Magdalena Posted February 6 Share Posted February 6 Intel-მა განაცხადა, რომ საშუალო დონის ვიდეო ბარათებზე ფასებს ამცირებს NVIDIA GeForce RTX 3060-ის მხრიდან კონკურენტული ზეწოლის გამო. კომპანია სარეკომენდაციო ფასს შეამცირებს Arc A750 ვიდეო ბარათზე 249 აშშ დოლარამდე, რაც 40 აშშ დოლარით ნაკლებია ოქტომბერში ბარათის გამოსვლისას არსებულთან შედარებით. გარდა ამისა Intel-მა გააზიარა, რამდენად გაიზარდა წარმადობა ზოგიერთ თამაშში დრაივერების წყალობით. ფოტოს წყარო: Intel Intel ამტკიცებს, რომ Arc A750 ამჟამად გვთავაზობს 52%-ით უფრო მაღალ წარმადობას დოლარზე NVIDIA GeForce RTX 3060 გრაფიკულ ამაჩქარებელთან შედარებით. ეს რიცხვები მოწოდებულია Intel-ისგან და საჭიროებს დადასტურებას დამოუკიდებელი მედიის მიერ. თუმცა აღსანიშნავია, რომ GeForce RTX 3060-ის ფასი ამჟამად იწყება 391 აშშ დოლარიდან, რაც გაცილებით მეტია Arc A750-ის ფასთან შედარებით. წარმადობა დოლარზე Arc A750-ისა და GeForce RTX 3060-ის შემთხვევებში Intel Arc ვიდეო ბარათების უმეტესობა, როგორც წესი, ხელმისაწვდომია მწარმოებლის სარეკომენდაციო საცალო ფასად, ასე რომ Arc A750 ვიდეო ბარათები მალე 249 აშშ დოლარად გაიყიდება. ასეთი კონკურენცია აუცილებლად აიძულებს NVIDIA-ს მეტი ყურადღება დაუთმოს საშუალო სეგმენტს, რაც სამწუხაროდ დიდი ხანია არ შეინიშნება. ფასების შემცირებასთან ერთად Intel-მა ისაუბრა, როგორ გაუმჯობესდა Arc A750-ის გეიმინგ წარმადობა დრაივერების მეშვეობით და შეადარა ახალი 4086 დრაივერი 3490 ვერსიას, რომლის დებიუტი Arc A750 ბარათის გამოსვლასთან ერთად შედგა. ახალი დრაივერით გრაფიკული ამაჩქარებელი Arc A750 დემონსტრირებს წარმადობის 10-77%-იან ზრდას DirectX 9-თამაშებში. Arc A750-ის კადრების სიხშირე CS:GO-ში ძველი და ახალი დრაივერებით Intel-ის მიერ გამოცხადებული გაუმჯობესება 4086 დრაივერით სადებიუტო ვერსიასთან შედარებით: 1080p, საშუალო FPS: გაუმჯობესება 77 %-მდე; 1080p, 99% ნორმალიზებული პროცენტილი: გაუმჯობესება 114 %-მდე; 1440p, საშუალო FPS: გაუმჯობესება 87 %-მდე; 1440p, 99% ნორმალიზებული პროცენტილი: გაუმჯობესება 123 %-მდე; FPS-ის ჯამური საშუალო გაუმჯობესება DirectX 9-ში: 43 %; 99-პროცეტილის ჯამური საშუალო გაუმჯობესება DirectX 9-ში: 60 %. A750-ის წარმადობის გაუმჯობესება ახალი 4086 დრაივერით (1080p) A750 ბარათის წარმადოიბს ზრდა 4086 დრაივერით (1440p) ამასთან Intel აღიარეს, რომ DirectX 9 თამაშებში გაუმჯობესება არ ნიშნავს, რომ DirectX 11 და 12 პროექტებშიც ასე თვალშისაცემად გაიზარდა წარმადობა. „ზოგიერთ თამაშში უზრუველყოფილია მცირე გაუმჯობესება რამდენიმე პროცენტით, ამასთან, ძირითადი ყურადღება ეთმობა სტაბილურობის გაზრდას“ - განაცხადა Intel-მა. კომპანია აგრეთვე დაკავებულია თამაშებისთვის განკუთვნილი პროგრამული უზრუნველყოფის ოპტიმიზაციით, რათა გეიმერები საუკეთესო გეიმინგ პროცესით უზრუნველყოს. ახალი ფასების გამოცხადებას თან ახლდა ახალი გეიმინგ ნაკრების გაზიარება: Intel Arc A სერიის ზოგიერთი გრაფიკული ამაჩქარებელი ამჟამად მომხმარებლებს მიეწოდება The Settlers: New Allies-ისა და Nightingale-ის უფასო ასლებთან ერთად. და ბოლოს, Intel-მა აღნიშნა, რომ თამაშების სულ უფრო მეტი დეველოპერი ახდენს საკუთარ პროდუქტებში ხელოვნური ინტელექტის მასშტაბირების ტექნოლოგია XeSS-ის ინტეგრირებას, რაც FPS-ის ზრდას უზრუნველყოფს. ამჟამად XeSS ხელმისაწვდომია 35-ზე მეტ თამაშში, ტექნოლოგიის გამოშვებისას ოქტომბერში თამაშების რაოდენობა 17 იყო. https://tinyurl.com/2r9tedw5 1 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
david_888 Posted February 6 Share Posted February 6 200 დოლარში უკვე ღირს ინტერესის გამო ყიდვა, წარმადობა ჯერ ძაან არასტაბილური აქ და ხშირად 3060-საც ჩამორჩება არათუ ტი-ს, შემდეგი თაობა წესით უკვე სრულფასოვანუ უნდა გამოუვიდეთ Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Fatal Fighter Posted February 6 Share Posted February 6 1 hour ago, david_888 said: 200 დოლარში უკვე ღირს ინტერესის გამო ყიდვა, წარმადობა ჯერ ძაან არასტაბილური აქ და ხშირად 3060-საც ჩამორჩება არათუ ტი-ს, შემდეგი თაობა წესით უკვე სრულფასოვანუ უნდა გამოუვიდეთ კი მაგრამ, 3060 ახალი 300$-ადაც არ დევს არ სად, არა თუ Ti Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
david_888 Posted February 6 Share Posted February 6 27 minutes ago, Fatal Fighter said: კი მაგრამ, 3060 ახალი 300$-ადაც არ დევს არ სად, არა თუ Ti ისე ვაფშეტა შეცდომით დავწერე, 770 უნდა დამეწერა, 750 საერთოდ არ განიხილება 3060-ის გვერდით, აი 770 რო ღირდეს 200 დოლარი შეიძლება დაფიქრება p.s ფორუმზე 2 თვეა დევს 770 და ვერ იყიდება, 1400-დან დაიწყო მგონი ეხლა 1000 ლარად ყიდის Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Fatal Fighter Posted February 6 Share Posted February 6 29 minutes ago, david_888 said: ისე ვაფშეტა შეცდომით დავწერე, 770 უნდა დამეწერა, 750 საერთოდ არ განიხილება 3060-ის გვერდით, აი 770 რო ღირდეს 200 დოლარი შეიძლება დაფიქრება p.s ფორუმზე 2 თვეა დევს 770 და ვერ იყიდება, 1400-დან დაიწყო მგონი ეხლა 1000 ლარად ყიდის ბოლო აფდეითმა ძალიან კარგი ბუსტი მისცა ინტელის კარტებს და დიდი შანსია კიდევ განმეორდეს მსგავსი რამე აი შედარება უნდა ვნახო სადმე აბა 770-ის ახალი აფდეითის მერე Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
david_888 Posted February 6 Share Posted February 6 18 minutes ago, Fatal Fighter said: ბოლო აფდეითმა ძალიან კარგი ბუსტი მისცა ინტელის კარტებს და დიდი შანსია კიდევ განმეორდეს მსგავსი რამე აი შედარება უნდა ვნახო სადმე აბა 770-ის ახალი აფდეითის მერე მე 1 თვის წინანდელი მდგომარებით ვხელმძღვანელობ, თუ ამის მერე რამე შეიცვალა უკეთესობისკენ ძალიან კარგია, ოღონ მატება ყველა თამას უნდა შეეხოს და არ მარტო ახლებს, მეც გადავხედავ რამე ახალი რეალური გეიმ ტესტები თუ არის Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
George Posted February 6 Share Posted February 6 კი მატება არის მაგრამ გლობალური თუ მარტო ზოგიერთ იგრებზე აღარ შემიმოწმებია, ანუ თავიდან ნამეტარი უჭირდა დაჟე მაგ ფასიანისთვისაც კი, მაგრამ ეგრე თუ გააგრძელეს შეიძლება A770 კარგი რამე გამოვიდეს ფასი-წარმადობით უკვე, კიდე აქვთ სამუშაო მაინც ოპტიმიზაციებზე, თან ეგ კარტა 16გბ ვარიანტიც არის და 8გბ უკვე Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Fatal Fighter Posted February 11 Share Posted February 11 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Fatal Fighter Posted February 19 Share Posted February 19 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
G1ORG1 Posted February 19 Share Posted February 19 6600xtის ისეთი ფასი აქვს კონკურენტი არ ყავს, ნვიდიას ზომბებს თუ არ ჩავთვლით. Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Fatal Fighter Posted February 19 Share Posted February 19 25 minutes ago, G1ORG1 said: 6600xtის ისეთი ფასი აქვს კონკურენტი არ ყავს, ნვიდიას ზომბებს თუ არ ჩავთვლით. +1 მეც მაგას ვფიქრობდი რამდენიმე დღის წინ ტიპმა მთელა პარტია შემოაგდო ფბ-ზე 700 ლარად 700 კი არა 800 ლარად არ მინახავს მგონი 3060-ები 1 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Phoenix1892 Posted May 22 Share Posted May 22 მე 264$ გამოვიწერე a750 8GB ჩამოსულია განბაჟებას გადის ძაან მაინტერესებს რა იქნება თამაშებს მაინცდამაინც არ ვთამაშობ ბლენდერში დავტესთავ და eFootball 23 მაგრამ როგორც ვიცი diretX 11 ის პრობლემა ჰქონდა ადრე. ვნახავ როგორი იქნება. A770 16GB რო 300$ ყოფილიყო აუცილებლად ვიყიდდი Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
George Posted May 22 Share Posted May 22 ნუ 16გბ შედარებით იაფიან კარტებს რაც შეეხება ამდ 6800 რომ დავანებოთ თავი, ნვიდია მალე გამოუშვებს უკვე 500$ 4060Ti, თუმცა ინტელის კიდე უფრო იაფი გამოდის, ჩინური ვაბშე სუსტია, მაგათაც აქვს 16გბ ვიდეოკარტები გამოშვებული, ფასი-წარმადობით მაინც 6800 გამოდის ჯერ ყველაზე კარგი ვარიანტი ალბათ 16გბ კარტებიდან, ისე ბოლო ტესტების მიხედვით მგონი a770 16gb ვარიანტი თამაშებში დაახლოებით 3060Ti და 3060 შვაში დგასო საშვალოთ პერფორმანსით, 4060Ti ალბათ უფრო 3070Ti ცოტა მძლავრი იქნება უკვე, ეგ 16გბ ვერსია Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Phoenix1892 Posted May 22 Share Posted May 22 Newegg ზე 350$ ად არის A770 16GB მაგრამ გამოწერა არ ვიცი იქიდან თუ ხდება. ამაზონზე ძვირია 400-450$ თუ არ ვცდები და მაგას NVidia მირჩევნია უკვე თუნდაც ცოტა უფრო ძვირად Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
George Posted May 22 Share Posted May 22 ბოლო ტრენდს თუ ვენდობით მეეჭვება დიდხანს შენარჩუნდეს ეგ 500$ ფასიც, ალბათ იქნება შესაძლებელი 4060Ti 450$ ყიდვა გამოსვლიდან რამდენიმე თვის შემდეგ, 4070-აც დაიწყო გაიაფება უკვე და მაგიტომ, 570$ იყო რამდენჯერმე სეილზე. ამდ ვნახოთ რას გამოუშვებს 16გბ-ან ახალ სერიაში, ეგ 6800 გარდა რაც იყიდება ჯერ კიდევ, ამდ-ან სანამ ახალი მოდელები არ გამოვა ეგაა ჯერ ყველაზე იაფათ, ნვიდია კი პირველათ გამოუშვებს 4000 სერიაში 500$ 16გბ მოდელს, აქამდე მარტო 4080 ქონდა და ეგ ძალიან ძვირი ჯდება უკვე Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Gogla1990 Posted May 22 Share Posted May 22 ცუდი არაა, მაგრამ ამ ეტაპზე მაინც გაუჭირდება ნდობის მოპოვება, მაგ ფასად მეორად 6700XT-ს იყიდის კაცი Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Phoenix1892 Posted May 24 Share Posted May 24 დავაყენე კარგია და რაც მთავარია ჩემმა მონიტორმა HDRზე 10bit 60Hz აჩვენა. ერთი კაბელით შევაერთე ორივე მხარე 8პინი და 6 პინიც რამე პრობლემა ხომ არიქნება ერთი მინუსი Nvidia ს კონტროლ პანელისგან განსხვავებით Intel Arc Control მა შეტყობინებები თუ ამომიგდო ყოველ ჩართვაზე როგორც წინაზე წავშლი მოგვანებით ალბათ Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.