Jump to content

Samsung, Google და Qualcomm ერთობლივად ქმნიან შერეული რეალობის ახალ პლატფორმას


Recommended Posts

Samsung ახალი მოთამაშეა AR და VR ბაზარზე. კომპანიამ უკვე გამოაცხადა, რომ აპირებს Google-სა და Qualcomm-თან თანამშრომლობას შერეული რეალობის პლატფორმის შესაქმნელად. ამის შესახებ ოთხშაბათს გამართულ ღონისძიება Galaxy Unpacked-ზე გახდა ცნობილი. Samsung-ის, Qualcomm-ისა და Google-ის წარმომადგენლები ერთდროულად გამოვიდნენ სცენაზე თანამშრომლობის დაანონსებისთვის. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Billetto Editorial/unsplash.com 

ჯერჯერობით უცნობია, უკვე მუშავდება თუ არა რაიმე კონკრეტული პროდუქტი და როდის იქნება ხელმისაწვდომი შესაბამისი პროდუქცია ან სერვისი. Samsung-ის მობილური განყოფილების ხელმძღვანელ TM Roh-ს თქმით განცხადება ჯერჯერობით დეკლარაციულ ხასიათს ატარებს. დამატებითი რეალობის ტექნოლოგიაში გაერთიანებულია როგორც AR, ისე VR. სამი კომპანიის თანამშრომლობის შედეგად შესაძლებელი იქნება მართლა მოწინავე პროდუქტების შექმნა. კერძოდ, მსგავსი ტექნოლოგიები მხარდაჭერილია Meta Quest 2-ისა და Quest Pro-ს მსგავს ჰედსეტებში, მოსალოდნელია, რომ მსგავსი ფუნქციონალი ექნება Apple-ის მზადებაში არსებულ ჰედსეტს. 

განცხადება გაკეთდა სხვადასხვა ტიპის ჰედსეტის ტექნოლოგიების მიმართ მზარდი ინტერესის ფონზე. Apple-ისგან მოსალოდნელია 3 ათასი აშშ დოლარი ღირებულების შერეული რეალობის ჰედსეტის გამოშვება 2023 წელს, Sony PlayStation VR2-ისა და HTC Vive XR Elite-ის წარდგენა კი მიმდინარე თვეშია მოასლოდნელი. Google-მა გასულ წელს განაცხადა, რომ მუშაობს AR-სათვალეზე, Meta Quest 3-ის წარდგენა კი წლის ბოლომდე უნდა მოხდეს. 

მიუხედავად იმისა, რომ Samsung-ს ბოლო დრომდე არ გაუკეთებია განცხადებები ამ მიმართულებით, კომპანია ამტკიცებს, რომ მოთხოვნის ზრდამ აიძულა ხელმძღვანელობა -  სერიოზულად განეხილა ახალი გეგმები და ჩაეტარებინა კვლევები ამ სფეროში. კომპანიამ ამჟამად მიაღწია "გარკვეულ ზღვარს". 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Giu Vicente/unsplash.com 

Samsung, Google და Qualcomm უკვე თანამშრომლობენ სმარტფონების მიმართულებით. XR-ჰედსეტის შექმნისას Google და Qualcomm ანალოგიურ ფუნქციებს შეასრულებენ - ერთი გამოუშვებს პროგრამულ უზრუნველყოფას, მეორე - ჩიპსეტებს, Samsung კი რეკომენდაციას გაუწევს "რედაქტირებას" საჭიროებიდან გამომდინარე. 

Qualcomm იყო ბოლო დროის თითქმის ყველა ძირითადი AR და VR პროექტისთვის ჩიპების მომწოდებელი. კომპანია ასევე მუშაობს Microsoft-თან AR სათვალის სამომავლო აპარატული უზრუნველყოფისა და Meta-სთან ახალი ჰედსეტის შესაქმნელად. 

ორი წლის წინ Samsung-მა და Google-მა გამოაცხადეს თანამშრომლობა Wear OS-ის შემდეგი თაობის სმარტ საათების შესაქმნელად, რის შედეგადაც გამოვიდა Galaxy Watch 4 და Google Pixel Watch. მიუხედავად იმისა, რომ ახალი თანამშრომლობა ფუნდამენტურად განსხვავებულია, კომპანიებს შორის ნდობით აღჭურვილი ურთიერთობები დიდი ხანია დამყარებულია. 

Samsung-ის ახალი გეგმები გამოცხადდა ახალი Galaxy Book ლეპტოპებისა და ფლაგმანური Galaxy S23 სერიის სმარტფონების პრემიერის ფონზე, რომლებიც უკვე ხელმისაწვდომია წინასწარი შეკვეთისთვის რამდენიმე ქვეყანაში. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.