Jump to content

Samsung-მა დაიწყო წინასწარი შეკვეთების მიღება თავის პირველ გეიმინ OLED-მონიტორ Odyssey OLED G8-ზე


Recommended Posts

Samsung-მა დაიწყო წინასწარი შეკვეთების მიღება თავის პირველ გეიმინგ OLED-მონიტორზე - ეს გახლავთ 34-დუიმიანი მოდელი Odyssey OLED G8 ნაკადური ტრანსლაციის ჩაშენებული ჰაბით, რომელიც მომხმარებელს საშუალებას მისცემს ითამაშოს ან ჩართოს სტრიმი პერსონალურ კომპიუტერთან ან კონსოლთან დაკავშირების გარეშე. ეს არის კომპანიის პირველი გეიმინგ მონიტორი, რომელსაც აქვს ორგანულ შუქდიოდებზე აგებული დისპლეი კვანტური პიქსელებით (QD-OLED). ახალი მონიტორის ფასი 1499 აშშ დოლარი, მიწოდება 23 თებერვალს დაიწყება. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Samsung 

Samsung-მა პირველად წარადგინა Odyssey OLED G8 გამოფენა IFA 2022-ზე. გამოყენებულმა ტექნოლოგია QD-OLED-მა უნდა უზრუნველყოს გაჯერებული ფერის და სიკაშკაშის გაუმჯობესება, რისი დემონსტრირება უკვე მოახდინა Alienware QD-OLED მონიტორმა, რომელსაც ანალოგიური მახასიათებლები აქვს. 

Alienware-ის მონიტორის მსგავსად Samsung-ის დისპლეის აქვს სიმრუდის მცირე 1800R მაჩვენებელი, გაფართოება 3440 x 1440 პიქსელი და კადრის განახლების სიხშირე 175 ჰერცი, მატრიცის რეაგირების დრო - 0.03 მილიწამი. მხარდაჭერილია სერტიფიკაცია True Black 400, რაც ნიშნავს იმას, რომ მონიტორი უზრუნველყოფს 400 კდ/² მაქსიმალურ სიკაშკაშეს. თუმცა ჟურნალისტებმა უკვე გაარკვიეს, რომ Alienware მონიტორის მაქსიმალური სიკაშკაშე სრულიად თეთრი ეკრანის ჩვენებისას არის 280 კდ/მ² და სავსებით შესაძლებელია, რომ Odyssey OLED G8-მაც ვერ აჩვენოს უკეთესი შედეგი. 

მონიტორ Samsung Odyssey OLED G8-ს განსაკუთრებული მახასიათებელია თამაშის შესაძლებლობა პერსონალურ კომპიუტერთან ან კონსოლთან დაკავშირების აუცილებლობის გარეშე, რადგანაც მას აქვს ფუნქცია Samsung Gaming Hub, რომელიც პირდაპირ მონიტორიდან უზრუნველყოფს წვდომას ქლაუდ გეიმინგ სერვისებთან, როგორებიცაა NVIDIA GeForce Now, Xbox Game Pass და Amazon Luna (აშშ-ში). აგრეთვე მხარდაჭერილია კონტენტის ნაკადური გადაცემა სტრიმინგ სერვისებიდან, როგორებიცაა Amazon Prime Video, Netflix, Twitch, YouTube TV და სხვა. 

image.jpeg 

სხვა სასარგებლო ფუნქციებში შედის ინტეგრირებული აპლიკაცია SmartThings, რომელიც მიაკვლევს და მართავს დაკავშირებულ ინტერნეტ-ნივთებს. მონიტორზე ხელმისაწვდომია Mini DisplayPort, HDMI და USB-C კონექტორები. აგრეთვე, მონიტორის უკანა მხარეს მოცემულია სისტემა Core Lighting Plus, რათა განათდეს მოწყობილობის უკან არსებული სივრცე ეკრანის გამოსახულების შესატყვის ფერებში. ასევე მხარდაჭერილია HDR10+ და AMD FreeSync Premium ტექნოლოგიები.  

image.jpeg 

მათთვის, ვინც 34-დუიმიან დისპლეის არასაკმარისად თვლის, Samsung ამზადებს განახლებულ 49-დუიმიან გეიმინგ მოდელ Odyssey G9-ს კვანტური პიქსელების მქონე ახალი, ორგანული შუქდიოდებით. ეს მოდელი გაყიდვაში „მიმდინარე წელს მოგვიანებით“ უნდა გამოვიდეს. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.