Jump to content

Intel-მა წარადგინა დესკტოპ Xeon Sapphire Rapids 


Recommended Posts

კომპანია Intel-მა წარადგინა Sapphire Rapids სერიის პროცესორები, რომლებიც განკუთვნილია მძლავრი სამუშაო სადგურების აწყობისთვის. ახალი პროცესორები შევიდა სერიებში Xeon W-3400 და Xeon W-2400. Intel ფლაგმანურ Xeon w9-3495X-ს უწოდებს თავის ყველაზე მძლავრ დესკტოპ პროცესორს, რაც ოდესმე გამოუშვია სამუშაო სადგურებისთვის. 

image.jpeg 

უფროსი Xeon W-3400 სერიის ჩიპებში მოცემულია 12-დან 56-მდე ბირთვი. გამოყენებულია Golden Cove ბირთვები Hyper-Threading ტექნოლოგიის მხარდაჭერით, რაც იმას ნიშნავს, რომ პროცესორებს აქვთ ორჯერ მეტი ნაკადი ბირთვებთან შედარებით. საბაზისო სიხშირეებია 1.9-დან 3.2 გჰც-მდე, მაქსიმალური კი 4.8 გჰც-ს აღწევს. ამ სერიის ზოგ ჩიპზე მხარდაჭერილია აჩქარების შესაძლებლობა, მათ შორისაა 56-ბირთვიანი ფლაგმანი Xeon w9-3495X. TDP-ის დონე შეადგენს 270-დან 350-მდე ვატს მოდელის მიხედვით.  

image.jpeg 

უმცროს Xeon W-2400 სერიაში წარმოდგენილ პროცესორებს აქვს 6-დან 24-მდე ბირთვი, თითოეულ ბირთვზე მოდის ორი ნაკადი. საბაზისო ტაქტის სიხშირის დიაპაზონია 2.1-დან 3.2 გჰც-მდე, მაქსიმალური Turbo-სიხშირე კი უფროს მოდელებში აწევს 4.8 გჰც-ს. ამავე დროს უფროს ჩიპებს განბლოკილი მულტიპლიკატორი აქვთ, რის გამოც შესაძლებელია მათი აჩქარება. TDP-ის დონე შედგენს 120-225 ვატს. 

image.jpeg 

ხალ პროცესორებში ხელმისაწვდომია 105 მბ-მდე მესამე დონის ქეშ-მეხსიერება. Xeon W-2400 სერიის ჩიპებს აქვთ ოპერატიული მეხსიერების ოთხი არზი და 2 ტბ-მდე 4800 მჰც DDR5-ის მხარდაჭერა. Xeon W-3400 სერიაში მხარდაჭერილია მეხსიერების რვა არხი და 4 ტბ-მდე DDR5 იმავე სიხშირით. ორივე სერიაში მხარდაჭერილია ECC-მეხსიერება. განბლოკილ პროცესორებში შესაძლებელია ოპერატიული მეხსიერების, მათ შორის DDR5 XMP 3.0 RDIMM პროფილის, აჩქარებაც. 

image.jpeg 

image.jpeg 

Xeon W-3400 სერიის პროცესორებში მოცემულია 112 PCIe 5.0 არხი, უმცროს სერიაში - ამავე სტანდარტის 64 არხი. ყველა ახალი ჩიპი დამზადებულია LGA 4677 სოკეტისთვის და იმუშავებს W790 ჩიპსეტთან. მხარდაჭერილია Wi-Fi 6E და სადენიანი 2.5G Ethernet. 

image.jpeg 

image.jpeg 

წარმადობას რაც შეეხება, Intel აცხადებს, რომ სიჩქარე 28%-ით გაიზარდა ერთნაკადიან ამოცანებში, ხოლო 120%-ით - მრავალნაკადიანში წინა თაობის ჩიპებთან - Xeon W-3200 (Cascade Lake) შედარებით. ამასთან, სლაიდებზე ჩანს, რომ ახალი Xeon w9-3495X 140%-ით უსწრებს Xeon W-3275-ს, თუმცა ზოგ ამოცანაში განსხვავება შედარებით ნაკლებია. 

image.jpeg 

image.jpeg 

სამუშაო სადგურებისთვის განკუთვნილი პროცესორების ფასი 359 აშშ დოლარიდან იწყება (6-ბირთვიანი Xeon w3-2423) და მთავრდება 5889 აშშ დოლარით (ფლაგმანური 56-ბირთვიანი Xeon w9-3495X). ჩიპები გაყიდვაში გამოვა მარტში, წინასწარი შეკვეთების მიღება უკვე დაწყებულია. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.