Jump to content

5G მხარდაჭერის მქონე სმარტ-საათები მომავალ წელს გამოჩნდება - Qualcomm-მა წარადგინა კომპაქტური მოდემი Snapdragon X35


Magdalena

Recommended Posts

კომპანია Qualcomm-მა წარადგინა Snapdragon X35 - ჩიპი, რომელსაც მწარმოებელი უწოდებს 5G Modem-RF System-ს. ეს არის კომპლექსური გადაწყვეტილება, რომელშიც 5G მოდემში დამატებულია რადიოსიხშირული ბლოკი. Qualcomm-ის თქმით ეს არის ახალი 5G NR Light სტანდარტის მხარდაჭერის მქონე პირველი გადაწყვეტილება. მასთან ერთად ბაზარზე 5G მხარდაჭერის სმარტ-საათები გამოჩნდება. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Qualcomm 

Snapdragon X35 დამყარებულია 3GPP Release 17 RedCap მოდემზე, რომელიც ხასიათდება დაბალი ენერგომოხმარებითა და სამუშაო ტემპერატურით. მასზე მხარდაჭერილია 5G ქსელში მუშაობა 6 გჰც დიაპაზონში (sub-6GHz), თუმცა არ აქვს მილიმეტრული დიაპაზონის (mmWave) მხარდაჭერა. მითითებულია ერთი 20 მჰც არხის მხარდაჭერა, ჩამოტვირთვის სიჩქარე 220 მბ/წამამდე და გადაცემის სიჩქარე 100 მბ/წმ, რაც უფრო მაღალია 4G LTE მოდემებთან შედარებით. სხვათა შორის, ახალ პროდუქტებზე ასევე მხარდაჭერილია 4G LTE ქსელებში მუშაობა. 

image.jpeg 

Snapdragon X35 ოპტიმიზებულია ენერგიის მაქსიმალურ დაზოგვაზე, ინტეგრაციისა და გამოყენების სიმარტივეზე და ამავე დროს კომპაქტური ფორმ-ფაქტორის მოწყობილობების მაღალი ეფექტურობით უზრუნველყოფაზე. Snapdragon X35-ის ზუსტი ზომა კომპანიას არ დაუსახელებია, მაგრამ განაცხადა, რომ მოდემი Snapdragon X70-თან შედარებით უფრო პატარაა. 

ჯამში Snapdragon X35 მოდემი გვევლინება, როგორც გადაწყვეტილება, რომლის გამოყენება შესაძლებელია სასოფლო სამეურნეო სექტორში, მშენებლობაში, სამთო მოპოვებით წარმოებაში, განათლებაში, ჯანდაცვაში, საცალო ვაჭრობაში, სმარტ ქალაქების სისტემებში, ვირტუალური და შერეული რეალობის მოწყობილობებში. მისი გამოყენება ასევე შესაძლებელია პლანშეტებში, ლეპტოპებში, სხვადასხვა სენსორის, უსაფრთხოების კამერებისა და როუტერების შემადგენლობაში. ორდიაპაზონიანი GPS-ის (L1+L5) წყალობით Snapdragon X35-ზე მხარდაჭერილია ადგილმდებარეობის ზუსტი  განსაზღვრის ფუნქცია. ამის გამო მოდემი იდეალურია სმარტ-საათებში გამოყენებისთვის. 

  • Thanks 1
Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.