Jump to content

Intel აგრძელებს პოზიციების კარგვას - AMD-მ დაიკავა x86-თავსებადი პროცესორების 31.3%


Recommended Posts

კომპანია AMD-მ გასული წლის ბოლოსთვის დაიკავა x86-თავსებადი პროცესორების გლობალური ბაზრის 30%-ზე მეტი და ამ სფეროში Intel საგრძნობლად შეავიწროვა. და რაც აღსანიშნავია, ეს მოხდა კომპიუტერებსა და ლეპტოპებზე მოთხოვნის ძლიერი შემცირების ფონზე - ამან ხელი შეუწყო სასერვერო ჩიპების გაყიდვების სტაბილურ ზრდას. 

image.jpeg 

ანალიტიკურ კომპანია Mercury Research-ის ბოლო ანგარიშის თანახმად კომპანია AMD-ის წილი x86-თავსებადი პროცესორების მიწოდებაში მთელი 2022 წლის განმავლობაში შეადგენა 29.6%-ს, ხოლო Intel-ისა - 70.4%-ს. ეს არის უდიდესი ნახტომი წინა წელთან შედარებით, როდესაც AMD-ს წილი იყო 23.3%, Intel-ის - 76.7%. 

AMD-მ მეოთხე კვარტალში კიდევ უფრო შთამბეჭდავ შედეგს მიაღწია: მისი წილი გაიზარდა 31.3%-მდე. ეს ნიშნავს წელიწადში 5.7 პროცენტული პუნქტით და წინა კვარტალთან შედარებით 2.8 პუნქტით ზრდას. გაითვალისწინეთ, რომ AMD-მ თითქმის გაიმეორა თავისი მაქსიმუმი - 2022 წლის მეორე კვარტალში მისი წილი 31.4% იყო. 

როგორც Mercury Research-ის ხელმძღვანელმა Dean McCarron-მა აღნიშნა, AMD-ისა და Intel-ის წილების დინამიკა ბოლო რამდენი კვარტლის განმავლობაში დიდწილად ასახავს ჩიპების მიწოდებას პერსონალური კომპიუტერების OEM-მწარმოებლებისთვის, ქლაუდ პროვაიდერებისთვის, სავაჭრო პარტნიორებისა და საცალო ქსელებისთვის, და არა მოთხოვნას საბოლოო მომხმარებლების მხრიდან. ეს განპირობებულია ჩიპებზე მოთხოვნის მნიშვნელოვანი კლებით, რის შედეგად იგივე OEM-მწარმოებლები პრიორიტეტს ანიჭებენ CPU-ების ჭარბი მარაგების გაყიდვას და არა Intel-ისა და AMD-ისგან მეტის შეძენას. ამის გამო არ უნდა ველოდოთ, რომ AMD-ისა და Intel-ის წილების შესახებ მონაცემები ზუსტად ასახავს მომხმარებლების მხრიდან უპირატესობის მინიჭებას 2023 წლის ბოლომდე. 

„მიწოდების კლების დიდი ნაწილი განპირობებულია წინა კვარტლებში ჭარბი მარაგის დაგროვებით, რამაც გავლენა მოახდინა მიმდინარე გაყიდვებზე - CPU-ების მომწოდებლები ასევე მიზანმიმართულად ზღუდავენ მიწოდებას, რათა დააჩქარონ მარაგების შემცირების პროცესი“, - წერს McCarron. – „გარდა ამისა, კომპიუტერის პროცესორებზე მოთხოვნა შემცირდა და მაკროეკონომიკური საფრთხეები PC OEM-ებს აიძულებს, ასევე შეამცირონ მარაგები“. 

image.jpeg 

გასული წლის მეოთხე კვარტალში ყველაზე მეტად AMD-ის წილი გაიზარდა პერსონალური კომპიუტერებისთვის განკუთვნილი პროცესორების სეგმენტში - 18.6%-მდე, ხოლო Intel-ს დარჩა 81.4%. AMD-ის წილის ზრდამ შეადგინა 4.7% გასულ კვარტალთან და 2.4%-ით ზრდა - გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. თუმცა, მისი წილი მაინც ნაკლებია 20.5%-თან შედარებით, რასაც AMD იკავებდა 2022 წლის მეორე კვარტალში, 2020 წლის მესამე კვარტალში კი ფლობდა 20.1%-ს. 

აღნიშნულია, რომ დესკტოპ კომპიუტერებისთვის პროცესორების მიწოდება მეოთხე კვარტალში მკვეთრად შემცირდა მესამე კვარტალში მნიშვნელოვანი ზრდის შემდეგ. „მიუხედავად იმისა, რომ Intel-მაც და AMD-მაც განიცადეს დესკტოპ პროცესორების მიწოდების მნიშვნელოვანი ვარდნა, Intel-ის მიწოდება უფრო მეტად შემცირდა, რის შედეგად გაზარდა AMD-ის წილი ბაზარზე, მაგრამ ისევ და ისევ, ეს უფრო ასახავს Intel-ის სასაწყობე მარაგების ცვლილებებს, ვიდრე საბოლოო მოთხოვნას. ”, - განაცხადა McCarron-მა.  

ლეპტოპის პროცესორების სეგმენტში AMD-ის წილი თანმიმდევრულად გაიზარდა 0.8 პუნქტით 16.4%-მდე, მაგრამ წლიურ შედარებაში AMD-ის პოზიცია მკვეთრად დაეცა: 5.1 პუნქტით 2021 წლის მეოთხე კვარტალთან შედარებით. AMD-ს 2022 წლის მეორე კვარტალში მობილური x86 პროცესორების ბაზარზე მაქსიმალური 24.8% წილი ჰქონდა. 

AMD-ის წილის ზრდა მობილური CPU-ების ბაზარზე დიდწილად განპირობებული იყო იმ ფაქტით, რომ Intel-ს ჰქონდა მიწოდების უფრო მკვეთრი შემცირება კონკურენტებთან შედარებით. მეორე მხრივ AMD-ის წილის მკვეთრი ვარდნა გასულ წელთან შედარებით ასახავს კომპანიის ნაკლებ წილს Chromebook-ისთვის განკუთვნილი დაბალბიუჯეტური ჩიპების სეგმენტში.  

image.png 

და ბოლოს, სასერვერო პროცესორების ბაზარზე AMD-ის წილმა ახალ მაჩვენებელს მიაღწია - ბაზრის 17.6%. თუმცა ამ სეგმენტში წილმა პრაქტიკულად შეწყვიტა ზრდა - დაფიქსირდა მხოლოდ 0.1%-იანი მატება. ეს არის ყველაზე მცირე ზრდა AMD-ის წილის სერვერების სეგმენტში თითქმის ოთხი წლის განმავლობაში. თუმცა, აღვნიშნავთ, რომ AMD ზედიზედ მე-15 კვარტალია განუწყვეტლივ ზრდის თავის წილს სერვერების სეგმენტში. აქვე აღვნიშნავთ, რომ 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით AMD-ის წილი 6.9 პროცენტული პუნქტით გაიზარდა. AMD-ის ზრდის შენელება გამოწვეულია Intel Xeon-ის, ასევე Xeon Max სერიის ჩიპების გაზრდილი მიწოდებით. 

სევე Mercury Research-ის სპეციალისტებმა წარადგინეს მონაცემები Arm არქიტექტურის პროცესორების გაყიდვების დინამიკაზე, რომლებიც პოპულარობას იძენენ კომპიუტერების სეგმენტში როგორც Apple-ის, ასევე Qualcomm-ის ძალისხმევით. Arm-თავსებადმა მოწყობილობებმა პერსონალური კომპიუტერების სეგმენტში 13.3% დაიკავა. 

Arm-ისთვის ეს არ არის კვარტლის ყველაზე წარმატებული შედეგი. გასული წლის მესამე კვარტალში Arm-არქიტექტურის პროცესორები კომპიუტერების სეგმენტში 14.6%-ს შეადგენდა, მაგრამ მეოთხე კვარტალში მათი წილი შემცირდა. თუმცა, იგი მაინც აღემატება 10.3%-იან საბაზრო წილს, რაც Arm ჩიპებს ეკავა 2021 წლის მეოთხე კვარტალში. Counterpoint Research-ის მონაცემებით Arm-თავსებადი პროცესორების წილი 2021 წელს შეადგენდა 11%-ს და 2022 წელს - 13%-ს. ამ ორი წყაროს სტატისტიკა, როგორც ჩანს, მინიმალურად განსხვავდება. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.