარმოებელმა შეაფასა 1299 ბრიტანულ ფუნტად (1571.28 აშშ დოლარი). იგი გაყიდვაში მიმდინარე თვის ბოლომდე გამოვა. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.