Jump to content

Apple-ის სამწლიანი უწყვეტი ზრდა დასრულდა: iPhone-ის გაყიდვები 8%-ით შემცირდა, Mac-ის კი - თითქმის 30%-ით


Magdalena

Recommended Posts

კომპანია Apple-მა გამოაქვეყნა 2023 ფინანსური წლის პირველი კვარტლის ანგარიში, რომელიც კომპანიისთვის 31 დეკემბერს დასრულდა. შემოსავალი 5%-ით შემცირდა - Apple-ისთვის გაყიდვების ვარდნის პირველი შემთხვევაა 2019 წლის მეორე კვარტლის შემდეგ. მთავარ მიზეზად სახელდება iPhone-ების გაყიდვის შემცირება, რაც განპირობებულია ჩინეთში არსებული საკარანტინე ზომებით, დოლარის სიძლიერითა და ზოგადი მაკროეკონომიკური ფაქტორებით. კომპანიის აქციების ღირებულება 4%-ით შემცირდა. 

image.jpeg 

გასულ კვარტალში Apple-ის შემოსავალმა 117.2 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 5.49%-ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. იგი ასევე ბევრად ჩამოუვარდება ანალიტიკოსების მოლოდინს - 121.1 მლრდ აშშ დოლარ შემოსავალს. მოგებამ აქციაზე 1.88 აშშ დოლარი შეადგინა, რაც 10.9%-ით ნაკლებია წინა წელთან შედარებით. 

ფისკალური 2023 წლის პირველი კვარტლის განმავლობაში Apple პრობლემების ტალღას შეეჯახა. მათგან მთავარი იყო iPhone 14 Pro-სა და Pro Max-ის გამოშვების სირთულე, რაც გამოწვეული იყო COVID-19-ის გამო ლოქდაუნით და iPhone-ის ამწყობ ჩინეთის უდიდეს ქარხანაში არსებული არეულობით. Reuters-თან ინტერვიუში Apple-ის ხელმძღვანელმა Tim Cook-მა განაცხადა, რომ წარმოების შეფერხება „გაგრძელდა დეკემბრის უმეტეს ნაწილში, თუმცა ახლა დაუბრუნდა სასურველ ვითარებას“. კუკმა აღნიშნა, რომ ჩინეთის ლოქდაუნმა შექმნა ორმაგი პრობლემა - შეზღუდა არა მარტო შეთავაზება, არამედ მოთხოვნაც - ჩინეთში გაყიდვების მოცულობა 7%-ით, 23.9 მლრდ აშშ დოლარამდე შემცირდა. Apple-ის ხელმძღვანელმა ასევე აღნიშნა, რომ რთულმა მაკროეკონომიკურმა სიტუაციამ iPhone-ის გარდა ნეგატიური გავლენა იქონია Mac-სა და სატარებელ მოწყობილობებზე, როგორიცაა Apple Watch. 

Apple-მა ანგარიშში განაცხადა, რომ iPhone-ის გაყიდვებმა გასულ კვარტალში 65.8 მლრდ აშშ დოლარის შემოსავალი მოიტანა, რაც 8%-ით ნაკლებია წინა წელთან შედარებით. თან სატარებელი მოწყობილობებისა და Apple-ის სხვა მოწყობილობების გაყიდვები გასულ კვარტალში 8.3%-ით შემცირდა 13.48 მლრდ აშშ დოლარამდე, რაც ასევე დაბალია ბაზრის მოლოდინთან - 15.23 მლრდ აშშ დოლართან შედარებით. 

image.jpeg 

თუმცა, Mac კომპიუტერების გაყიდვები ყველაზე მეტად შემცირდა - ბიზნესის ამ ნაწილმა მოიტანა მხოლოდ 7.74 მლრდ აშშ დოლარი, რაც 28.66%-ით ნაკლებია გასულ წელთან შედარებით და ასევე მნიშვნელოვნად ნაკლები, ვიდრე ანალიტიკოსების პროგნოზი - 9.6 მლრდ აშშ დოლარი. Mac-ის გაყიდვების შემცირება მოსალოდნელი იყო, რადგან გასულ წელს შეიმჩნეოდა გაყიდვების ზრდა, რაც უკავშირდება პანდემიას და მასობრივ დისტანციურ მუშაობას, აგრეთვე Apple-ის საფირმო პროცესორის მქონე ახალ MacBook Pro-ს გამოსვლას.  

ერთადერთი აპარატული მიმართულება, რომელშიც გასულ კვარტალში ზრდა დაფიქსირდა, აღმოჩნდა iPad - მისი გაყიდვების მოცულობა 29.66%-ით გაიზარდა 9.4 მლრდ აშშ დოლარამდე და საგრძნობლად გადააჭარბა ანალიტიკოსების პროგნოზს, 7.76 მლრდ აშშ დოლარს. ეს ვითარება განპირობებულია ახალი მოდელების გამოშვებასა და და დეფიციტის არარსებობასთან, რაც Apple-ის პლანშეტების რეალიზაციას ხელს უშლიდა ერთი წლის წინ.  

image.jpeg 

Apple-ის სერვისების გაყიდვა, რაც მოიცავს სტრიმინგ აუდიო და ვიდეოსერვისებს Apple Music-სა და Apple TV+-ს, აპლიკაციების მარკეტ App Store-ს, საგადახდო სერვის Apple Pay, ქლაუდ სერვის iCloud-სა და სხვა სერვისებს, წლიური შედარებით 6%-ით გაიზარდა 20.8 მლრდ აშშ დოლარამდე და ოდნავ გადააჭარბა ანალიტიკოსების მოლოდინს, 20.7 მლრდ აშშ დოლარს. აღინიშნა, რომ ქლაუდ სერვისები, გადახდები Apple Pay-სა და Apple Card-ის ჩათვლით, აგრეთვე მუსიკა Apple-ის სერვისების ძლიერ მიმართულებას წარმოადგენს. კუკმა დაამატა, რომ Apple-ის თანამშრომლები ამჟამად ტესტავენ განვადების გეგმას „იყიდე ახლა, გადაიხადე მოგვიანებით“, რაც მისი ერთ-ერთი სერვისი გახდება. 

ფინანსურმა დირექტორმა Luca Maestri-მ განაცხადა, რომ მიმდინარე კვარტალში Apple ელოდება Mac-ისა და iPad-ის გაყიდვიდან მიღებული შემოსავლის ორნიშნა პროცენტით შემცირებას, ხოლო სმარტფონებიდან შემოსავლების შემცირება გასულ კვარტალთან შედარებით შენელდება. 

Apple-ის ინვესტორები ელოდებიან, აითვისებს თუ არა კომპანია ბაზრის ახალ სეგმენტებს. დიდი იმედი არსებობს Apple-ის გეგმასთან მიმართებაში, რომ მიმდინარე წელს გამოვა ფლაგმანური დამატებითი რეალობის ჰედსეტი, რომლის ფასი 3 ათასი აშშ დოლარი იქნება. გარდა ამისა, არსებობს ხმები, რომ კომპანია მუშაობს უფრო ხელმისაწვდომ AR/VR მოწყობილობაზე. 

და ბოლოს, აღინიშნა, რომ კომპანიამ შეანელა პერსონალის დაქირავება და ამცირებს ხარჯებს. სხვა ბევრი ტექნოლოგიური კომპანიისგან განსხვავებით Apple-ს მასიურად არ დაუთხოვია სამსახურიდან თანამშრომლები. „ჩვენ გვესმის, რომ რთულია სფერო, რომელშიც ვიმყოფებით. და ამიტომ ვამცირებთ ხარჯებს. ვამცირებთ ახალი თანამშრომლების მიღების მასშტაბს და ძალიან ფრთხილად და ყურადღებით ვეპყრობით იმ ადამიანებს, რომლებსაც ვქირაობთ“, - განაცხადა კუკმა. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.