Jump to content

სამომავლო ფლაგმანი Sony Xperia 1 V ფოტოებზე გამოჩნდა


Recommended Posts

პორტალ Green Smartphones-მა ცნობილ ქსელურ ინფორმატორ OnLeaks-თან თანამშრომლობით გამოაქვეყნა ახალ ფლაგმანურ სმარტფონ Xperia 1 V-ის არაოფიციალური რენდერები. გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად მოდელი ძალიან ჰგავს წინა ვერსიის ვარიანტს. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: OnLeaks/GreenSmartphone 

როგორც პორტალი Green Smartphones გვაცნობებს, Xperia 1 V-ს ექნება: 

  • დისპლეი - ბრტყელი, 6.5-დუიმიანი; 

  • უკანა კამერა - 12 მპ (ძირითადი), 48 მპ (ფართოკუთხიანი), 13 მპ (ტელეობიექტივი); 

  • ფრონტალური კამერა - 12 მპ; 

  • ბატარეა - 5000 მა/სთ (დაუდასტურებელია); 

  • ჩიპსეტი - Snapdragon 8 Gen 2 (დაუდასტურებელია); 

  • ოპერატიული მეხსიერება - 16 გბ (დაუდასტურებელია); 

  • ზომა - 161.0 × 69.3 × 8.5 მმ. 

სხვა სიტყვებით, Xperia 1 V გავს გასული წლის ვერსიას, თუმცა ფართოკუთხიანი კამერის გაფართოება 12-დან 16 მეგაპიქსელამდე გაიზარდა, აგრეთვე დიდი ალბათობა, რომ ახალ მოდელს ექნება 12-ის ნაცვლად 16 გბ ოპერატიული მეხსიერება. დისპლეი კვლავ 6.5-დუიმიანია, თუმცა, როგორც ცნობილია, მოწყობილობა ოდნავ მოკლეა და არც ისეთი განიერი, როგორც წინამორბედი, რასაც მისი წვრილი ჩარჩო მოწმობს. ამას გარდა, მოსალოდნელია ფლაგმანურ ჩიპსეტ Qualcomm Snapdragon 8 Gen 2-ის გამოყენება. 

მოწყობილობაში წინა თაობის მოდელის მსგავსად შემორცენილია კამერების ვერტიკალური მოდული, კუთხოვანი დიზაინი, საკმაოდ თხელი კორპუსი და, სავარაუდოდ, 3.5-მილიმეტრიანი კონექტორი ყურსასმენისთვის. გამოქვეყნებული მახასიათებლები მოწმობს, რომ მოდელში არ იქნება წარმოდგენილი ცვლილებები გარეგნული დიზაინის ან ელექტრონული კომპონენტების მხრივ. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ Sony-ს გაცილებით მცირე წილი აქვს სმარტფონების ბაზარზე, ვიდრე, მაგალითად, Samsung-ს ან Xiaomi-ს, კომპანია გვთავაზობს მიმზიდველ ფუნქციებს: უწყვეტი ოპტიკური ზუმსა და სწრაფ სერიულ გადაღებას. 

ღსანიშნავია, რომ Sony-ს პროდუქცია ფასებით არ ჩამოუვარდება Samsung-ისა და Apple-ის ფლაგმანურ მოდელებს. მაგალითად, გასული წლის Xperia 1 IV-ის ფასი 1599 აშშ დოლარიდან იწყება. ჯერჯერობით არ არსებობს ცნობები, რა იქნება ახალი სმარტფონის ფასი, თუმცა Green Smartphones აცხადებს, რომ ანონსი შესაძლოა შედგეს „მიმდინარე თვეში მოგვიანებით“, ხოლო უშუალოდ გამოშვებას ზაფხულში უნდა ველოდოთ. არ არის გამორიცხული, რომ დამატებითი ინფორმაცია გახმაურდეს გამოფენა Mobile World Congress-ზე ბარსელონაში, რომლის ჩატარებამდე რამდენიმე კვირა რჩება. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.