Jump to content

Intel-მა Arc A750-ის ფასი 249 აშშ დოლარამდე შეამცირა - იგი ამჟამად 52%-ით უკეთესია GeForce RTX 3060-თან შედარებით წარმადობა/დოლარზე შეფარდებით


Recommended Posts

Intel-მა განაცხადა, რომ საშუალო დონის ვიდეო ბარათებზე ფასებს ამცირებს NVIDIA GeForce RTX 3060-ის მხრიდან კონკურენტული ზეწოლის გამო. კომპანია სარეკომენდაციო ფასს შეამცირებს Arc A750 ვიდეო ბარათზე 249 აშშ დოლარამდე, რაც 40 აშშ დოლარით ნაკლებია ოქტომბერში ბარათის გამოსვლისას არსებულთან შედარებით. გარდა ამისა Intel-მა გააზიარა, რამდენად გაიზარდა წარმადობა ზოგიერთ თამაშში დრაივერების წყალობით. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Intel 

Intel ამტკიცებს, რომ Arc A750 ამჟამად გვთავაზობს 52%-ით უფრო მაღალ წარმადობას დოლარზე NVIDIA GeForce RTX 3060 გრაფიკულ ამაჩქარებელთან შედარებით. ეს რიცხვები მოწოდებულია Intel-ისგან და საჭიროებს დადასტურებას დამოუკიდებელი მედიის მიერ. თუმცა აღსანიშნავია, რომ GeForce RTX 3060-ის ფასი ამჟამად იწყება 391 აშშ დოლარიდან, რაც გაცილებით მეტია Arc A750-ის ფასთან შედარებით. 

image.png 

წარმადობა დოლარზე  Arc A750-ისა და GeForce RTX 3060-ის შემთხვევებში 

Intel Arc ვიდეო ბარათების უმეტესობა, როგორც წესი, ხელმისაწვდომია მწარმოებლის სარეკომენდაციო საცალო ფასად, ასე რომ Arc A750 ვიდეო ბარათები მალე 249 აშშ დოლარად გაიყიდება. ასეთი კონკურენცია აუცილებლად აიძულებს NVIDIA-ს მეტი ყურადღება დაუთმოს საშუალო სეგმენტს, რაც სამწუხაროდ დიდი ხანია არ შეინიშნება. 

ფასების შემცირებასთან ერთად Intel-მა ისაუბრა, როგორ გაუმჯობესდა Arc A750-ის გეიმინგ წარმადობა დრაივერების მეშვეობით და შეადარა ახალი 4086 დრაივერი 3490 ვერსიას, რომლის დებიუტი Arc A750 ბარათის გამოსვლასთან ერთად შედგა. ახალი დრაივერით გრაფიკული ამაჩქარებელი Arc A750 დემონსტრირებს წარმადობის 10-77%-იან ზრდას DirectX 9-თამაშებში. 

image.jpeg 

Arc A750-ის კადრების სიხშირე CS:GO-ში ძველი და ახალი დრაივერებით 

Intel-ის მიერ გამოცხადებული გაუმჯობესება 4086 დრაივერით სადებიუტო ვერსიასთან შედარებით: 

  • 1080p, საშუალო FPS: გაუმჯობესება 77 %-მდე; 

  • 1080p, 99% ნორმალიზებული პროცენტილი: გაუმჯობესება 114 %-მდე; 

  • 1440p, საშუალო FPS: გაუმჯობესება 87 %-მდე; 

  • 1440p, 99% ნორმალიზებული პროცენტილი: გაუმჯობესება 123 %-მდე; 

  • FPS-ის ჯამური საშუალო გაუმჯობესება DirectX 9-ში: 43 %; 

  • 99-პროცეტილის ჯამური საშუალო გაუმჯობესება DirectX 9-ში: 60 %. 

image.jpeg 

A750-ის წარმადობის გაუმჯობესება ახალი 4086 დრაივერით (1080p) 

image.jpeg 

A750 ბარათის წარმადოიბს ზრდა 4086 დრაივერით (1440p) 

მასთან Intel აღიარეს, რომ DirectX 9 თამაშებში გაუმჯობესება არ ნიშნავს, რომ DirectX 11 და 12 პროექტებშიც ასე თვალშისაცემად გაიზარდა წარმადობა. „ზოგიერთ თამაშში უზრუველყოფილია მცირე გაუმჯობესება რამდენიმე პროცენტით, ამასთან, ძირითადი ყურადღება ეთმოა სტაბილურობის გაზრდას“ - განაცხადა Intel-მა. კომპანია აგრეთვე დაკავებულია თამაშებისთვის განკუთვნილი პროგრამული უზრუნველყოფის ოპტიმიზაციით, რათა გეიმერები საუკეთესო გეიმინგ პროცესით უზრუნველყოს. 

image.jpeg 

ხალი ფასების გამოცხადებას თან ახლდა ახალი გეიმინგ ნაკრების გაზიარება: Intel Arc A სერიის ზოგიერთი გრაფიკული ამაჩქარებელი ამჟამად მომხმარებლებს მიეწოდება The Settlers: New Allies-ისა და Nightingale-ის უფასო ასლებთან ერთად. 

და ბოლოს, Intel-მა აღნიშნა, რომ თამაშების სულ უფრო მეტი დეველოპერი ახდენს საკუთარ პროდუქტებში ხელოვნური ინტელექტის მასშტაბირების ტექნოლოგია XeSS-ის ინტეგრირებას, რაც FPS-ის ზრდას უზრუნველყოფს. ამჟამად XeSS ხელმისაწვდომია 35-ზე მეტ თამაშში, ტექნოლოგიის გამოშვებისას ოქტომბერში თამაშების რაოდენობა 17 იყო. 

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

200 დოლარში უკვე ღირს ინტერესის გამო ყიდვა, წარმადობა ჯერ ძაან არასტაბილური აქ და ხშირად 3060-საც ჩამორჩება არათუ ტი-ს, შემდეგი თაობა წესით უკვე სრულფასოვანუ უნდა გამოუვიდეთ

Link to comment
Share on other sites

1 hour ago, david_888 said:

200 დოლარში უკვე ღირს ინტერესის გამო ყიდვა, წარმადობა ჯერ ძაან არასტაბილური აქ და ხშირად 3060-საც ჩამორჩება არათუ ტი-ს, შემდეგი თაობა წესით უკვე სრულფასოვანუ უნდა გამოუვიდეთ

კი მაგრამ, 3060 ახალი 300$-ადაც არ დევს არ სად, არა თუ Ti

Link to comment
Share on other sites

27 minutes ago, Fatal Fighter said:

კი მაგრამ, 3060 ახალი 300$-ადაც არ დევს არ სად, არა თუ Ti

ისე ვაფშეტა შეცდომით დავწერე, 770 უნდა დამეწერა, 750  საერთოდ არ განიხილება 3060-ის გვერდით, აი 770 რო ღირდეს 200 დოლარი შეიძლება დაფიქრება

p.s ფორუმზე 2 თვეა დევს 770 და ვერ იყიდება, 1400-დან დაიწყო მგონი ეხლა 1000 ლარად ყიდის

Link to comment
Share on other sites

29 minutes ago, david_888 said:

ისე ვაფშეტა შეცდომით დავწერე, 770 უნდა დამეწერა, 750  საერთოდ არ განიხილება 3060-ის გვერდით, აი 770 რო ღირდეს 200 დოლარი შეიძლება დაფიქრება

p.s ფორუმზე 2 თვეა დევს 770 და ვერ იყიდება, 1400-დან დაიწყო მგონი ეხლა 1000 ლარად ყიდის

ბოლო აფდეითმა ძალიან კარგი ბუსტი მისცა ინტელის კარტებს და დიდი შანსია კიდევ განმეორდეს მსგავსი რამე

აი შედარება უნდა ვნახო სადმე აბა 770-ის ახალი აფდეითის მერე

Link to comment
Share on other sites

18 minutes ago, Fatal Fighter said:

ბოლო აფდეითმა ძალიან კარგი ბუსტი მისცა ინტელის კარტებს და დიდი შანსია კიდევ განმეორდეს მსგავსი რამე

აი შედარება უნდა ვნახო სადმე აბა 770-ის ახალი აფდეითის მერე

მე 1 თვის წინანდელი მდგომარებით ვხელმძღვანელობ, თუ ამის მერე რამე შეიცვალა უკეთესობისკენ ძალიან კარგია, ოღონ მატება ყველა თამას უნდა შეეხოს და არ მარტო ახლებს, მეც გადავხედავ რამე ახალი რეალური გეიმ ტესტები თუ არის

Link to comment
Share on other sites

კი მატება არის მაგრამ გლობალური თუ მარტო ზოგიერთ იგრებზე აღარ შემიმოწმებია, ანუ თავიდან ნამეტარი უჭირდა დაჟე მაგ ფასიანისთვისაც კი, მაგრამ ეგრე თუ გააგრძელეს შეიძლება A770 კარგი რამე გამოვიდეს ფასი-წარმადობით უკვე, კიდე აქვთ სამუშაო მაინც ოპტიმიზაციებზე, თან ეგ კარტა 16გბ ვარიანტიც არის და 8გბ უკვე

Link to comment
Share on other sites

  • 2 weeks later...

6600xtის ისეთი ფასი აქვს კონკურენტი არ ყავს, ნვიდიას ზომბებს თუ არ ჩავთვლით.

Link to comment
Share on other sites

25 minutes ago, G1ORG1 said:

6600xtის ისეთი ფასი აქვს კონკურენტი არ ყავს, ნვიდიას ზომბებს თუ არ ჩავთვლით.

+1

მეც მაგას ვფიქრობდი

რამდენიმე დღის წინ ტიპმა მთელა პარტია შემოაგდო ფბ-ზე 700 ლარად

700 კი არა 800 ლარად არ მინახავს მგონი 3060-ები

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

  • 3 months later...

მე 264$ გამოვიწერე a750 8GB ჩამოსულია განბაჟებას გადის ძაან მაინტერესებს რა იქნება თამაშებს მაინცდამაინც არ ვთამაშობ ბლენდერში დავტესთავ და eFootball 23 მაგრამ როგორც ვიცი diretX 11 ის პრობლემა ჰქონდა ადრე. ვნახავ როგორი იქნება. A770 16GB რო 300$ ყოფილიყო აუცილებლად ვიყიდდი

Link to comment
Share on other sites

ნუ 16გბ შედარებით იაფიან კარტებს რაც შეეხება ამდ 6800 რომ დავანებოთ თავი, ნვიდია მალე გამოუშვებს უკვე 500$ 4060Ti, თუმცა ინტელის კიდე უფრო იაფი გამოდის, ჩინური ვაბშე სუსტია, მაგათაც აქვს 16გბ ვიდეოკარტები გამოშვებული, ფასი-წარმადობით მაინც 6800 გამოდის ჯერ ყველაზე კარგი ვარიანტი ალბათ 16გბ კარტებიდან, ისე ბოლო ტესტების მიხედვით მგონი a770 16gb ვარიანტი თამაშებში დაახლოებით 3060Ti და 3060 შვაში დგასო საშვალოთ პერფორმანსით, 4060Ti ალბათ უფრო 3070Ti ცოტა მძლავრი იქნება უკვე, ეგ 16გბ ვერსია

Link to comment
Share on other sites

Newegg ზე 350$ ად არის A770 16GB მაგრამ გამოწერა არ ვიცი იქიდან თუ ხდება. ამაზონზე ძვირია 400-450$ თუ არ ვცდები და მაგას NVidia მირჩევნია უკვე თუნდაც ცოტა უფრო ძვირად

Link to comment
Share on other sites

ბოლო ტრენდს თუ ვენდობით მეეჭვება დიდხანს შენარჩუნდეს ეგ 500$ ფასიც, ალბათ იქნება შესაძლებელი 4060Ti 450$ ყიდვა გამოსვლიდან რამდენიმე თვის შემდეგ, 4070-აც დაიწყო გაიაფება უკვე და მაგიტომ, 570$ იყო რამდენჯერმე სეილზე. ამდ ვნახოთ რას გამოუშვებს 16გბ-ან ახალ სერიაში, ეგ 6800 გარდა რაც იყიდება ჯერ კიდევ, ამდ-ან სანამ ახალი მოდელები არ გამოვა ეგაა ჯერ ყველაზე იაფათ, ნვიდია კი პირველათ გამოუშვებს 4000 სერიაში 500$ 16გბ მოდელს, აქამდე მარტო 4080 ქონდა და ეგ ძალიან ძვირი ჯდება უკვე

Link to comment
Share on other sites

ცუდი არაა, მაგრამ ამ ეტაპზე მაინც გაუჭირდება ნდობის მოპოვება, მაგ ფასად მეორად 6700XT-ს იყიდის კაცი :D 

Link to comment
Share on other sites

დავაყენე კარგია და რაც მთავარია ჩემმა მონიტორმა HDRზე 10bit 60Hz აჩვენა.

ერთი კაბელით შევაერთე ორივე მხარე 8პინი და 6 პინიც რამე პრობლემა ხომ არიქნება

ერთი მინუსი Nvidia ს კონტროლ პანელისგან განსხვავებით Intel Arc Control მა შეტყობინებები თუ ამომიგდო ყოველ ჩართვაზე როგორც წინაზე წავშლი მოგვანებით ალბათ

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.