Jump to content

Xiaomi-ის პირველი ელექტრომობილი გამოჩნდა შენიღბვის გარეშე - ეს გახლავთ სედანი პანორამული სახურავით და ლიდარით


Recommended Posts

გამომცემლობა CarNewsChina-მ გამოაქვეყნა Xiaomi-ის სამომავლო ელექტრო სედან MS11-ის სურათები. წყარო ირწმუნება, რომ ავტომობილი 2024 წლის პირველ კვარტალში იქნება წარმოდგენილი. MS11 გახლავთ Xiaomi-ის პირველი ელექტრომობილის კოდური სახელი, მისი ოფიციალური სახელი იქნება Modena. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: CarNewsChina 

2010 წელს დაარსებულმა Xiaomi-მ გრძელი გზა გაიარა სმარტფონებიდან ყველაფრის წარმოებამდე. დღეს ჩინური კომპანია აწარმოებს არა მხოლოდ მობილურ მოწყობილობებს, არამედ ტელევიზორებს, საყოფაცხოვრებო ტექნიკას და ტანსაცმელსაც კი. ძალიან მალე Xiaomi-ის პროდუქციის პორტფოლიოში ავტომობილებიც გამოჩნდება. 

image.jpeg 

Xiaomi Automobile, Xiaomi-ის ფილიალი, რომელიც MS11-ზე მუშაობს, დაარსდა 2021 წელს და კომპანია გეგმავს 10 მლრდ აშშ დოლარის ინვესტიციის ჩადებას ამ მიმართულებით. საწარმო დაფუძნებულია პეკინის ეკონომიკური და ტექნოლოგიების განვითარების ზონაში. Xiaomi-ს მანქანების აწყობა სურს დამოუკიდებლად, კონტრაქტორების დახმარების გარეშე. ამისათვის მან 2022 წლის შუა რიცხვებიდან შესაბამისი ქარხნის მშენებლობა დაიწყო. მიიჩნევა, რომ ქარხანა ყოველწლიურად გამოუშვებს 150 ათას მანქანას, ხოლო უახლოეს მომავალში წარმოების მოცულობა წელიწადში 300 ათას მანქანამდე გაიზრდება. კომპანიამ ასევე დააარსა Xiaomi Automobile Technology განყოფილება, რომელიც ორიენტირებულია ავტონომიური მართვის ტექნოლოგიებზე. 

image.jpeg 

წარმოდგენილ MS11/Modena-ს ფოტოებზე ჩანს, რომ ელექტრო სედანს აქვს მინის პანორამული სახურავი და LiDAR სისტემა, რომელიც გამოყენებული იქნება ავტონომიური მართვის ტექნოლოგიებისთვის. თავად LiDAR-ის განყოფილება მეტად ჰარმონიულად ჯდება ავტომობილის საერთო იერსახეში და უფრო ჰგავს ჰაერის ზედა მიმღებს, რაც მანქანას სპორტულ იერს აძლევს. MS11/Modena-ს უკანა შუშის უკან დამონტაჟებულია კამერა. 

image.jpeg 

ავტომობილის ფოტოებზე ასევე ჩანს დიდი დისკის მუხრუჭები, საბურავის დისკებზე კი - საფირმო ლოგო Mi. 

როგორც CarNewsChina წერს, MS11/Modena-ში გამოყენებული იქნება CATL-ისა და BYD-ის ბატარეები. Xiaomi-მ დამოუკიდებლად შექმნა ელექტროძრავი საკუთარი მანქანისთვის. სხვათა შორის, იგი პირველი არ არის სმარტფონების მწარმოებელ კომპანიებს შორის, რომელიც დამოუკიდებლად აწარმოებს ელექტროძრავებს. მაგალითად, Huawei, რომელიც ასევე იყო სმარტფონებისა და ქსელური აღჭურვილობის ცნობილი მმწოდებელი, აწარმოებს და მანქანათმშენებელ კომპანიებს აწვდის ელექტროძრავებს. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.