Jump to content

მფრინავმა ავტომობილმა XPeng X2-მა მიიღო ჩინეთში ფრენის გამოცდების ნებართვა


Recommended Posts

ჩინურ კომპანია XPeng-ის შვილობილმა კომპანია AeroHT-მა გაანცხადა, რომ ჩინეთის სამოქალაქო ავიაციის სამმართველოსგან (CAAC) ორადგილიან ელექტრო მფრინავ მანქანა XPeng X2-ით ფრენის ნებართვა მიიღო. ელექტრომფრენის გამოცდების შედეგად შეგროვდება მონაცემები ისეთი მანქანის პროექტირებისთვის, რომელიც შეძლებს გადაადგილებას „გზებსა და ჰაერში მცირე სიმაღლეზე“. 

image.jpeg 

მოდელი X2.ფოტოს წყარო: Xpeng 

მოდელ XPeng X2-ის პირველი საჯარო ფრენა შედგა 2022 წლის ოქტომბერში დუბაიში გამართულ გამოფენაზე. პროტოტიპს არ აქვს საბურავები და ამგვარი სახით გამორიცხულია მან გზაზე გადაადგილება შეძლოს. პროტოტიპის ჩინეთში გამოცდის შედეგად შეგროვდება მონაცემები სამომავლო X3 პროტოტიპის შექმნის მიზნით, რომელიც ჩვეულებრივი ავტომობილის ბაზაზე იქმნება. X3-ის პირველი ფრენა კომპანიამ ნოემბერში აჩვენა. 

XPeng X2-ს აქვს ნახშირბადის ბოჭკოვანას კორპუსი ზომით 4.97 × 4.78 × 1.36 მეტრი. დასაკეცი ჩარჩოს ხარჯზე სიგანე შეიძლება შემცირდეს 1.95 მეტრამდე. ოთხი მიმართულებით განლაგებული ელექტროძრავები ატრიალებენ ორ პროპელერს, თითოეულის დიამეტრი 1.83 მეტრია. მფრინავი ავტომობილის წონა 560 კგ-ს შეადგენს. მაქსიმალური საფრენი წონაა 760 კგ. 

სრულად დამუხტული ბატარეით ელექტრომფრენს შეუძლია 35 წუთის განმავლობაში ფრენა 1000 მეტრ სიმაღლემდე. ფრენის მაქსიმალური სიჩქარე 130 კმ/სთ-ს შეადგენს. ფრენა შესაძლებელია როგორც ავტომატურ, ისე მექანიკურ რეჟიმში. კომპანიის ჩანაფიქრით მფრინავი ავტომობილის გადაადგილებ ძირითადად საბურავების მეშვეობით მოხდება. ფრენის ფუნქციას მძღოლი გამოიყენებს მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში გზის რთული მონაკვეთების გადალახვის მიზნით. 

image.jpeg 

XPeng X3 

დაგეგმილია, რომ XPeng X3 პროტოტიპის ვრცელი ტესტირება 2024 წელს დაიწყება, სერიული წარმოება კი - 2025 წელს. კომპანიის ხელმძღვანელების თქმით მფრინავი ავტომობილის ფასი 140 ათას აშშ დოლარს არ გადააჭარბებს. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.