Jump to content

Google-მა წარადგინა Android 14-ის პირველი წინასწარი ვერსია დეველოპერებისთვის


Magdalena

Recommended Posts

image.png 

ოპერაციული სისტემა Android 13 ექვსი თვის წინ გამოვიდა და მისი ბაზრის წილი ამ დრომდე ვერ უტოლდება Android 12-ისას, თუმცა Google უკვე სამომავლო Android 14-ის საფუძველს აყალიბებს. 

Android-დეველოპერებს უკვე შეუძლიათ დაიწყონ Android 14-ს ტესტირება, რადგან Google-მა გამოუშვა პირველი წინასწარი ვერსია. სმარტფონების ტესტერებს უკვე შეუძლია სისტემის ნიმუშის ატვირთვა მოდელებში - Google Pixel 7 Pro, Pixel 7, Pixel 6a, Pixel 6 Pro, Pixel 6, Pixel 5a 5G, Pixel 5 ან Pixel 4a (5G). სხვა მოწყობილობების შესამოწმებლად, როგორიცაა პლანშეტები და დასაკეცი მოწყობილობები, კომპანია გვთავაზობს Android-ემულატორს. 

Google მუშაობს Android 14-ით პლანშეტებისა და დასაკეცი მოწყობილობების მხარდაჭერის გასაუმჯობესებლად. კომპანიამ გამოაქვეყნა რამდენიმე სახელმძღვანელო მითითება, რათა დაეხმაროს დეველოპერებს აპლიკაციების ოპტიმიზაციაში სხვადასხვა ზომის ეკრანისთვის, მათ შორის იგულისხმება დიდი ეკრანები და დასაკეცი მოწყობილობების ეკრანები. 

ამ ძალისხმევის ნაწილი დაკავშირებულია მრავალამოცანიან რეჟიმებთან. Google დეველოპერებს ურჩევს შეცვალონ აპლიკაციის ფანჯრების ზომა ისეთი ფუნქციების მხარდასაჭერად, როგორიცაა გაყოფილი ეკრანი და მრავალფანჯრიანი რეჟიმი. Google, სულ მცირე, გასული წლიდან აუმჯობესებს აპლიკაციების მუშაობას დიდ ეკრანებზე. 

ერთი მნიშვნელოვანი ცვლილება, რომელიც მომხმარებლებმა და დეველოპერებმა უნდა შეამჩნიონ, არის ის, რომ Android 14 არ დააინსტალირებს აპლიკაციებს, რომელთაც არ აქვთ Android 6.0 ვერსიის მხარდაჭერა. აპლიკაციები, რომლებიც არ განახლებულა 2015 წელს ამ ოპერაციული სისტემის ვერსიის დანერგვის შემდეგ, არ დაინსტალირდება მოწყობილობებზე. 

ეს ზომები სავარაუდოდ არ იმოქმედებს მომხმარებელთა უმეტესობაზე. გასული წლიდან Android-ის ახალ მომხმარებლებს არ შეუძლიათ მოძებნონ და ჩამოტვირთონ Google Play Store-დან ის აპლიკაციები, რომლებსაც განახლება არ მიუღიათ ორი წლის განმავლობაში. 

კომპანია აცხადებს, რომ ახალი შეზღუდვა მიზნად ისახავს ზიანისმომტანი პროგრამული უზრუნველყოფის შეკავებას, რომელიც ხშირად მიმართულია SDK-ის ძველ ვერსიებზე, რათა გვერდი აუაროს კომპანიის ბოლო უსაფრთხოების პროტოკოლებს. 

საინტერესოა, რომ XDA-ს დეველოპერებმა აღმოაჩინეს დამალული ფუნქცია, რომელიც მომხმარებლებს ეხმარება წაშალონ მავნე პროგრამები Android 14-ზე მომუშავე სმარტფონებიდან. დეველოპერის მენიუში ორი ველის გადართვა ხსნის პარამეტრების მენიუს სპეციალურ ვერსიას, რომელიც შეიცავს განყოფილებას სახელწოდებით "ფონურ რეჟიმში დაინსტალირებული აპლიკაციები". იქ მომხმარებლებს შეუძლიათ ნახონ და წაშალონ პროგრამული უზრუნველყოფა. 

მობილური კავშირის ოპერატორები და სხვა მომწოდებლები ხშირად ახვევენ თავს მომხმარებლებს არასაჭირო აპლიკაციებს, რომლებიც მეხსიერების სივრცეს იკავებს და, როგორც წესი, მათი წაშლა შეუძლებელია. Galaxy S23 სერიის სმარტფონები წარმოდგენილია 60-გიგაბაიტიანი ოპერაციული სისტემით - ეს არის სამი Windows 11-ის ან ოთხი სტადარტული Android 13-ის ზომა. იმედი ვიქონიოთ, რომ Android 14 საბოლოოდ საშუალებას მისცემს მომხმარებლებს გაათავისუფლონ მეხსიერება უსარგებლო მასალისგან, განსაკუთრებით მათ, ვინც ყიდულობს მცირე მეხსიერების მქონე იაფ მოდელებს. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.