Jump to content

8 თებერვალს დაიწყება ლეპტოპ Gigabyte Aorus 17X-ის გაყიდვა - 24-ბირთვიანი პროცესორი, GeForce RTX 4090 და ფასი 3899 აშშ დოლარი


Recommended Posts

სავაჭრო პლატფორმა Amazon-მა დაიწყო წინასწარი შეკვეთების მიღება თავის ასორტიმენტში პირველ გეიმინგ ლეპტოპზე, რომელშიც წარმოდგენილია მძავრი ცენტრალური პროცესორი Intel Raptor Lake და NVIDIA-ს ფლაგმანური ვიდეო ბარათი GeForce RTX 4090. საუბარია კომპანია Gigabyte-ის Aorus 17X მოდელზე. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Gigabyte 

ხალ ლეპტოპში წარმოდგენილია 24-ბირთვიანი Core i9-13900HX სიხშირით 5.4 გჰც-მდე. HX სერიის პროცესორებში გაზრდილია ნომინალური ენერგომოხმარების მაჩვენებელი 55 ვატამდე, თუმცა მათ გააჩნია ნაკლები წარმადობის ინტეგრირებული გრაფიკული ბირთვი. ჯამში, ეს ლეპტოპი საერთოდაც არ საჭიროებს ინტეგრირებულ გრაფიკას, რადგან მასში მოცემულია ფლაგმანური გრაფიკული ამაჩქარებელი GeForce RTX 4090 16 გბ GDDR6 მეხსიერებით, რომლის ენერგომოხმარების მაჩვენებელი 175 ვატამდეა. 

image.jpeg 

Gigabyte Aorus 17X-ს ასევე აქვს 32 გბ ორარხიანი ოპერატიული მეხსიერება DDR5-5600 და 2 ტბ PCIe 4.0 SSD. 

image.jpeg 

ლეპტოპს აქვს 17.3-დუიმიანი ეკრანი გვერდების შეფარდებით 16:9, 2560 × 1440 პიქსელი გაფართება, 240 ჰერცი კადრის განახლების სიხშირე და 100%-იანი DCI-P3 ფერთა გამა. 

image.jpeg 

ლეპტოპზე უზრუნველყოფილია Wi-Fi 6E და Bluetooth უსადენო კავშირების მხარდაჭერა და დაყენებულია ოპერაციული სისტემა Windows 11 Pro. 

image.jpeg 

Gigabyte Aorus 17X-ის წოა 2.8 კილოგრამია. ლეპტოპთან ერთად მომხმარებელი მიიღეს 330 ვატი სიმძლავრის კვების ბლოკს. ლეპტოპის ეს კონფიგურაცია 3899 აშშ დოლარად ფასდება. მოწყობილობის მიწოდეა 8 თებერვლიდან დაიწყება. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.